imedi /  20 დეკემბერი 2019, 18:59 / სანდო წყარო

ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულებრივი ქსელის წევრებს პატიმრობა მიესაჯათ

კიბერდანაშაული

საქართველოსა და აშშ-ის სამართალდაცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულებრივი ქსელის წევრებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის წევრ საქართველოს მოქალაქეებს ა.კ.-ს და მ.კ.-ს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 7 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქართველოს გენერალური პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელის საქართველოს მოქალაქე წევრების გამოსავლენად,  აშშ-ისა და ხუთი ევროპული ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ორ წელზე მეტი დასჭირდათ.

ქართველმა სამართალდამცავებმა, აშშ-ს კომპეტენტური ორგანოებიდან, 2017 წელს  მიიღეს შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესაძლო ჩართულობაზე იმ დანაშაულებრივ ქსელში, რომელიც  „გოზმინის“ სახელით ცნობილ მავნე პროგრამას იყენებდა და შედეგად, ასეულ მილიონობით  დოლარის ზიანი მიაყენა დაზარალებულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„იმის მიუხედავად, რომ საქართველო არ იყო დაზარალებული, ქვეყანამ იმთავითვე გამოხატა მზაობა მონაწილეობა მიეღო ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოძიებაში, წარმოეჩინა შესაძლებლობები და ღირსეული პარტნიორობა გაეწია აშშ-სა და სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოდან აშშ-ში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, რომელთა შესასრულებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელეს აშშ იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისმა, პენსილვანიის შტატის დასავლეთ ოლქის პროკურატურამ და გამოძიების ფედერალური ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისმა"-წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მათ მიერ მოწოდებულმა საგამოძიებო მასალებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს იმ წარმატებაში, რასაც ქართულმა მხარემ მიაღწია. შუამდგომლობების შესრულების პროცესში წამოჭრილი საკითხების განსახილველად ფართოდ იყო გამოყენებული ვიდეო და აუდიო კონფერენციების ფორმატი, რაშიც ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარა აშშ-ს საელჩო თბილისში.

„თუმცა, მონაწილე ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში ურთიერთობა საკმარისი არ აღმოჩნდა გამოძიების პროცესის დასაჩქარებლად.  დანაშაულებრივი ქსელის წევრები  ცხოვრობდნენ რუსეთში, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბულგარეთში. ამიტომ ყველა მონაწილე ქვეყნის კოორდინირებულად მოქმედებისთვის  საქმეში აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო ორგანიზაციები - ევროჯასტი და ევროპოლი, რომელთა ეგიდით არაერთი შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა ჰააგაში. აშშ-ს, საქართველოს, სხვა მონაწილე ქვეყნების, ევროჯასტის და ევროპოლის  თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი იქნა უპრეცედენტო ძალისხმევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მტკიცებულებების ურთიერთგაზიარება და სხვადასხვა ქვეყნებში დანაშაულებრივი ქსელის წევრების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. 2019 წლის 8 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა საქართველოს ორი მოქალაქე, კერძოდ გოზნიმის დანაშაულებრივი ქსელის ერთ-ერთი ლიდერი ა.კ. (იგივე  “none_1”), და მისი მთავარი ტექნიკური ასისტენტი მ.კ. (იგივე “phant0m).” იმავე დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ორივე მოქალაქეს წარუდგინა ბრალდება ამერიკული კომპანიების მიმართ ჩადენილი  დანაშაულებისთვის, კერძოდ:კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შენახვა, კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;  ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. გოზნიმის ბულგარელი წევრის მიმართ, რომელიც ექსტრადირებულ იქნა აშშ-ში, სისხლისსამართლებრივი დევნა  განახორციელა პენსილვანიის შტატის დასავლეთ ოლქის პროკურატურამ. ამ თემასთან დაკავშირებით, პენსილვანიის დასავლეთ ოლქის პროკურატურამ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ პიტსბურგში მიმდინარე ხანგრძლივი სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად, გოზნიმის ბულგარელი წევრი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მას დაენიშნა სასჯელი. 2019 წლის 11 დეკემბერს  დასრულდა საქმის სასამართლო განხილვა საქართველოშიც. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ა.კ. (იგივე  “none_1)” და  მ.კ.( იგივე “phant0m)” დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდების ყველა პუნქტში. ა.კ.-ს (იგივე “phant0m)”  მიესაჯა 7  წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო   მ.კ.-ს (იგივე  “none_1”), გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად"- ახადებენ პროკურატურაში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 21:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც დემოკრატიულ პროცესში თანამონაწილეობის სტანდარტი დავნერგოთ

თუკი სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ, და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ოდესმე ვიქნებით ოპოზიციაში და დემოკრატიულ პროცესში თანამონაწილეობის სტანდარტს დავნერგავთ არა მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიციიდან, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც. დღეს ეს ოპოზიციამ ვერ შეძლო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

15 იანვარი 2021, 20:56

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 280 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 280 ადამიანი გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 20:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შერჩევაზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა, შემადგენლობა მშვიდ ვითარებაში შევარჩიეთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შერჩევაზე ბევრი სპეკულაცია და ვერსიაა. ამ საკითხებზე ყრილობამდე არცერთი პარტია არ საუბრობს და ამიტომ ჩვენთვის გარკვეული უხერხულობაა, რომ მედიის კითხვებს ვერ ვუპასუხეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 იანვარი 2021, 20:52

