imedi /  19 თებერვალი 2020, 14:58 / სანდო წყარო

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ითხოვს, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო არ დატოვოს

ლია კრიალაშვილი

ლია კრიალაშვილი

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ გამოდის. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მისი ძმის საქმეზე არ გასამართლებულა და ციხე არ უნდა დატოვოს.

ლია კრიალაშვილი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს, გამოიძიოს საქმე, რომელიც უკვე შვიდი წელია თაროზე დევს.

„ვანო არ გასამართლებულა თუნდაც ჩემი ძმის საქმის თაობაზე. კაცი, რომელიც 2 გვამს ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა, რომ მიწიდან ამოიღეთ გია კრიალაშვილიო, ვანო მერაბიშვილი ციხიდან არ უნდა გამოვიდეს“, - აღნიშნა ლია კრიალაშვილმა.

მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილის ოჯახი წლებია დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 18:01

რეგიონი

ლადო მგალობლიშვილი: „ნაცმოძრაობა“ არის მოძალადეების პარტია

„ნაცმოძრაობა“ არის ტიპიური მოძალადეების პარტია. ისინი კანონზეც ძალადობენ, რადგან კოვიდინფიცირებულთან შესვლა აკრძალულია. როგორც კი კანონის წინააღმდეგობა შეხვდათ გადავიდნენ ადამიანის ძალადობაზე. ეს არის მოძალადეთა, დამნაშავეთა პარტია. შს სამინისტრომ ამაზე უმკაცრესი რეაგირება უნდა გააკეთოს. ბოლო დღეებია ძალადობრივი კამპანია დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჩემს სამსახურეობრივ მანქანაზე მათმა აქტივისტმა განახორციელა თავდასხმა და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. გადასულები არიან ძალადობაზე“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

21 სექტემბერი 2020, 17:57

მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ოფიციალური პირებისათვის სანქციების დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

21 სექტემბერი 2020, 17:20

სამართალი

ბათუმში, ექიმზე ძალადობის ბრალდებით „ნაციონალური ნოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი დააკავეს

ექიმზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში, „ნაციონალური ნოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი დააკავეს. დავით გეგიაძესა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს შორის ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა.

სპილო ბოტსვანა მკვდარი

21 სექტემბერი 2020, 17:07

მსოფლიო

ბოტსვანაში ასობით სპილოს სიკვდილის მიზეზი დაადგინეს

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ცხოველები მიკროსკოპული წყალმცენარეების მიერ გამოყოფილმა ნეიროტოქსინმა იმსხვერპლა. ბაქტერიას წყალში წარმოქმნა გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე შეუძლია, შემდგ კი მსხვილ კოლონიებს ქმნის.

დიმიტრი ხუნდაძე

21 სექტემბერი 2020, 17:06

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური თემები სპეკულირების საგანი ხშირად ხდება

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად არსებული პრობლემისა, საბედნიეროდ, დღეს საქართველოში შიმშილით არცერთი ბავშვი არ იღუპება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემების შეფასებისას. მისი თქმით, საერთოდ ზოგადად, მით უმეტეს კი წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური თემები ძალიან ხშირად ხდება სპეკულირების საგანი.

ლუის სუაერესი

21 სექტემბერი 2020, 16:58

სპორტი

ლუის სუარესი „ბარსელონას“ ტოვებს

ლუის სუარესი „ბარსელონას“ ტოვებს. 33 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბს 2021 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა. მხარეები მორიგდნენ, რომ გუნდი სუარესს დარჩენილი ერთი წლის ხელფასის მხოლოდ ნაწილს გადაუხდის, სამაგიეროდ ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდში უფასოდ გადავა.

გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა

„ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ შემცირდა, იცით რატომ? იმიტომ რომ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელად ყველა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს. როდესაც ამბობ, რომ ხარ მთავარი ოპოზიციური ძალა, შეგირცხვეს ცხვირი, როდესაც ოპოზიციასვე ესხმი თავს. გაასწორე სამიზნე“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

21 სექტემბერი 2020, 16:48

საზოგადოება

ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები შესრულდა

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე 2 700 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

ვეშაპები ტასმანია

21 სექტემბერი 2020, 16:45

მსოფლიო

ავსტრალიაში წყალმარჩხობაზე გაჭედილი ასობით ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ

ადგილზე დაახლოებით 270 ცხოველია, სულ მცირე 25 მათგანი უკვე დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია სამშაბათს დილით უნდა დაიწყოს. სამაშველო ეკიპაჟები და მოხალისეები ადგილზე შეკრებას უკვე იწყებენ.

რუსლან აბაშიძე რიინა კალიურანდი

21 სექტემბერი 2020, 16:38

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიინა კალიურანდს შეხვდა. ესტონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

21 სექტემბერი 2020, 16:27

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შეცვლა არც უნდა და არც შეუძლია

„თუ ხელისუფლებას არ ცვლიან მაშ რა უნდათ? მათ უნდათ თავიანთი ამომრჩეველი, ამომრჩეველი რომელიც ოღონდ „ოცნება“ ნუ იქნება და თუნდაც ქვეყანა დაინგერს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ოღონდ სააკაშვილი გაიგონ და ყველაფერზე თანახმა არიან“.

დიმიტრი ხუნდაძე

21 სექტემბერი 2020, 16:19

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს უალტერნატივოა „ქართული ოცნების“ გამარჯვება - ამას არაერთი კვლევა აჩვენებს

„დღეს ქართულ პოლიტიკაში რეალობა არის ასეთი - პოლიტიკური სპექტრი არის გაღარიბებული და დღეს უალტერნატივოა ქართული ოცნების გამარჯვება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

21 სექტემბერი 2020, 16:17

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილზე: მისი მიდგომა არა თუ არასერიოზული, არამედ სახიფათოა

არ გამკვირვებია მისი ასეთი შეფასება. მისი განცხადებების ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ის ერს და ქვეყანას ევლინებოდა დისტანციურად მხსნელად, თითქოს ის იყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამჟღავნდა მისი ზრახვები, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, როდესაც სააკაშვილმა თქვა, ან „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს არჩევნებს, ან საქართველო დაიღუპებაო.

21 სექტემბერი 2020, 16:13

COVID19

სოხუმის 1-ელ საშუალო სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

სოხუმის 1-ელ საშუალო სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება არაერთი მოსწავლისთვის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

ილჰამ ალიევი

21 სექტემბერი 2020, 16:12

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო - დიდად ვაფასებ საქართველოს მთავრობის ქმედებებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.

მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 16:11

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით, არ უნდა დავაზიანოთ საერთო ინტერესები

„დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, იმისთვის რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა. ჩვენ აუცილებალდ გავიმარჯვებთ“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 16:06

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ, დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს

ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, უკვე არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ 56 %-ზე მაღალი ნდობა აქვს, რაც საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „IPSOS”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, იმ მხარდაჭერით, თანადგომითა და სულისკვეთებით, რაც იგრძნობა მუნიციპალიტეტებში, არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვებთ

დარწმუნებული ვარ, იმ მხარდაჭერით, თანადგომითა და სულისკვეთებით, რაც ზოგადად, იგრძნობა მუნიციპალიტეტებში, არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც იმერეთში პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგინის შედეგები შეაჯამა.

21 სექტემბერი 2020, 15:56

სპორტი

მილანი-ბოლონიას თამაშზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიწვიეს

„მილანის“ ხელმძღვანელებმა „ბოლონიასთან“ დღეს გასამართ საშინაო მატჩზე დასასწრებად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსს ებრძვიან. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ სერია ა-ს ზოგიერთ შეხვედრაში კლუბებს 1000 მაყურებლის დასწრების ნება დართო. როსონერიმ კი ეს კვოტა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გარდა, ფეხბურთელების ოჯახის წევრებზე, კლუბის სამედიცინო შტაბის წევრებსა და გუნდის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებზე გაანაწილა.

21 სექტემბერი 2020, 15:56

რეგიონი

აჭარაში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.