05 თებერვალი 2020, 14:55 / სანდო წყარო

გელა ჩივაძე: ოჯახური ძალადობის ყველა ფაქტზე საქმე არ უნდა აღვძრათ

გელა ჩივაძე

გელა ჩივაძე

დღეს საპროკურორო საბჭოს კითხვებს დილიდან გელა ჩივაძე პასუხობდა.

პროკურორობის კანდიდატმა ისაუბრა, თუ როგორ აპირებს გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში  უწყებაში რეფორმების გატარებას.

გელა ჩივაძეს დღეს საბჭოს წევრებმა კითხვები კონკრეტული მაგალითების შესახებ  დაუსვეს.

"ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი თავიდან ექვსი თვის ვადით, ხოლო დამცავი ორდერი ერთი წლის ვადით უნდა გაიცემოდეს. ყველა ფაქტზე საქმე არ უნდა აღიძრას. თუ ოჯახური ძალადობის დროს არ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118 და 120-ე მუხლები, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არ უნდა აღვძრათ", - აღნიშნა გელა ჩივაძემ საპროკურორო საბჭოში მოსმენის დროს.

კითხვაზე, თუ რა იქნება მისი პირველი გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის რანგში, ჩივაძემ განცხადა, რომ ის იმ გახმაურებული საქმეებით დაკავდება, რომელიც დღეს საზოგადოებას აინტერესებს.

ყველა სიახლე

პატრიკ ვოლანსი

21 სექტემბერი 2020, 15:47

COVID19

პატრიკ ვოლანსი: ზომების მიღების გარეშე ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდება

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩევლის, პატრიკ ვოლანსის განცხადებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირებაა მოსალოდნელი.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

21 სექტემბერი 2020, 15:47

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროკავშირს ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

„ევროკავშირის ლიდერებს აქვთ მიზეზები არ დააწესონ სანქციები, მაგრამ მე ვთხოვ მათ უფრო მამაცები იყვნენ. სანქციები მნიშვნელოვანია ჩვენს ბრძოლაში, რადგან ეს იმ წნეხის ნაწილია, რომელსაც შეუძლია ე.წ. მთავრობას ოპოზიციურ საბჭოსთან დიალოგის დაწყება აიძულოს“, - განუცხადა ტიხანოვსკაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა კვლევების გაყალბებითაა დაკავებული

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:43

საზოგადოება

კახა კალაძე მეუფეებზე: ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათაც აქვთ საკუთარი ხედვა

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამ თუ იმ საკითხზე, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა,- განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ დაესწრო „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებას რამდენიმე მეუფე.

გიგი უგულავა

21 სექტემბერი 2020, 15:39

პოლიტიკა

გიგი უგულავა: სამწუხაროდ ერთი კვირაც ვერ გაძლო სააკაშვილმა, თავისი რეალური სურვილი რომ არ გამოეჩინა

„სამწუხაროდ ის რასაც სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს არის წარსული. სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად 2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება წარსულის შეთავაზებაა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს ისე, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 15:29

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ,,ქართულმა ოცნებამ" რეალური ძალაუფლება ხალხს დაუბრუნა

ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერეში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 15:24

COVID19

ლევან რატიანი: კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება

კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული, მაგრამ მას არ ჰქონდეს ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი.

21 სექტემბერი 2020, 15:15

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 15:04

რეგიონი

გიორგი გახარია: საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, თუ როგორი საქართველო გვინდა დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია

„დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის“.

ბელარუსი აქცია დაკავება

21 სექტემბერი 2020, 15:00

მსოფლიო

ბელარუსის შსს: კვირას საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 442 ადამიანი დააკავა

პოლიციაში აცხადებენ, რომ 20 სექტემბერს ქვეყანაში 24 დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 20 ათასმა ადამიანმა მიიღო. ყველაზე ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში, მინსკში გაიმართა და მას 18 ათასი ადამიანი დაესწრო.

უილიამ ბარი

21 სექტემბერი 2020, 14:56

მსოფლიო

New York Post: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქ ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქ ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს.

21 სექტემბერი 2020, 14:54

რეგიონი

ალექსადრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიამ ახალგაზრდებს, მარტვილის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი დაბრუნება რეგიონში, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა

„ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება - ჩვენი ამოცანაა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმით, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდით, შევძლოთ ახალი თაობისთვის უკეთესი განათლების უზრუნველყოფა, შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი სახელმწიფო და მეტი კეთილდღეობა თქვენს სახლებში“.

სალომე სამადაშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თუ მართლაც სურთ ივანიშვილის მმართველობის დასრულება. შესაბამისად მივმართავთ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს პარტიას. რაც შეეხება საბილოოდ მთავრობის ფორმირებას ამას გადაწყვეტს არჩევნების შედეგების“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ნინო ბურჯანაძე

21 სექტემბერი 2020, 14:35

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას კოალიციურ მთავრობაზე „სამწუხაროს“ უწოდებს

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ მისი პარტია იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი იმ ბრძოლისა, რომლითაც მოვიპოვეთ კოალიციის შესაძლებლობა. მთელი ოპოზიცია ვლაპარაკობთ, რომ რეალური გადარჩენა მრავალპარტიული კოალიცია და როცა ერთ-ერთი წამყვანი ძალის ლიდერი ლაპარაკობს ორპოლუსიანობაზე ეს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

21 სექტემბერი 2020, 14:35

COVID19

ზუგდიდში მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება

„ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს ჩავუტარეთ. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება გვექნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ჰაიკო მაასი

21 სექტემბერი 2020, 14:30

მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ევროკავშირმა ლუკაშენკოს სასანქციო სიაში ჩასმის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სასანქციო სიაში ჩასმის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს.

21 სექტემბერი 2020, 14:26

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო, ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით - „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა. შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა.

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: როგორც ჩანს, ჩვენმა მოსახლეობამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია ამ არჩევნებზე ოპოზიციიდანაც გაუშვა

„ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებენ იმ ამოცანებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა და სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვა. საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აქვს ერთი არჩევანი. ეს არის პროგრესული მომავალი, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე და უფრო მეტი სიახლოვე ნატოსთან და ევროკავშირთან. ამ კურსზე, ამ გეზზე პასუხისმგებლობას იღებს სრულიად „ქართული ოცნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.