მსოფლიო

აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა

აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 20:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც დარწმუნდა, რომ შექმნა გამოცდილი გუნდი

როდესაც ივანიშვილი დარწმუნდა, რომ მან შექმნა დემოკრატიული სისტემა, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მან ნახა, რომ რისკები იყო მინიმალური, და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა პარტია და პოლიტიკა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 20:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას წარმატებით გააგრძელებს

არ ვიქნები ძალიან ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის ძალიან დიდი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის. მისი ლიდერობა და პოლიტიკურ პროცესებში მისი მონაწილეობა ჩვენთვის სერიოზული ფორა იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 იანვარი 2021, 20:33

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ინსტრუმენტებით ოპოზიცია ახდენს ზეწოლას იმ ნაწილზე, ვინც იხრება იმისკენ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ზეწოლისგან განთავისუფლდება და ისინი დემოკრატიის მხარეს დადგებიან.

არჩილ თალაკვაძე

15 იანვარი 2021, 20:31

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება არ დაუტოვებს გასაქანს ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორებიც ვნახეთ სოფელ ბუკნარში

ხელისუფლება არ დაუტოვებს გასაქანს ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორებიც ვნახეთ ამ დღეებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

15 იანვარი 2021, 20:30

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობა კანონს ამზადებს, რომელიც კონტენტის წაშლასა და ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების უფლებამოსილებას შეზღუდავს

პოლონეთის მთავრობა ახალ კანონს ამზადებს, რომელიც კონტენტის წაშლასა და ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების უფლებამოსილებას შეზღუდავს. კანონპროექტის თანახმად, სოციალურ ქსელებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, თუ პუბლიკაცია პოლონეთის კანონმდებლობას დაარღვევს.

ზაალ უდუმაშვილი

15 იანვარი 2021, 20:28

რეგიონი

ზაალ უდუმაშვილი ბუკნარის ინციდენტზე: სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მოვალეობა და მისი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული. ამის შესახებ მან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ტარიელ ნაკაიძე

15 იანვარი 2021, 20:24

რეგიონი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ტარიელ ნაკაიძე სოფელ ბუკნარში მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს

სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები დაუახლოვდნენ ერთმანეთს და პრობლემა ამოწურულია, თუმცა ხელისუფლებამ და სახელმწიფომ უნდა გაიაზრონ, რა არის საჭირო მსგავსი პრობლემების აღსაქმელად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

15 იანვარი 2021, 20:05

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთების სინდრომი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ​ანთებითი სინდრომის შემთხვევებზე ილაპარაკა. მისი თქმით, მულტისისტემური ანთების სინდრომის ძირითადი ნიშანია მაღალი ცხელება და მასთან ერთად, ჩართული უნდა იყოს ორზე მეტი ორგანო.

განმუხური-დარჩელის ხიდი

15 იანვარი 2021, 19:55

რეგიონი

განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი 150-მეტრიანი ხიდი შენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

15 იანვარი 2021, 19:50

COVID19

რუსეთში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყება

რუსეთში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

15 იანვარი 2021, 19:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო 2020 წლის სექტემბერში „კოვაქს“ პლატფორმაზე გაწევრიანდა, რომელიც ქვეყანას გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინის მიღების საშუალებას აძლევს.

ეკატერინე ტიკარაძე

15 იანვარი 2021, 19:43

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინისთვის საქართველოს დამატებითი მაცივრების შეძენა არ სჭირდება

ვაქცინის შესანახად საქართველოში დამატებითი მაცივრების ყიდვის საჭიროება არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო COVAX-პლატფორმიდან ელოდება პასუხს, სადაც მითითებული იქნება ზუსტი დრო, როდის ჩამოვა ქვეყანაში ვაქცინა.

ეკატერინე ტიკარაძე

15 იანვარი 2021, 19:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ზუსტად ვიცი, რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და აცრას აუცილებლად გავიკეთებ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ COVID19-ის პრევენციისთვის აცრას აუცილებლად გაიკეთებს. მან ამ საკითხზე „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა. „რა თქმა უნდა ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება. არ ვისარგებლებ პრიორიტეტით. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

თეა წულუკიანი

15 იანვარი 2021, 19:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მე არანაირად არ მიშლის ხელს მუშაობაში ის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში არ ბრძანდება

მე არავითარ შემთხვევაში ხელს არ მიშლის მუშაობაში ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც გახდა დეპუტატი პარლამენტში არ ბრძანდება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ბობი უაინი

15 იანვარი 2021, 19:16

მსოფლიო

უგანდაში სამხედროები პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სახლში შეიჭრნენ

უგანდაში სამხედროები პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სახლში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შესახებ თავად ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ბობი უაინმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

15 იანვარი 2021, 19:11

რეგიონი

თეა წულუკიანი: ვეწვიეთ გელათს, რათა ჩვენი თვალით გვენახა, თუ რა ხარვეზები იყო დაშვებული ჩატარებული სამუშაოების დროს

ჩვენ ვეწვიეთ გელათს, რათა ჩვენი თვალით გვენახა, თუ რა ხარვეზები არსებობს ჩატარებული სამუშაოებისას, მოგვესმინა იმ კერძო კომპანიისთვის, რომელიც სრულად სავარაუდოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას - თუ რა ტიპის ძეგლთან აქვს საქმე, და დაგვესახა გზები სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით, თუ რა შეიძლება იყოს ხარვეზების აღმოფხვრის გრძელვადიანი გზა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.