01 ნოემბერი 2019, 17:37 / სანდო წყარო

დიდ დიღომში ძაღლები დახოცეს

დიდ დიღომში სამი ძაღლი დახოცილი იპოვეს. ძაღლებს ჭრილობები სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

ყველა სიახლე

05 აპრილი 2020, 12:46

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინა

პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისაღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზეოპერატიულად რეაგირებს.სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ.კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 12:43

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის კიდევ 52 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 822 შეადგინა. ვირუსმა სომხეთში უკვე 7 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 57 პაციენტი. 14 აპრილიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

ცარიელი დახლები

05 აპრილი 2020, 12:39

COVID19

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტების მიერ გავრცელებულ დასკვნაში.

სამების საკათედრო ტაძარი

05 აპრილი 2020, 12:33

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქი ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ ესწრება. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებიან. მრველს ქადაგებით არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიმართავს. Imedinews-ს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომ პატრიარქი წირვას სამშაბათს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს.

მედალფა ბათუმი

05 აპრილი 2020, 12:19

COVID19

აჭარაში საკარანტინო ვადის ბოლო დღეს 80 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარაში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დაუდგინდა 80 წლამდე ქალს, რომელიც ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან კონტაქტში ყოფნის გამო კარანტინში იმყოფებოდა. საკარანტინო ვადის ბოლო დღეს მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 11:50

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე, დანარჩენ ინფიცირებულებთან ვითარება სტაბილურია. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ორსული, რომელიც 23-ე კვირაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა, ასეთივე მდგომარეობაა 19 წლის ორსულთანაც.

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 11:35

COVID19

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს ნიუ ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი.

NBA

05 აპრილი 2020, 11:23

COVID19

NBA ნიუ-იორკის შტატს მილიონ სამედიცინო ნიღაბს გადასცემს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA), საკალათბურთო კლუბები „ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ბრუკლინ ნეთსი“ ნიუ-იორკში ჩინეთის გენერალურ კონსულთან, ჰუან პინთან ერთად შტატის სამედიცინო სამსახურებს მილიონ სამედიცინო ნიღაბს გადასცემს. ამის შესახებ Twitter-ზე შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო წერს.

შსს

05 აპრილი 2020, 11:10

COVID19

შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული ქვეყნის მასშტაბით სპეციალური ხსნარებით მუშავდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფები პერმანენტულ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოებს, მათ შორის, საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამუშაოები მასშტაბურია და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი

ზუგდიდი თავდაცვის ძალები

05 აპრილი 2020, 11:05

COVID19

თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ზუგდიდში შვიდ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 10:52

COVID19

ქუთაისის საავადმყოფოში შეიყვანეს 67 წლის კაცი, რომლის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც დადასტურებული კოვიდ 19 აქვს. 67 წლის კაცს გართულებული პნევმონია აქვს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ეტაპზე მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

საჩხერე

05 აპრილი 2020, 10:50

COVID19

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. მისივე თქმით, მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მარინა ეზუგბაია

05 აპრილი 2020, 10:34

COVID19

მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულებს დღეს ალბათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება

დიდი ალბათობით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

05 აპრილი 2020, 10:26

COVID19

ამერიკის საელჩო: ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ ყველაფერს

ამერიკის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. შესავამისი ტექსტი დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 10:26

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 მოქალაქე რჩება.

ბზობა

05 აპრილი 2020, 10:03

სამართალი

გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ჟან-პოლ მირა

05 აპრილი 2020, 09:58

COVID19

პარიზელმა ექიმმა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის აფრიკაში ტესტირების ინიციატივით გამოდიოდა, ბოდიში მოიხადა

პარიზელმა ექიმმა ჟან-პოლ მირამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აფრიკაში ტესტირების ინიციატივით გამოდიოდა, ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ექიმის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას მძლავრი კრიტიკა მოყვა.

მექსიკა ნარკოკარტელები

05 აპრილი 2020, 09:44

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელებს შორის ორმხრივ სროლას 19 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩიჰუაჰუას შტატის ქალაქ მადერაში ერთმანეთს ორი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ორმხრივი სროლის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა და 1 დაიჭრა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა.

ჟაირ ბოლსონარუ

05 აპრილი 2020, 09:24

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1222-ით გაიზარდა და 10 278-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კორონავირუსით დღემდე 432 ადამიანი გარდაიცვალა, მათი 81% 60 წელს გადაცილებულია, 79% კი რისკის ჯგუფებში შედიოდა.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 09:14

COVID19

დონალდ ტრამპი: უახლოეს კვირაში ძალიან ბევრი გარდაცვლილი გვეყოლება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირაში აშშ-ში კორონავირუსს ძალიან ბევრი მსხვერპლი მოყვება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „დიდი ალბათობით, ეს და მომდევნო კვირა ყველაზე რთული იქნება. გვეყოლება ძალიან ბევრი გარდაცვლილი. ამის თქმის საფუძველს ვირუსის მთავარ კერებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთებული პროგნოზები მაძლევს“, - განაცხადა ტრამპმა.