05 თებერვალი 2020, 10:45 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე შეხვდნენ. მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქართველმა სამართალდამცველებმა თურქ კოლეგებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინაღმდეგ მიღწეული შედეგები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ. სტუმრებმა დეპარტამენტის ახალი შენობა და ლაბორატორიები დაათვალიერეს.

ყველა სიახლე

ჯეიჰუნ ბაირამოვი

23 სექტემბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ზურაბ ჯაფარიძე

23 სექტემბერი 2020, 19:37

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მევახშეობა არის ფულის გასესხება პროცენტზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას აკეთებს კარგად შეფუთული საბანკო ოფისი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კერძო პირი

მისი თქმით, მევახშეობა არის ფულის გასესხება პროცენტზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას აკეთებს კარგად შეფუთული და კარგად გარემონტებული საბანკო ოფისი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კერძო პირი. „მევახშეობა არის მევახშეობა, მთელი ცხოვრება რითიც იყო დაკავებული ბატონი ხაზარაძე. ბანკის საქმე არის მევახშეობა, ანუ ფულით ფულის კეთება”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

თამარ გაბუნია

23 სექტემბერი 2020, 19:33

COVID19

თამარ გაბუნია: საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის

ცნობილია, რომ კოვიდის შემთხვევაში ჰოსპიტალური მოვლა სჭირდება 20$-ს, ჩვენი გამოცდილებაც ამას მიუთითებს. დანარჩენის მართვა შესაძლებელია ჰოსპიტალს გარეთ. ამის რესურსი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. დღეს მობილიზებულია 3000-მდე საწოლი და ნახევარზე ნაკლები არის დატვირთული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჭარაში ჟურნალისტებს განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის.

კახა კუკავა

23 სექტემბერი 2020, 19:32

პოლიტიკა

კახა კუკავა: ხაზარაძე ლაპარაკობს საკრედიტო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციაზე, გიგა ბოკერია ადამიანის უფლებებზე და ალბათ, კახა ოქრიაშვილი მალე დაიწყებს საუბარს წამლის ფასების შემცირებაზე

ხაზარაძე ლაპარაკობს საკრედიტო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციაზე, გიგა ბოკერია ადამიანის უფლებებზე და ალბათ, კახა ოქრიაშვილი მალე დაიწყებს საუბარს წამლის ფასების შემცირებაზე, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძე ინიციატივას კერძო იპოთეკარების აკრძალვაზე. მისი თქმით, ეს საარჩევნო კამპანია კი არ შექსპირის 66-ე სონეტაა, სადაც ყველაფერი გადაბრუნებულია და ყველაფერი უკუღმა ხდება ამ ქვეყანაში.

23 სექტემბერი 2020, 19:26

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 1-ლი მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თამარ გაბუნია

23 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

თამარ გაბუნია: შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი

შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი, რაც პროგნოზულად კეთილსაიმედოა, რადგან ლოკალიზებული ეპიდემიის მართვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჩვენ დღეს დავინახავდით შემთხვევების თანაბარ მატებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

კელი დეგნანი

23 სექტემბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

კელი დეგნანი: სასარგებლოა, როცა ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაცია შეუძლიათ

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობას შორის კომუნიკაციის არხი წლებია, არსებობს, ის მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს და იმედია, ასეც გაგრძელდება, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობებისთვის ქმედებების კოორდინაციისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

23 სექტემბერი 2020, 19:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 640 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 640 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

მარია ზახაროვა

23 სექტემბერი 2020, 19:08

მსოფლიო

მარია ზახაროვა: რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას.

23 სექტემბერი 2020, 19:02

COVID19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.

23 სექტემბერი 2020, 18:47

COVID19

ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ევროკავშირი

23 სექტემბერი 2020, 18:46

პოლიტიკა

​ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით

მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში, - ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2020“ ეხება.

მიხეილ ყაველაშვილი

23 სექტემბერი 2020, 18:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: თუ რამე არსებობს დიქტატურაში, ყველაფერი გაკეთებული აქვთ, ოღონდ დემოკრატიის შუქურის სახელით

„მათ უნდა შევახსენოთ, ეს ადამიანები რას წარმოადგენდნენ, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს, როგორ კლავდნენ ქუჩაში ახალგაზრდებს, როგორ ძალადობნენ მედიაზე და ა.შ. თუ რამე არსებობს დიქტატურაში, ყველაფერი გაკეთებული აქვთ, ოღონდ დემოკრატიის შუქურის სახელით. ეს ყველაფერი შეუძლებელია მოკლე დროში ვინმეს დავიწყებოდა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 სექტემბერი 2020, 18:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან არის ის, რომ სამართლიანი რეალობა აღიქვან

მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან არის ის, რომ აღიქვან სამართლიანი რეალობა. როდესაც საარჩევნო ყუთთან აღმოჩნდებიან თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. ეს თავისუფლება, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, მოვიპოვეთ 2012 წელს და ეს არის ყველაზე ძვირფასი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ცესკო არჩევნები პანდემია

23 სექტემბერი 2020, 18:35

საზოგადოება

ცესკოში სტაციონარებსა და საკარანტინო სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზების საკითხები განიხილეს

ამ საკითხებზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან იმსჯელა.

23 სექტემბერი 2020, 18:30

მსოფლიო

ევროკომისიამ ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო სტრატეგია წარადგინა, რომელიც მიგრანტების განაწილებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უფრო ფართო მონაწილეობას უზრუნველყოფს.

თორნიკე შენგელია

23 სექტემბერი 2020, 18:25

სპორტი

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ამ პოსტს ჯერ კიდევ „ბასკონიაში“ თამაშის დროს იკავებდა, გუშინ გამართულ ორგანიზაციის ონლაინ-სხდომაზე კი მას ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

მიხეილ ყაველაშვილი

23 სექტემბერი 2020, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია

ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია, რადგან როდესაც გამარჯვებასა და განვითარებაზე არ აკეთებ აქცენტს, არამედ სიძულვილსა და ვინმეს დამარცხებაზე ფიქრობ ნებისმიერი მეთოდით, რა თქმა უნდა, მსგავს გაერთიანებას არასდროს აქვს მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის.

გიორგი ლორია

23 სექტემბერი 2020, 18:20

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსში თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

„ანორთოსისის“ ქართველ ფეხბურთელს გიორგი ლორიას კვიპროსში თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მედიის ყურადღება ლორიას ჟესტმა მიიქცია, სანამ „აპოლონის“ ფეხბურთელი მის კარში თერთმეტმეტრიანს დაარტყამდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ თავი მარცხნივ გადასწია, თავად კი საპირისპირო მიმართულებით გადახტა.

23 სექტემბერი 2020, 18:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: არ დავიშურებთ არაფერს, რომ ეს ადამიანები ნებისმიერ დონეზე ვამხილოთ

„ერთადერთი, ახალგაზრდებზე ვაკეთებ აქცენტს და მათ ყველა შეხვედრაზე ვესაუბრები, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ და არაფრის დიდებით არ შეცდნენ, იმიტომ. რომ მაშინაც, როდესაც ისინი მოდიოდნენ ხელისუფლებაში, სწორედ ახალგაზრდებს იყენებდნენ. 20 ივნისის მოვლენებსაც თუ გავიხსნებეთ, იქაც პირველივე დღიდან ეცადნენ ამ გულწრფელი ახალგაზრდების გამოყენებას. ეს ადამიანები არ იცვლებიან“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.