Imedi.ge /  10 თებერვალი 2020, 20:28 / სანდო წყარო

თელავი-გურჯაანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისი-გურჯაანის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლმა და ორმა მგზავრმა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის დროს ერთმანეთს „ფორდისა“ და „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

31 მარტი 2020, 10:49

COVID19

ნინო ლომჯარია: მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა, - ამის შესახებ ომბუდსმენი facebook-ზე წერს. ნინო ლომჯარია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართავს დაიცვან სოციალური დისტანცირების და იზოლაციის წესები და დარჩნენ სახლში.

მერსედეს ვერა მარტინი

31 მარტი 2020, 10:44

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას განიხილავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას განიხილავს- ამის შესახებ ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. მერსედეს ვერა მარტინესის თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შერბილებაში დაეხმარება.

ალექსანდრე მოწერელია

31 მარტი 2020, 10:38

COVID19

ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს. „ბლოკ-პოსტები განთავსდება ფოთისა და ზუგდიდის შემოსასვლელ-გასასვლელში, მოეწყობა ბარიერები. სავარაუდოდ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს აბაშაშიც დავამატებთ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

31 მარტი 2020, 10:37

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსი ბოლო 24 საათში 11 პაციენტს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 108-მდე გაიზარდა. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 11 პაცენტს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

31 მარტი 2020, 10:29

COVID19

ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის მდგომარეობა სტაბილურია

კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული მედდა თავს კარგად გრძნობს. აღენიშნება ტემპერატურის უმნიშვნელო მატება.

31 მარტი 2020, 10:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 108 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 21 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 მოქალაქე რჩება.

31 მარტი 2020, 10:23

COVID19

ოკუპირებულ გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აიკრძალა

ოკუპირებული გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. როგორც „აფსნიპრესი“ წერს, ეს განკარგულება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებმა, ვალერი ბგანბას გასცა. მან დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონებს შორის „მილიციის კორდონის“ მოწყობა დაავალა.

31 მარტი 2020, 10:21

COVID19

ლაგოდეხში მოხალისეთა პირველი გასვლა მოეწყო

ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავებისა და მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვის მიზნით, შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კაბლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყეს. ორმოცდაათამდე მოხალისე, ლაგოდეხელი ახალგაზრდების, რიგითი მოქალაქეების, საჯარო მოხელეების, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლაგოდეხის ფილიალის წარმომადგენლებისგან შედგება. პირველი გასვლის შედეგ გამოვლინდა საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი მოქალაქე, რომელთა შესახებ მოხალისეებმა ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს გადასცეს.

რომან გოცირიძე

31 მარტი 2020, 10:14

COVID19

რომან გოცირიძე: მთავრობა მეტ ინფორმაციას ფლობს, ამიტომ უნდა ვენდოთ

მთავრობა უფრო მეტ ინფორმაციას ფლობას, ვიდრე ჩვენ, ამიტომ როგორც ჩანს ეს შეზღუდვები აუცილებლობით იყო გამოწვეული და ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ მათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს ხელისუფლება უკეთ ახსნის. „იმედია ისინი ამას კიდევ უკეთესად ახსნიან. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა. ისინი საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს პერმანენტულად არღვევდნენ“, - აღნიშნა გოცირიძემ.

31 მარტი 2020, 10:07

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 2 პაციენტს მკურნალობენ

საჩხერის სამედიცინო ცენტში ამ დროისთვის COVID-19-ის დიაგნოზით 2 პაციენტია მოთავსებული. 30 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, საშუალო სიმძიმის. ,,პაციენტს აქვს ორმხრივი პნევმონია და ცხელება. ის არის ჟანგბადდამოკიდებული”- განაცხადა კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა მაია ხელაძემ.

31 მარტი 2020, 09:56

COVID19

ბათუმის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგისას რამდენიმე ადამიანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა

ბათუმის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგისას რამდენიმე ადამიანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ერთ-ერთ პირს, ბათუმში შესვლის უფლება არ მისცეს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. საველე კარავში ამ წუთისთვის კიდევ რამდენიმე ადამიანი ჰყავთ გაჩერებული.

ალექსანდრე გოგინავა

31 მარტი 2020, 09:35

COVID19

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: უახლოეს 24 საათში ახალ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ველოდებით

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადამყოფოში 31 პაციენტი მკურნალობს, უახლოესი 24 საათში კი ველოდებით გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, რომლებიც სტაციონარს დატოვებენ- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, მათ ანალიზები უკვე აუღეს და შედეგებს ელოდებიან.

31 მარტი 2020, 09:14

COVID19

თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

ზვიად გამსახურდია

31 მარტი 2020, 09:08

საზოგადოება

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 29 წელი გავიდა

საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 29 წელი გავიდა და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, ქვეყნის ისტორიაში შევიდა. სწორედ ამ რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების საქართველოსთვის წართმეული დამოუკიდებლობა. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 81 წლის გახდებოდა. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ გამსახურდიას ეკუთვნის.

31 მარტი 2020, 08:58

COVID19

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს მასშტაბით დღეს დილის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აირძალა. როგორც პრემიერ-მინისტრმა 30 მარტს გამატრთულ ბრიფინგზე განაცხადა, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

31 მარტი 2020, 08:47

COVID19

ამ დროისთვის StopCoV ფონდში 17 500 000 ლარი შეგროვდა

StopCoV ფონდში 17 მილიონ 500 ათასი ლარი შეგროვდა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

31 მარტი 2020, 08:30

COVID19

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 101 700-ს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 101 739 ადამიანი დაინფიცირდა. ამ პერიოდში COVID-19-ს 11 591 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მთელ მსოფლიოში გარდაცვალების შემთხვევების თითქმის მესამედია. მხოლოდ ბოლო დღეებში, ქვეყანაში 812 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 14 620-ს აღწევს.

31 მარტი 2020, 08:17

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 37 800-ს გადააჭარბა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 37 816 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 785 797 ადამიანი, 165 607 კი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. რაც შეეხება აშშ-ს, იქ დაღუპულთა რიცხვმა 3166-ს მიაღწია, 164 253 კი ინფიცირებულია.

31 მარტი 2020, 08:00

COVID19

დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა

დღეიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, დღეიდან იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა.

31 მარტი 2020, 01:01

COVID19

ინდოეთში პოლიციელი ქუჩაში კორონავირუსის გამოსახულებიანი ჩაფხუტით გავიდა

ინდოეთში პოლიციელი კრეატიული აღმოჩნდა და ქუჩაში წესრიგის დასამყარებლად კორონავირუსის გამოსახულებიანი ჩაფხუტით გავიდა. CNN-ის ცნობით, პოლიციელი მოქალაქეებს კორონავირუსის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. პოლიციელი ამ ჩაფხუტით ძირითადად მანქანის და მოტოციკლის მძღოლებს აჩერებს, რომლებიც დამცავი ნიღბით გადაადგილდებიან. იდეა ადგილობრივ მხატვარს ეკუთვნის. იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შენიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის პრობლემას ზედაპირულად აღიქვამს.