imedi /  24 იანვარი 2020, 18:41 / სანდო წყარო

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“  საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

სარჩელი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში დღეს შეიტანა. სადავოა 256-ე მუხლი. ჯაფარიძის თქმით, სადავო ნორმა არის არაადამიანური და ის კონსტიტუციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგება.

„ჭიათურიდან, სოფელ ფარცხიდან ავთანდილ მეტრეველს კანაფის მოყვანისთვის ემუქრება 6 წლიანი ციხე. მოსამართლე არის ზურაბ ბალავაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ ჩემს თვალწინ ადამიანი იგივე ქმედებისთვის 6 წლით გაუშვა ციხეში. ეს სასჯელი არის სრული სიგიჟე, ჯოჯოხეთი, რომელშიც ვცხოვრობთ. ადამიანებს უშვებენ ციხეში მცენარისთვის, რომლის მოხმარება არის ლეგალური, ეს დაახლოებით იგივეა, მოიყვანო კიტრი და ამისთვის გაგიშვან 6 წლით ციხეში"-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ყველა სიახლე

Google

07 აპრილი 2020, 20:02

ტექნოლოგიები

Google-მა აკრძალა შეთქმულების თეორიის შემცველი რეკლამები, რომლებიც კორონავირუსს ტექნოლოგია 5G-ს უკავშირებს

კომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდ ბრიტანეთში სულ მცირე 20 სატელეფონო ანძას ცეცხლი წაუკიდეს. ეს თეორიის გავრცელების შემდეგ მოხდა.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2020, 19:57

COVID19

დონალდ ტრამპი: მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ძირითადად აშშ აფინანსებს, იგი ჩინეთზეა ძალიან ორიენტირებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად აშშ-ის მიერ ფინანსდება.

ზაალ მიქელაძე

07 აპრილი 2020, 19:49

COVID19

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დღის განმავლობაში 47 ტესტია აღებული, აქედან 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დანარჩენი 27 ანალიზის პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. გამოსაკვლევ ანალიზებს შორისაა 14 მოქალაქის ტესტიც, რომლებსაც ახლო კავშირი ჰქონდათ ბათუმში ინფიცირებულ 60 წლის ქალთან. მას ვირუსი დღეს დაუდასტურდა და ინფიცირების წყაროც უცნობია.

07 აპრილი 2020, 19:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ე.წ. მთავარმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთმა და აზერბაიჯანმა მასობრივი ტესტირებით ჩვენზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწიეს

ბევრ ტესტში საქმე არ არის, საქმე სწორად დაგეგმილ ტესტირებაშია და ტესტირება ჩაუტარო იმას, ვისთანაც ეს ეფექტურია, ვისთანაც ეს საჭიროა და არა ხალხის მოსაჩვენებლად მოაწყო მასობრივი ტესტირება, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ლალი დარახველიძე

07 აპრილი 2020, 19:21

COVID19

ზუგდიდში გადაყვანილი ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ახალი პაციენტი 6 თვის ორსულია. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. „ჩივილები აქვს სუფებრილურ ტემპერატურაზე, ყელის და თავის ტკივილზე. ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის 3 საათია გაგზავნილია, ველოდებით პასუხებს. ჩვენს კლინიკაში ყველა ცალ-ცალკე ბოქსში წევს. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. თუ ორსულ ქალს დაუდასტურდა, მას თბილისში გადავიყვანთ, თუმცა იმედი გვაქვს არ დაუდასტურდება“, - განაცხადა დარახველიძემ. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული ქალია დრეს გადაიყვანეს. პაციენტს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 19:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: 72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა არ მინახავს

„ეკონომიკური კრიზისი რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მე ისეთ აღმაფრენას ვხედავ თქვენში, ადამიანებში, მასმედიაში, ქართულ საზოგადოებაში, მე ასეთი სოლიდარობა 72 წლის ვარ და ჯერ საქართველოში არ მინახავს. ძალიან მინდა ეს სოლიდარობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ტედ კრუზი

07 აპრილი 2020, 19:09

COVID19

ამერიკელი სენატორები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ

ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მორჩილებაში ადანაშაულებენ, ტედ კრუზიც შეუერთდა. „მთელი პანდემიის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნებას ემორჩილება. ორგანიზაციამ დაკარგა ნდობა, რომელიც საჭიროა ეფექტური მუშაობისთვის“, - წერს სენატორი Twitter-ის გვერდზე. მანამდე Fox News-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიაზე ჩინელი კომუნისტების პასუხისმგებლობის შერბილებას ცდილობს. არიზონელმა სენატორმა მარტა მიკსალომ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადან გერბეისუსი მსოფლიოს მოტყუებაში დაადანაშაულა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-სა და 2 ათასს შორის იქნება

ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს, ან იქნება ათასსა და 2 ათასს შორის, მაშინ როდესაც სხვა ჩვენზე პატარა სახელმწიფოებშიც ეს რიცხვი 20-30 ათასზე მეტია, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი ვარაუდით, საქართველოში პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება და ეს მდორე პიკი იქნება.

07 აპრილი 2020, 19:02

COVID19

ისრაელის მოქალაქეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება

ისრაელის მცხოვრებლებს მთავრობა პირბადეების ტარებას ავალდებულებს. შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა. როგორც უწყება განმარტავს, ნიღბები დაინფიცირების რისკს ამცირებს, რის გამოც მათი ტარება აუცილებელია. გამონაკლისი მხოლოდ 6 წლამდე ბავშვებისთვის, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისა და იმ მოქალაქეებისთვის დაიშვება, რომლებსაც პირბადეების ტარება ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის. ნიღბების ტარება არ იქნება სავალდებულო იმ პირებისთვისაც, ვინც სატრანსპორტო საშუალებაში, შენობაში ან ოთახში მარტო ან ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება. ნიღბების ტარება სავალდებულო არ იქნება ტელე ან რადიო გადაცემების მონაწილეებისთვისაც, რომლებსაც პირბადე საუბარში შეუშლის ხელს, თუმცა მათ ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ. ახალი რეგულაცია ძალაში 12 აპრილიდან შევა.

სტეფანი გრიშემი

07 აპრილი 2020, 19:01

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა თანამდებობა დატოვა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, იგი კვლავ გაუძღვება აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის აპარატს.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:01

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არც ერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არც ერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 18:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მეოთხეული გადაცემის საწყისად მარნეულის შემთხვევა ითვლება

საქართველოში მეოთხეული გადაცემის საწყისად მარნეულის შემთხვევა ითვლება. შეიძლება ეს მანამდეც იყო სადღაც, მაგრამ ოფიცილურად მანიფესტაცია ამისი მოხდა მარნეულის შემთხვევით, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ზვიად შალამბერიძე

07 აპრილი 2020, 18:45

COVID19

ზვიად შალამბერიძე: იმერეთის რეგიონში არსებულ დიდ საწარმოებს ფუნქციონირება არც ერთი დღით არ შეუწყვეტიათ

იმერეთის რეგიონში არსებულ დიდ საწარმოებს ფუნქციონირება არც ერთი დღით არ შეუწყვეტიათ, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის. შალამბერიძემ აღნიშნა, რომ პირადად იმყოფებოდა „ჯორჯიან მანგანეზში“ და სხვა საწარმოებში, რათა გაეკონტროლებინათ, რამდენად დაცულია დასაქმებულთა სამუშაო პირობები, მათი ჯანმრთელობა, რათა არ მოხდეს კორონავირუსით ინფიცირება.

ილია მეორე

07 აპრილი 2020, 18:43

საზოგადოება

ილია მეორე: ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 18:36

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სტატისტიკის მხრივ ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა ევროპაში მხოლოდ ლიხტენშტაინში, მონაკოსა და ვატიკანშია

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობისა და გარდაცვალების სტატისტიკის მხრივ საქართველო ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილი უკავია. ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა მხოლოდ ისეთ ჯუჯა-სახელმწიფოებშია, როგორებიცაა ლიხტენშტაინი, მონაკო და ვატიკანი, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

07 აპრილი 2020, 18:36

COVID19

ქართველი ექიმი ნიუ-იორკში: ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს და მეცნიერებას

„დამერწმუნეთ, ის, რასაც ახლა გააკეთებს ხალხი, მომდევნო თვის განმავლობაში გადაწყვეტს სიცოცხლისა და სიკვდილის ბედს ძალიან ბევრი ადამიანისთვის. როგორც ექიმი ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველაფერს, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ, ემოციურ კომფორტს უქმნის, არის ეს რელიგია, იოგა, ვიტამინები, ყველაფერს ძალიან დიდი პატივს ვცემ. მაგრამ ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს, როცა უნდა მოვუსმინოთ მეცნიერებას. ტრამპმა არ მოუსმინა ექიმებს, არ მოუსმინა მეცნიერებას და რა მდგომარეობაშიც ვართ ყველამ კარგად იცის. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში“, - ამბობს ჩხიკვაძე.

07 აპრილი 2020, 18:34

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 368 449ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 11 008 კი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო

07 აპრილი 2020, 18:22

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი მესამე პაციენტი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.