imedi /  17 ივნისი 2019, 12:32 / სანდო წყარო

ცრუ ჩვენებისთვის გასამართლებული დ.ღ.-ს ადვოკატი საქმის თავდაპირველ პროკურორებს უჩივის

ხორავას ქუჩა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული დ.ღ.-ს უფლებადამცველი საქმის თავდაპირველი პროკურორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ფრიდონ სიხუაშვილმა შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.

მისი თქმით, თბილისისა და გენერალური პროკურატურის პროკურორებმა, ზვიად ფხაკაძემ და იმედა გუგუშვილმა არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენება დაამახინჯეს და დამალეს, რის გამოც დანაშაულის დაფარვისთვის დ.ღ.-ს უკანონო პატიმრობა შეეფარდა. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა საქმის მთავარი პროკურორების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას არ მოახდენს, ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს გამართავენ.

დ.ღ.-ს მამის კახა ღლონტის თქმით, თუ პროკურატურა რეაგირებას არ მოახდენს, აქციები 10 დღეში დაიწყება. 

2019 წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 ივლისი 2020, 18:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ადრე დავწერე, რომ სააკაშვილი დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“, ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა

„ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები გააჩნია, არ ცოდნა და როგორც დღეს გავიგეთ არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, თან როცა გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ კი არადა, ხარ. სააკაშვილი „რეფორმატორი“ ყავის მომდუღებლის სტატუსით...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

14 ივლისი 2020, 18:30

რეგიონი

აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს

აჭარაში, ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.

14 ივლისი 2020, 18:29

COVID19

Reuters: ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს

ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

14 ივლისი 2020, 18:21

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი, ჩემპიონობას მირჩევნია, იყო ყანის მთოხვნელი

ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი. მილიარდ-ნახევარია ინდოეთი, ხანდახან ბოლო ადგილზე გადის ოლიმპიადაზე, მაგრამ მარსზე გაგზავნეს თანამგზავრი და ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, უდიდესი სამყაროა დედამიწაზე, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 18:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: წლის ბოლომდე იმიტომ დავაწესეთ ვადა, რომ შემდეგ ისევ პარლამენტმა იმსჯელოს გახანგრძლივების აუცილებლობაზე

ოპოზიცია ამბობს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ ამოქმედებით პარლამენტის როლი სუსტდება და რომ ასეთი გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს. ზუსტად რომ პარლამენტი იღებს ახლა ასეთ გადაწყვეტილებებს. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი სწორედ პარლამენტმა მიიღო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში რეგულაციები პარლამენტმა შეამსუბუქა, დღესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. წლის ბოლომდე იმიტომ დავაწესეთ ვადა, რომ შემდეგ ისევ პარლამენტმა იმსჯელოს გახანგრძლივების აუცილებლობაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 18:16

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად ღონისძიება გაიმართება

ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად, წელს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტი - ანგარიშგების „ერთი ფანჯრის პრინციპი“ ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

14 ივლისი 2020, 18:16

მსოფლიო

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 სახალხო დეპუტატი მონაწილეობდა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 18:15

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ჩანს, ოპოზიციას მოსახლეობის ჯანმრთელობა არ აწუხებს

„როგორც ჩანს, ოპოზიციას არც მოსახლეობის ჯანმრთელობა აწუხებს. მათ იციან, რომ ასეთ შემთხვევაში, სრულიად დამსახურებულად, საზოგადოებაში ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდა, რადგან განსხვავებულად პოზიტიური შედეგი დადგა ქვეყანაში. იცით, რომ უფრო მეტი ინსტიტუციური გამოცდილების, მეტი ფინანსური რესურსის მქონე ქვეყნებშიც კი, ასეთი სასურველი შედეგი, სამწუხაროდ, ვერ დადგა“.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 18:05

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ ხელისუფლებას კრიზისის მართვის ბერკეტი არ ექნება, ეპიდვითარება შესაძლოა ნებისმიერ დროს გართულდეს

