imedi /  03 ივლისი 2019, 09:09 / სანდო წყარო

ნიკა მელიას ადვოკატი საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას აპირებს

ნიკა მელია

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი დღეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ელოდება.

როგორც ადვოკატი ამბობს, მას შემდეგ, რაც გაეცნობა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას, მოამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს.

"დეპუტატის უფლებამოსილების შეზღუდვა დაუშვებელია", - ამბობს ადვოკატი. მისი განმარტებით, მელიას გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

ნიკა მელიას გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლდება. ახალი შეზღუდვა მას სააპელაციო სასამართლომ  გუშინ დაუწესა.

27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 17:26

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 5,534 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 5,534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 114 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 511,836 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 429,807-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 16,225 ადამიანი ემსხვერპლა.

25 ნოემბერი 2020, 17:15

ეკონომიკა

ჰოლანდიაში 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში გაიგზავნა

COVID-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება, მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები

25 ნოემბერი 2020, 17:14

COVID19

ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებადაა მიმართული, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად, 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გდმოურიცხა.

დავით ბაქრაძე

25 ნოემბერი 2020, 17:11

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და მათგან აზრიან შეთავაზებას ველოდებით, სად შეიძლება გადიოდის შესაძლო შეთანხმება

ეთანხება არ და ვერ იქნება, რომ მოდი, დავივიწყოთ არჩევნების გაყალბება და შევიდეთ პარლამენტში. ეს შეთანხმების თემა ვერ იქნება. შეთანხმების თემა შეიძლება იყოს ის, როგორ ვამთლიანებთ საზოგადოებას და როგორ ვიღებთ მთავრობას, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიასი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

25 ნოემბერი 2020, 17:04

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ათასს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 17:01

COVID19

ირანში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 469 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 16:58

საზოგადოება

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ტაძარში ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც რისკის ჯგუფშია, დარჩეს სახლში

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და ეკეთოთ პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან.

25 ნოემბერი 2020, 16:56

რეგიონი

კოვიდ-სასტუმროს ექთანი: პაციენტი თავს მედიკამენტების წართმევის მიზნით დამესხა

კოვიდ-სასტუმროს ექთანი ასმათ ვარშალომიძე ინციდენტის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ კოვიდპაციენტი, რომელიც ასევე მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია, მედიკამენტების წართმევის მიზნით დაესხა თავს.

სულხან ლომინაძე

25 ნოემბერი 2020, 16:55

COVID19

კარდიოქირურგი სულხან ლომინაძე: კოვიდპაციენტების 25%-ს გულის გართულებები აღენიშნება

კოვიდპაციენტების 25%-ს გულის გართულებები აღენიშნება, - ამის შესახებ კარდიოქირურგმა სულხან ლომინაძემ ტელეკომპანია „მაესტროში“ ჩართვისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან კორონავირუსი და გულის პრობლემები.

25 ნოემბერი 2020, 16:53

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 46,550,000 დოლარი გაყიდა

2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.

25 ნოემბერი 2020, 16:47

რეგიონი

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის 15,4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე იფორმაციით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი

25 ნოემბერი 2020, 16:42

მსოფლიო

ერდოღანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების პროცესი სხვა დონეზე შეიძლება გადავიდეს, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობა განიხილა.

25 ნოემბერი 2020, 16:37

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. საქართველოს პროკურატურა უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

მადონა ტაკიძე

25 ნოემბერი 2020, 16:35

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

„56 წლის არის გარდაცვლილი. ის 17 ოქტომრიდან მკურნალობდა. მდგომარეობა მალევე დამძიმდა და გადაყვანილი იყო რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. არ ჰქონია თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ, ის დღეს დილით გარდაიცვალა“, - განაცხადეს კლინიკაში.

25 ნოემბერი 2020, 16:29

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება

ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

პაატა იმნაძე

25 ნოემბერი 2020, 16:26

COVID19

პაატა იმნაძე: ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია

„არ არის ჯერ სეზონური გრიპი. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის კოვიდი. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დავით ბაქრაძე

25 ნოემბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია გამოსავალი ვერ იქნება

ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა გამოსავალის მოსაძებნად, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. გამოსავალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობის მანდატი და რომელსაც შეეძლება, გაუმკლავდეს უმძიმეს ეკონომიკურ და ჯანდაცვის საფრთხეებს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიებთან მიმდინარე ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე შესვლისას განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 16:16

COVID19

ჯანმო: ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა.

პაატა იმნაძე

25 ნოემბერი 2020, 16:15

COVID19

პაატა იმნაძე კორონავირუსით რეინფიცირებაზე: წითელაც, რომელიც ძალიან ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, შეიძლება ვიღაცას მეორედ დაემართოს

რეინფიცირების შემთხვევა მსოფლიოში არის დადასტურებული, საბედნიეროდ, ეს არის გამონაკლისი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 16:05

COVID19

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.