Imedi.ge /  25 თებერვალი 2020, 12:34 / სანდო წყარო

20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებაზე მზაობა გამოთქვა

ვახტანგ იაშვილი, ადვოკატი

ვახტანგ იაშვილი, ადვოკატი

20 ივნისის აქციის დროს დაკავებულებმა ზურაბ ბუდაღაშვილმა, ცოტნე სოსელიამ და კახა კუპრეიშვილმა პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ მიიჩნიეს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა. რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს, ბესიკ თამლიანს მან მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია და ბრალს არ აღიარებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატი ვახტანგ იაშვილი თამლიანისა და ბუდაღაშვილის ინტერესებს ერთად იცავდა, ინტერესთა კონფლიქტის გამო მან საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა დააყენა. კანონის თანახმად ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი 20 ივნისს დაკავებულების ინტერესებს ვეღარ დაიცავს, მათ შორის ვერც ირაკლი ოქრუაშვილის.

,,ბუდაღაშვილმა, კუპრეიშვილმა და სოსელიამ უდაოდ ცნეს მტკიცებულებები და მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. თამლიანმა კი არ აღიარა დანაშაული, რადგან ბუდაღაშვილისა და თამლიანის ინტერესებს ვიცავდი, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი. კანონისა და ეთიკის კოდექსის თანახმად მე ვეღარ დავიცავ ვერც ერთი 20 ივნისის დროს დაკავებულის ინტერესებს და ამიტომ დავაყენე საკუთარი აცილების შუამდგომლობა“, - აცხადებს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი - ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია 2019 წლის 4 ივლისს დააკავა.

20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული - მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მაია ორჯონიკიძე

21 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

მაია ორჯონიკიძე: საზარელი დღე იყო პირდად ჩემთვის 2012 წლის 1 ოქტომბერი - რატი ამაღლობელი არ მახსოვდა , ამ უკვდავი კასტის წარმომადგენელი რომ ოცნების მედროშე იყო მაშინ

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე, ასევე ენმ-ს ყოფილი წევრის ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს ეხმიანება, სადაც ბიბილაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში რატი ამაღლობელიც იყო.

რუმენ რადევი

21 მაისი 2024, 19:39

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომზე: ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვაკეთებთ არჩევანს - ყველა მოქალაქე ვალდებულია ეს გაიგოს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა რუსეთზე უკრაინის გამარჯვება შეუძლებლად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

21 მაისი 2024, 19:30

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გრიგალაშვილმა აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:27

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას.

21 მაისი 2024, 19:22

ეკონომიკა

EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა საქართველოს ფინანსური ბაზრის წარმატებით განვითარების შესახებ მომზადებული ერთობლივი ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა" წარადგინეს.

21 მაისი 2024, 19:18

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

დმიტრო კულება

21 მაისი 2024, 19:02

მსოფლიო

კულება: რაც უფრო მეტად შევძლებთ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების განადგურებას, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი უკრაინის გამარჯვებით

რაც უფრო მეტ სამხედრო სამიზნეს გავანადგურებთ რუსეთის ტერიტორიაზე, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ანალენა ბერბოკი

21 მაისი 2024, 18:52

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

21 მაისი 2024, 18:44

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:29

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ბოლო პერიოდია, ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება

ბოლო პერიოდია ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული

კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა POLITICO-ს სტატია. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს კონგრესში მსგავსი ინიციატივა

„ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა ეს სტატია. გამოჩნდება 6 თვეში თუ ლობისტების მიერ არის შეკვეთილი. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს [კონგრესში] მსგავსი ინიციატივა სხვადასხვა რედაქციით. წინა ორი არ გაიზიარა კონგრესმა. ეჭვი მეპარება, ამ მესამე ჯერზე გაეზიარებინათ, წინა ჯერზე რატომ არ გაიზიარეს?! გადავახვიოთ ერთი წლით, სანამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს დააინიციირებდნენ, მანამდე რა უშლიდა ხელს [აშშ-ის], დიდი ხანია საქართველო ითხოვს როგორც ვიზების ლიბერალიზაციას ამერიკასთან, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას და ა.შ. ფაქტობრივად ოპოზიციას გადმოუგდეს ეს სტატია იმისათვის, რომ ეს განხილვები დაწყებულიყო, რომ ერთ მხარეს კანონის მიღებაა და მეორე მხარეს სიკეთეები დევს სასწორზე. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, ამაზე კაბინეტებში მსჯელობენ. კონგრესმენს მადლობა ამ ინიციატივისთვის, კარგი იქნება თუ ჩამოვა საქართველოში და აქ უკეთ გაეცნობა სიტუაციას, პოლიტიკურ ვითარებას, ხალხის განწყობებს“

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:14

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პრეზიდენტის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე მსჯელობის ბოლო შანსი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება ამ პროცესისადმი იმდენად დესტრუქციული აღმოჩნდა, რომ ის ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა

„ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, - განაცხადა კახიანმა.

21 მაისი 2024, 18:13

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმზე“ სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს.

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:12

პოლიტიკა

გიორგი კახიანი POLITICO-ს ინფორმაციაზე: ამერიკულ მხარეს ძალიან მარტივად შეუძლია გადმოდგას ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო მყარს და მჭიდროს გახდის

ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა რა თქმა უნდა, აქვს ამერიკულ მხარეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ბუნებრივია, ვერაფერი შეგვაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

21 მაისი 2024, 18:09

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია

არ შეიძლება, მორალს მიკითხავდეს გათხოვილი მამაკაცი, ჩემს სარწმუნოებას ეხებოდეს და აბუჩად იგდებდეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება არცერთ ქართველს, არ დარჩება სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა ამომრჩეველთა უმრავლესობამ, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.

21 მაისი 2024, 18:04

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, კატარის სახელმწიფოში იმყოფება.

რიში სუნაკი

21 მაისი 2024, 17:39

მსოფლიო

რიში სუნაკმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ პროკურორ კარიმ ხანის მოთხოვნა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.

თამთა მეგრელიშვილი

21 მაისი 2024, 17:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.