imedi /  08 თებერვალი 2020, 08:47 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძემ ყველას აჩვენა, რომ თანამდებობა მისთვის არაა მთავარი

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

როდესაც საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდათ პროკურატურასთან და პირადად ირაკლი შოთაძესთან, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და თანამდებობას ჩამოშორდა. მან, როგორც პროკურორმა, მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის არ არის მთავარი სკამი და თანამდებობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიდოში პროკურატურამ ეფექტურად ჩაატარა გამოძიება არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის არის ორგანიზებული, ტრანსნაციონალური დანაშაული, ნარკოტრაფიკინგი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევები, რასაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მოჰყვა. როგორც კი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდათ პროკურატურასთან და პირადად ირაკლი შოთაძესთან, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და თანამდებობას ჩამოშორდა. მან, როგორც პროკურორმა, მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის არ არის მთავარი სკამი და თანამდებობა. მთავარია მორალური პრინციპები და მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

მისი წასვლის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა. შოთაძე აღარ იყო ჩართული ამ პროცესში და გამოძიებამ საბოლოოდ შედეგები გამოკვეთა, პასუხისგებაში მიეცნენ სხვა ადამიანებიც. დღეს მეტწილად, როგორც დაზარალებულთა განცხადებებიდან იკვეთება, ამ საქმეზე კითხვები არის მოხსნილი. შესაბამისად, როდესაც საპროკურორო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონმდებლობის თანახმად განიხილავს ამ კანდიდატურას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

7 თებერვალს საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია და მის კანდიდატურას განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნის.

გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

გენერალური პროკურორობის კანდიდატების სიის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

საქართველო დიდი ბრიტანეთ დროშები

24 სექტემბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს

ორი ქვეყნის პარლამენტარები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 15:24

სამართალი

იაკობ ბრეგვაძემ სასამართლო პროცესზე კონკრეტული პირები ვერ ამოიცნო, თუმცა ჩხუბის მონაწილეთა რაოდენობა დაასახელა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა.

24 სექტემბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები გაიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

კარლ ჰარცელი

24 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს

„გასულ წელს 40%-ით გაიზარდა საკონტეინტერო თვირბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებული ყოფილიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპის გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც აძლევს.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს და აზერბაიჯანს, აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 სექტემბერი 2020, 15:03

სპორტი

„ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება

ბუნდესლიგის სამ კლუბს, „ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება. გერმანიის საფეხბურთო კავშირის კონტროლის კომიტეტმა გამოაქვეყნა „ბაიერნი“ - „შალკეს“ შეხვედრის დროს ტრიბუნაზე მჯდომი სათადარიგო ფეხბურთელების ფოტოები, რომელთაც არც პირბადე ეკეთათ და არც 1.5-მეტრიანი დისტანცია იყო დაცული.

24 სექტემბერი 2020, 14:54

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.

24 სექტემბერი 2020, 14:52

რეგიონი

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

იუსტიციის სახლი

24 სექტემბერი 2020, 14:48

COVID19

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში გამოკვლეულთაგან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში 538 გამოკვლეულიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 დღის განმავლობაში სრულად აღებულია 754 ნიმუში.

ტოჩინოშინი

24 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

ტოჩინოშინი მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა

ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა. ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 32 წლის ქართველ სუმოისტს დარჩენილი სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება სჭირდება.

24 სექტემბერი 2020, 14:26

საზოგადოება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლების დისტანციური რეჟიმი იმოქმედებს

უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლემა განაცხადა. მისივე თქმით, ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, სწავლების არადისტანციურად განახლების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ცხადია, აჭარაშიც, ის ყველა საფეხურზე დისტანციურია. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციური სწავლების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეგან მარკლის ფანი არ ვარ - ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჰარის, რადგან მას ეს დასჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული

ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე ​სპეცმასწავლებელთან შეხვედრას შეძლებენ

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან და ესეც ნებადართული არის უკვე პირველი ოქტომბრიდან ყველა სკოლაში აჭარის გარდა“, - განმარტა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ბათუმში ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ბათუმში, ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კორონავირუსი

24 სექტემბერი 2020, 14:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:01

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი გაიზარდა

„ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს დაბეჯითებით ვამბობ, რომ ეს პროცესი სრულად მართვადია. ეს ზრდა არის ძირითადად აჭარის ხარჯზე, თუმცა სხვა რეგიონებშიც აღინიშნება ზრდა და ეს ასე იქნებოდა სექტემბერში. მოსალოდნელია კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, გადასულია ინფექციის მართვის უკვე სხვა პრინციპზე - არა მხოლოდ ჩაკეტვები და განსაკუთრებულად გამკაცრებული ღონისძიებები, არამედ ბალანსირებული მიდგომა, როდესაც ჩვენ თანდათან ეკონომიკას ხსნის ყველა სახელმწიფო, მაგრამ ამავდროულად ბალანსია ჯანდაცვის სექტორსა და ეკონომიკას შორის, რომ ჯანდაცვის სისტემა დროულად პასუხობს ახალ ინფიცირებულებს და შესაბამისად მათ მართავს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 სექტემბერი 2020, 13:55

საზოგადოება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.