„სწორედ ამ აკრძალვების, ამ შეზღუდვების, საზოგადოების დამყოლობით წყალობით და ექიმების ჩართულობით დადგა ეს შედეგი. ზოგადად ვითარება მსოფლიოში საკმაოდ დაძაბულია. 13 მილიონზე მეტია ინფიცირებული. საკმაოდ რთული ვითარებაა ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთში. ჩვენს რეგიონშიც საკმაოდ დაბინძურებული ეპიდვითარებაა. რუსეთში საკმაოდ დიდია ინფიცირებულთა რიცხვი, მათ შორის გარდაცვლილთა რიცხვიც ასევე საყურადღებოა. ირანში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მზარდია უშუალო სამეზობლოში - აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენ პრაქტიკულად მწვანე კუნძულივით ვართ და გარშემო არსებული ეპიდვითარება საფრთხეს ქმნის, რომ შესაძლოა ჩვენთან ისევ გართულდეს და პოზიტიური შედეგი დროებითი აღმოჩნდეს და (ვითარება) ნებისმიერ დრეს შეიძლება გართულდეს, თუ კი ხელისუფლებას არ ექნება კრიზისის მართვის ბერკეტი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

14 ივლისი 2020, 18:01

პოლიტიკა

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სტუდენტების ერთ ჯგუფს, მათივე თხოვნით, შეხვდა. საინიციატივო ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იმ რამდენიმე ათას სტუდენტს წარმოადგენს, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე ე. წ. 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ. ისინი ზაფხულის არდადეგებზე გერმანიაში სამუშაოდ რეგულარულად მიემგზავრებიან, სადაც მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები აქვთ და დამსაქმებლებიც ელოდებიან. კოვიდ 19-მა პრობლემა, ბუნებრივია, ამ ახალგაზრდებსაც შეუქმნა, ბევრ მათგანს გაუუქმდა წინასწარ ხელსაყრელ ფასად ნაყიდი ავია ბილეთები.

ლეიბორისტული პარტია

14 ივლისი 2020, 17:50

პოლიტიკა

ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. შესაბამისი დოკუმენტაცია ცესკოში პარტიის წარმომადგენლებმა დღეს შეიტანეს. მათივე განცხადებით, პარტია არ გამოეთიშება შეთანხმებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მიაღწია. შალვა ნათელაშვილი თბილისში, ნაძალადევის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანია. მანამდე ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში, გიორგი ვაშაძე - ისანში, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე.

ანა ჯაბაური

14 ივლისი 2020, 17:48

საზოგადოება

ანა ჯაბაური: ცოტნეს მკურნალობის აბსოლუტურად ყველა ხარჯს ფონდი „ქართუ“ ფარავს

„ჯერ ვერ ლაპარაკობს და ვერ დადის, მაგრამ კიდურებს ამოძრავებს, ყლაპავს და მარტივ დავალებებს ასრულებს. აბსოლუტურად ყველაფერი ესმის. ეს პროგრესი იყო ძალიან ნელი და ხანგრძლივი. ახლა ვართ გერმანიაში, ძალიან ცნობილ შმიდერის კლინიკაში. ეს კლინიკა მთელს გერმანიაში, ნეირორეაბილიტაციის ცენტრებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა. ცოტნეს მკურნალობის აბსოლუტურად ყველა ხარჯს ფონდი „ქართუ“ ფარავს. მთავრობა ძალიან გვეხმარება, ის საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, ხარჯებს კი მთლიანად ფონდი „ქართი“ ფარავს“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.

დავით ზალკალიანი;  მირჩა ჯოანა

14 ივლისი 2020, 17:41

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

14 ივლისი 2020, 17:34

მსოფლიო

მონღოლეთში შავი ჭირით 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში, გობი-ალტაის პროვინციაში შავ ჭირს 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიჭი იშვიათი ბაქტერიული დაავადების დიაგნოზით მას შემდეგ მკურნალობდა, რაც ზაზუნა შეჭამა.

Ryanair

14 ივლისი 2020, 17:21

მსოფლიო

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კრაკოვიდან დუბლინში მიმავალი თვითმფრინავი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა, მას შემდეგ რაც ბორტგამცილებელმა თვითმფრინავის ტუალეტში იპოვა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო დამალული.

14 ივლისი 2020, 17:18

საზოგადოება

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლდება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები კომპანია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.​ კანონპროექტის თანახმად, ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.

დავით ზალკანიანი

14 ივლისი 2020, 17:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიამ საქართველოში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს შეხვედრაც გამოვიყენე, რათა მათთვის ბოლო ინფორმაცია მიმეწოდებინა. ძალიან კარგი, შინაარსიანი, პოზიტიური განხილვა შედგა. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულ საქმიანობას დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, - განაცხადა მინისტრმა.

ჰულუსი აკარი

14 ივლისი 2020, 17:14

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ესკალაციას გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 17:08

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ“ საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ, ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ, იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანაა როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი“, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ჯაში

14 ივლისი 2020, 17:07

პოლიტიკა

მარიამ ჯაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე: ის ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს აზიანებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არ დაუჭირა მხარი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.