imedi /  03 ივლისი 2019, 20:45 / სანდო წყარო

საქალაქო სასამართლომ დავით ხვადაგიანს ხულიგნობის ბრალდება მოუხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 ივნისის რუსთაველზე აქციაზე დაკავებულ ისტორიკოს დავით ხვადაგიანს, ხულიგნობის ნაწილში ბრალდება მოუხსნა, ხოლო დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო.  

imedinews-ის ინფორმაციით, ხვადაგიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი პოზიციის გამოთქმის საშუალება მიეცა და აქციაზე რაიმე დარღვევის ჩადენა კატეგორიულად უარყო. როგორც მან აღნიშნა, პოლიციას აქციის მიმდინარეობისას სთხოვდა, მისი დაკავებული ძმისთვის არაფერი დაეშავებინათ. 

„მე უბრალოდ ვითხოვდი, რომ არ მოეკლათ ჩემი ძმა, რომელსაც სცემდნენ. სხვა არაფერი არ ყოფილა ჩემი მხრიდან“, - განაცხადა ხვადაგიანმა. 

მოსამართლემ სამართალდამრღვევ პირთა წარმდგენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, დაინახა თუ არა რაიმე დარღვევა დავით ხვადაგიანის მხრიდან. შსს-ს წარმომადგენელმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ იქ არ ყოფილა და ხვადაგიანის ქმედებების შესახებ გადმოცემით იცის. 

ხვადაგიანის გარდა, დღეს სასამართლომ კიდევ 10-მდე პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა, რომლებიც 21 ივნისს დაიწყო და ადვოკატების შუამდგომლობების საფუძველზე გადაიდო. მათი ნაწილის შემთხვევაში საქმეები შეწყდა, ნაწილს კი სანქციად მოსამართლემ შენიშვნა გამოუცხადა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2020, 15:08

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სუპერმარკეტში ვიზიტი იქნება უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა

„დარწმუნებული ვარ იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე სუპერმარკეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:03

სპორტი

„ინდიანა პეისერსს“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

„ინდიანა პეისერსს“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე 45 წლის ნეიტ ბიორკგრენი დაინიშნა, რომელსაც აქამდე NBA-ში მხოლოდ ასისტენტად უმუშავია.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 14:59

საზოგადოება

პრემიერი: ეს არის საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ის ინოვაცია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელმაც ფუნდამენტური როლი უნდა შეასრულოს. განსაკუთრებით, ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ქუთაისის​საერთაშორისო უნივერსიტეტში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რაშიც ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გარკვეული პრობლემა გვქონდა. ეს არის საერთაშორისო დონის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 14:57

პოლიტიკა

პრემიერი: წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი

წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ვოლფგანგ ჰერმანი

21 ოქტომბერი 2020, 14:55

საზოგადოება

ვოლფგანგ ჰერმანი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს

ეს უნივერსიტეტი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველია, რომელიც საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა და პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 14:49

რეგიონი

ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, მიმდინარეობს სპეცოპერაცია

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, მათ მძევლები აიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

სალომე ზურაბიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 14:49

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, დღეს აქ იბადება ახალი საქართველო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროზე, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

21 ოქტომბერი 2020, 14:41

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასვა საქართველო მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე

სულ რამდენიმე წელიწადში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი. ამჟამად მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის აწყობა. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

21 ოქტომბერი 2020, 14:36

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის იდეისა და მისი განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 14:30

საზოგადოება

გიორგი გახარია: ეს ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტია, რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლებაა ყველაზე კარგი საფუძველი, რათა ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვოთ. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა, ეს არ იქნება ჩვენი თაობის მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

21 ოქტომბერი 2020, 14:23

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: დღეს ისტორიული დღეა, რადგან განხორციელდა ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ოცნება, რომ საქართველოს ჰქონოდა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი

„მსურს მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას. და რა თქმა უნდა, ქველმოქმედება და მეცენატობა ამ უნივერსიტეტის აშენებისთვის ეს არის მამულიშვილური საქმე. მე მსურს კიდევ ერთხელ, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 14:21

სამართალი

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვადაგასული ხორცის პროდუქტების შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად დაადგინეს, რომ „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსული 432 კილოგრამი შერეული დასახელების გაყინული ხორცის პროდუქტი ვადაგასული იყო და როგორც შეოსავლების სამსახური იუწყება ის არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

მარინა ენდელაძე

21 ოქტომბერი 2020, 14:18

COVID19

მარინა ენდელაძე: დაბალი სიცხეები განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ის კორონავირუსის ერთ-ერთი მახასიათებელია

„ვინც სახლში მკურნალობს, აუცილებელია იკვებოს სწორად, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, (მუდმივად წოლა არა), ძლიერი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, სასურველია დადებითი ემოციები, უნდა მოვარიდოთ ასეთი პაციენტები დამატებით სტრესს. მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე და ამ შემთხვევაში მათ გართულებების საფრთხე არ ემუქრებათ“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 14:14

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა, ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

ახალშობილი ჰაერის დაბინძურება

21 ოქტომბერი 2020, 14:04

ტექნოლოგიები

კვლევა: 2019 წელს ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ნახევარ მილიონამდე ახალშობილი დაიღუპა

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შარშან ჰაერის დაბინძურებამ მსოფლიოში 6,7 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ამ პრობლემის მოგვარებაში კი პროგრესი პრაქტიკულად ნულოვანია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებული ჰაერი კორონავირუსით დაავადების რისკს ზრდის.

წყალმომარაგება

21 ოქტომბერი 2020, 13:55

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადა ელექტრონული შესყიდვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (წინწყარო, გოლთეთი, ასურეთი, ხაიში, მაწევანი, დიდი და პატარა დურნუკი, ქოთიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი და შავსაყდარი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

განათლების სამინისტრო

21 ოქტომბერი 2020, 13:53

COVID19

განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში სკოლები დაუყოვნებლივ მოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში გადადიან განსაზღვრული პირები, იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ. ვისი გადასვლის საჭიროებაც აუცილებელი გახდება. სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ალექსანდრე თევზაძე

21 ოქტომბერი 2020, 13:44

საზოგადოება

ალექსანდრე თევზაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტები საერთაშორისო დონის განათლებას მიიღებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მივიღეთ ჯამში 246 წარჩინებული სტუდენტი. მათი შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესოა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

სოსო მანჯავიძე

21 ოქტომბერი 2020, 13:35

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: დავით გარეჯის საქმე ღალატის ქრესტომათიული შემთხვევაა, რომელიც მთლიანად ანგრევს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას

დავით გარეჯის საქმე ღალატის ქრესტომათიული შემთხვევაა და ის მთლიანად ანგრევს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას.

მარინა ენდელაძე

21 ოქტომბერი 2020, 13:33

COVID19

მარინა ენდელაძე: თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი - არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება. ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ეს ინფექცია თითქმის არ რთულდება“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.