Imedi /  24 თებერვალი 2020, 16:32 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: ვიცი, რომ პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსხვილი ტელევიზიები პრაქტიკულად, არ იხდიდნენ გადასახადს, ჩვენ პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე გადასახადის გადახდა მოვითხოვეთ, დავიწყეთ და შევთავაზეთ მოლაპარაკებები ძველი დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთანხმებაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ამ მიდგომამ მყისიერად გამოიღო ნაყოფი და 2019 წლის ბოლო სამ თვეში, პირველი ოქტომბრიდან წლის ბოლომდე 5 მილიონით მეტი თანხა შევიდა ბიუჯეტში, რადგან მიმდინარე გადასახადების გადახდა დაიწყეს.

„წელს ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 22 მილიონი შემოვა ბიუჯეტში. აქამდე, 7-8 მილიონი შემოდიოდა, ისიც იმათ ხარჯზე, ვინც პატიოსნად იხდიდა გადასახადს. ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ვიცი, რომ პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, პატარა, საშუალო, რეგიონული და ყველა ტელევიზია ერთი და იგივე მდგომარეობაში ჩადგა. „რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, იმ მსხვილმა ტელევიზიებმა, რომლებსაც ეს დავალიანება ჰქონდათ, წარმოადგინეს 5-წლიანი გეგმა, გადახდის გრაფიკი უკვე ფინანსთა სამინისტროში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და დიდი ალბათობით, დავეთანხმებით ამ გეგმას. 90-იანი წლებიდან, ეს მარადიული პრობლემა იყო. შევარდნაძის შემდგომი ხელისუფლების დროს, არაერთხელ ჩამოეწერათ - 5 მილიონი, 7 მილიონი. მცირე ტელევიზიები ყოველთვის იხდიდნენ გადასახადს. ისინი, რასაკვირველია, კონკურენციაში ისედაც ვერ უძლებდნენ დიდ ტელევიზიებს. შესაბამისად, მგონია, რომ ეს გასწორდა. როდესაც რაღაცას ასწორებ, მთელი დარტყმა შენზე მოდის, თუმცა პრობლემა არ არის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორ გზაზე ვართ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

გივი ჭიჭინაძე

19 სექტემბერი 2020, 15:46

რეგიონი

გივი ჭიჭინაძე: კარგად ვიცნობ ვანის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი და ვეცდები, აქტიურად ვიზრუნო ჩვენი ამომრჩევლის საერთო თუ პიროვნული პრობლემების მოგვარებისათვის

19 სექტემბერი 2020, 15:39

საზოგადოება

გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩების დახმარებით. კერძოდ, ბარამიძის, კაკაბაძის, ველისციხის, სადმელის, ჩარგლის გასასვლელისა და ირემაშვილის ქუჩების გამოყენებით.

19 სექტემბერი 2020, 15:39

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ეწვია

დავით შერაზადიშვილმა ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს, დოქტორ ფრანკ ოტფრიდ იულის უმასპინძლა. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული ეწვია.

19 სექტემბერი 2020, 15:34

საზოგადოება

შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და მტკვრის აუზში ძლიერი ქარი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმა, სეტყვა და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

19 სექტემბერი 2020, 15:22

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია

„ჩვენ მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 15:16

სპორტი

თორნიკე შენგელიამ „ცსკა“-ში პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

თორნიკე შენგელიას „ცსკა“ ალეკსანდრ გომელსკის თასის გამარჯვებული გახდა, ქართველმა კალათბურთელმა კი პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ტურნირის ფინალში მოსკოვის გუნდმა პერმის პარმა უპრობლემოდ -91:51 დაამარცხა.

19 სექტემბერი 2020, 15:09

COVID19

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსს კიდევ 116 ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსს კიდევ 116 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 24 118-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსის დიაგნოზი 845 ადამიანს დაუსვეს და დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა 419 043-ს მიაღწია.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 14:45

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის ფონდ ,,ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს, დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქციისთვის

მადლობა ფონდ ,,ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქციისთვის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია ,POSTV-ის ეთერში განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 14:38

მსოფლიო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის სახელსაც აშშ-ში ქალთა უფლებების გაძლიერება უკავშირდება, გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. მას ხშირად იხსენიებდნენ გენდერული საკითხის ტრანსფორმაციის ფუძემდებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში

სასამართლო

19 სექტემბერი 2020, 14:38

სამართალი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 14:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი, გამოცდილი გუნდი და გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე

ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება. ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

19 სექტემბერი 2020, 14:11

მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ფეხზე წამოდგა - ის თავის მდგომარეობაზე წერს

„მოდით, მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა - არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსარგებლო ქვად იქცა და ცოტაოდენი წლის დალევაც მთელი ატრაქციონია - ეს ნამდვილი უაზრობაა“.

19 სექტემბერი 2020, 14:09

COVID19

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 1,002 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 78,330 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2,282 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 14:09

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, რომელიც აწუხებს ვანს, იმერეთს და ჩვენ ქვეყანას

ჩემთვის პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ამ მშვენიერ მხარეში, ამ ლამაზ მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩემს მშობლიურ სამტრედიასთან ძალიან ახლოს არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ვანში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს იქნება არა ერთი პარტიის გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, ვანში განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 13:46

რეგიონი

საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის აჯამეთის აღკვეთილში პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი მოეწყობა

ბუნებისა და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

19 სექტემბერი 2020, 13:33

რეგიონი

მეწყერის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე შეფერხება იყო

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზვარის მონაკვეთზე, მოძრაობა ცალმხრივად უკვე შესაძლებელია. მეწყერის შედეგად გზა ნახევარი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლედი გაგა

19 სექტემბერი 2020, 13:29

კულტურა

ლედი გაგამ ახალი ვიდეორგოლი სერგო ფარაჯანოვის ფილმის მოტივებზე გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ახალი ვიდეორგოლი სერგო ფარაჯანოვის ფილმის „ბროწეულის ფერის“ მოტივებზე გადაიღო.

ტოჩინოშინი

19 სექტემბერი 2020, 13:17

სპორტი

ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა

აკი ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა. ტოჩინოშინმა აშკარა უპირატესობით დებიუტანტი მეტოქე მარტივად დაამარცხა. ლევან გორგაძის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 4 მარცხია და მას წოდებაში დასაწინაურებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.