Imedi /  20 თებერვალი 2020, 12:31 / სანდო წყარო

რა საქმეებისთვის იხდიდა სასჯელს ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

ნაციონალური ხელისუფლების ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, ამ სისხლის სამართლის საქმეს 26 მაისის აქციის დარბევისა და სანდრო გირგვლიანის საქმე დაემატა.  

ყოფილი ძალოვანი მინისტრი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზეა დამდგარი, თუმცა 2018 წლის 25 ივნისს საქალაქო სასამართლომ ამ განაჩენების ერთობლიობით, მას 6 წლითა და 9 თვით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა და ამ ვადის გასვლის შემდეგ, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. 

ერთ-ერთი საქმე, რაზეც ვანო მერაბიშვილს ბრალი ჰქონდა წარდგენილი, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტია. 2005 წელს მედიაში გამოქვეყნდა დეპუტატის სტატია, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას ქონება წაართვეს. ამის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა გელაშვილის ცემის ფაქტი ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას დაავალა.  

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რისთვისაც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა, ეს 26 მაისის აქციების დარბევაა. გამოძიებით ირკვევა, რომ 2011 წლის 26 მაისს ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევა. მაშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ შეკრებილებს და ძალის გადამეტების შედეგად, არაერთი ადამიანი დასახიჩრდა. არსებობს აგრეთვე კადრები, სადაც დავით ახალაია აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის უკანონო ბრძანებას გასცემს და ქვედანაყოფებს ფულად პრემიებს ჰპირდება.

ტელე „იმედის“ ეპიზოდი მერაბიშვილის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდებაა. მაშინ საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკის გასაკონტროლებლად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირადად და მისი წარმომადგენლების, მათ შორის ივანე მერაბიშვილის მეშვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან „იმედის“ დათმობის მიზნით. 

2006-2007 წლებში „იმედის“ ეთერში არაერთი მწვავე სიუჟეტი გავიდა, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე, რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები. შემდეგ იყო აქციების დარბევა და „იმედში“ შეჭრა, რაც სატელევიზიო ისტორიაში უმძიმესი შემთხვევა იყო. 

სწორედ გირგვლიანის საქმეა ერთ-ერთი ეპიზოდი, რაზეც მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული. კერძოდ, მას ამ საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა-გაყალბებისა და დათა ახალაიას საქმეში მონაწილეობის დაფარვისთვის, 2014 წლის 20 ოქტომბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ასევე საქალაქო სასამართლომ კვარიათის აგარაკის მითვისების საქმესა და დასაქმების პროგრამაში აღმოჩენილი დარღვევების ეპიზოდზე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მერაბიშვილს ასევე ბრალი ჰქონდა წაყენებული ამომრჩეველთა მოსყიდვის ეპიზოდზეც.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა, თუმცა „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

2013 წელს დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს

  

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ

გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ყველა აქტუალურია საკითხს ეხებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ის თავის გამოსვლაში შეეხო ყველა იმ საკითხს რომელიც აქტუალურია, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოსთვის, - ასეთი შეფასება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

25 სექტემბერი 2020, 23:33

სამართალი

გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა

N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

25 სექტემბერი 2020, 23:29

მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

ილია წულაია

25 სექტემბერი 2020, 23:18

პოლიტიკა

ილია წულაია „ლელოს“ ბრალდებაზე: აბსურდია, რომ თითქოს თანხა კერძო პირებზე გავასესხე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილიაწულაია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ გამოეხმაურა. დღეს „ლელომ“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ე.წ. სია, რომლებიც „მევახშეობით“ ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2020, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.

საკონსტიტუციო სასამართლო

25 სექტემბერი 2020, 22:59

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაზა ლომინაძე

25 სექტემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან აგრძელებს. ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 22:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ და შვედეთის მიერ ინიცირებული მეგობართა ჯგუფის „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო შეხვედრაში.

25 სექტემბერი 2020, 22:32

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 55 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 22:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

რომის პაპი ფრანცისკე

25 სექტემბერი 2020, 22:14

COVID19

რომის პაპი: ღარიბებმა კორონავირუსის ვაქცინა პირველებმა უნდა მიიღონ

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ საზოგადოების ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნება

25 სექტემბერი 2020, 22:14

სპორტი

UEFA-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე გუნდებს, 2020/2021 წლების სეზონზე 5 შეცვლის უფლება ექნებათ

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ეს წესი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ერთა ლიგის გათამაშებების გარდა, ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იმოქმედებს.

ვიქტორ ორბანი

25 სექტემბერი 2020, 21:54

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

შემოსავლების სამსახური

25 სექტემბერი 2020, 21:51

სამართალი

შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

ნინო ლაცაბიძე

25 სექტემბერი 2020, 21:42

პოლიტიკა

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) -56,2%; დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -30,2%; ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%; პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%; გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%; გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%; გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%

პაატა კვიჟინაძე

25 სექტემბერი 2020, 21:41

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში 80,5%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ირაკლი ხახუბია

25 სექტემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ხახუბია (64,4%) და „ქართული ოცნება“ (67,8%) ლიდერობენ

​​​​​​​Survation-ის კვლევის თანახმად,ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია ლიდერობს. მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას მას მისცამდა.

ანდრეი ბაბიში

25 სექტემბერი 2020, 21:35

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა.