07 თებერვალი 2020, 10:16 / სანდო წყარო

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 1 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ფოთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 26 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და 5 შეკვრა „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას

ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან საყურადღებოა რაც ხდება, ხდება, მაგრამ ეს არ არის შემთხვევათა დრამატული ზრდა, რომ პანიკა შეიქმნას ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: როცა ვაქცინა დაშვებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, შესაბამისი მარაგი უნდა შეიქმნას

„ბევრი კომპანია მუშაობს ისეთ ვაქცინაზე, რომელიც ე.წ. „შპრიცდოზაში“ იქნება და მას არ სჭირდება არავითარი შპრიცი და ნემსი. როცა მოახლოვდება ის დრო, როცა ვაქცინა დაშვებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, რა თქმა უნდა, იქამდე დიდი ხნის ადრე გვეცოდინება, ეს ვაქცინა ჩამოსხმული იქნება ფლაკონებში, ე.წ. „შპრიცდოზებში“ თუ სხვა და შესაბამისი მარაგი უნდა შეიქმნას“.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის

არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „აჭარაში ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, მთლიანად ჯანდადცვის სისტემამ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უკვე აქტიურად ჩაერთო. კერძოდ, ეს პროცესი უკვე ეტაპობრივად ხორციელდება ქუთაისში, ბათუმში, თუმცა იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში.

ტესტები

28 სექტემბერი 2020, 12:23

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მარაგში ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი აქვს

„ამის წარმოება უკვე საქართველოშიც გახლავთ, ამიტომ კლინიკებს ის რა თქმა უნდა აქვთ და ასევე სტრატეგიულ მარაგში, მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს. ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაახლოებით ნახევარი მილიონი PCR-ტესტის მარაგი ამჟამად გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:21

COVID19

ამირან გამყრელიძე: სლოგანი, „დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ

„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:20

COVID19

ამირან გამყრელიძე: შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორის ყოველდღიურად

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიური შემთხვევების ზრდა იქნება, თუმცა მთავარია, რომ ამ ეტაპე სისტემა მას მართავს და ეპიდსიტიაცია რჩება კონტროლირებადი. „შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორისაც შეიძლება, მაგრამ 72% ჯერჯერობით მოდის აჭარაზე. ამიტომ მთელი ყურადღება მიმართულია აჭარისკენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

28 სექტემბერი 2020, 12:15

თემა

ვის მოსწონს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და ვის - არა? დასრულდა თუ არა საოფისე ეკონომიკის ეპოქა?

ახალმა კორონავირუსმა საოფისე ეკონომიკაში რევოლუცია მოახდინა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი მუშაობს სახლიდან, არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არც კაფეებში სადილობს. ამ თემაზე ბევრს კამათობენ. ზოგს ხმაურიანი ბიზნესცენტრები, პირადი კონტაქტები და საქმიანი სადილები ენატრება. სხვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და კოლეგებთან შეხვედრის გახსენებაზე ცივი ოფლი ასხამთ. ნაწილი კი დისტანციური მუშაობის რეჟიმის პირობებშიც კი ცოცხალ კონტაქტებს ეფექტიანად ინარჩუნებს. თუ როგორ დასრულდება საოფისე ეკონომიკის ისტორიაში უდიდესი ექსპერიმენტი, მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა სანამ ეს მოხდება, BBC ოფისებში დაბრუნების მომხრეებისა და მათი ოპონენტების ძირითად არგუმენტებს გვაცნობს.

28 სექტემბერი 2020, 12:10

თავდაცვა

თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციითლ, დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

რა შემთხვევაში ჩაითვლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელებულად - ჯანდაცვის სამინისტრო გაიდლაინს ცვლის

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე“, - განაცხადა გაბუნიამ.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 12:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არა მგონია, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდეს, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მეგობრულ გადაცემას ექნება ადგილი.

28 სექტემბერი 2020, 12:02

საზოგადოება

აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდა აჭარისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: 27 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 775 საწოლია თავისუფალი

„დანარჩენი საწოლები დაკავებულია ნაწილი კოვიდპაციენტების მიერ და ნაწილი მათზე, ვინც შეფასების ეტაპზე იმყოფება, უფრო მეტი დატვირთვა არის აჭარაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: დღეისთვის ბინაზე 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს

დღეისთვის ბინაზე მკურნალობას 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში ბინაზე 600 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი თბილისსა და იმერეთში.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ, თუმცა ეს არ ეხება აჭარას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვებმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ, ეს სრულად უზრუნველყოფილი იქნება.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

აჭარის გარდა, საქართველოს ყველა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელში 19 ოქტომბრიდან სწავლა აუდიტორიებში განახლდება

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, აუდიტოებში ანაახლებენ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 11:56

COVID19

თამარ გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია, ანუ პრაქტიკულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ და რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხდა გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 11:47

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 159 573-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 61 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 385-ს აღწევს. ამასთან, 909,357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

28 სექტემბერი 2020, 11:39

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 14 არასრულწლოვანი რეპეტიტორისგან დაინფიცირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთვევევა გამოვლინდა, მათგან 14 არასრულწლოვანია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, მათგან 20 ნიმუშის პასუხი დადებითია. ახალი შემთხვევებიდან 14 არასრულწლოვანია. მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია.

ილჰამ ალიევი

28 სექტემბერი 2020, 11:37

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პრეზიდენტის განკარგულებით თანახმად, მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურმა სამხედროების გაწვევა დამტკიცებული გეგმის მიხედვით უნდა უზრუნველყოს.

28 სექტემბერი 2020, 11:36

რეგიონი

შატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ31-კმ51) რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა მდ. არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ „კორშა“-ს შესასვლელემდე. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.