Imedi /  25 თებერვალი 2020, 14:35 / სანდო წყარო

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ყარალაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "ქრონიკის " ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბუხრის მილიდან გაჩნდა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 22:25

COVID19

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია imediniws-ს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა. ცნობილია ასევ, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა.

02 აპრილი 2020, 22:19

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი სამი პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა

დღეს, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით თვითიზოლაციიდან სამი ახალი პაციენტი მიიღეს. მათ ანალიზები აუღეს და ყველა უარყოფითია. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას განაგრძობენ. ამ დროისთვის კლინიკაში სამი ინფიცირებული პაციენტია, მათგან ორის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდებათ.

02 აპრილი 2020, 22:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში კორონავირუსით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედანნ 210,000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51,000-ზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ინფორმაციას ამის შესახებ worldometers ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 134-მდე გაიზარდა, აქედან 26 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 22:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო

კოორდინაციას ვუწევ მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და ჩემი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

02 აპრილი 2020, 22:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 26 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 134-მდე გაიზარდა, აქედან 26 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

02 აპრილი 2020, 22:02

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი მოათავსეს

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსისთვის დამახასაითებელი სიმპტომებით 4 ახალი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამი პაციენტი თვითდინებით მივიდა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. პაციენტებს ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

02 აპრილი 2020, 22:00

COVID19

გორის მერი ქალაქის გასასვლელებში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

გორის მერი ქალაქის გასასვლელებში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მისი განცხადებით მოქალაქეები გამკაცრებულ რეჟიმს გაგებით ეკიდებიან თუმცა ის მაინც ურჩევს მათ დარჩნენ სახლში და შეასრულონ შესაბამისი რეკომენდაციები. გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მოსახლეობის დახმარებას სასურსათო პაკეტებით. საკვები პროდუქტები გორში, 120-მდე ოჯახმა მიიღო. უპოვართა სასადილოდან მოხალისეები ცხელ სადილს 100მდე ბენეფიციარს ყოველდღიურად აწვდის.იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს რაიმე სახის დახმარება ესაჭიროება, განსაკუთრებით 70წელს გადაცილებულებს, რომლებსაც ეზღუდებათ გარეთ გასვლა განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ და მათ სპეციალურ სიებში დაამატებენ.

ქუთაისის ლაბორატორია

02 აპრილი 2020, 21:53

COVID19

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ​გამოკვლეული 32 პაციენტის ნიმუშიდან ყველა უარყოფითია

დღეს ქუთაისის ლაბორატორიამ 32 საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 229 პირი იმყოფება. შეგახსენებთ იმერეთში სულ 5 საკარანტინო სივრცეა. საინკუბაციო პერიოდის გასვლის გამო სასტუმრო პლაზას 77 პირი დღეს, გვიან ღამით დატოვებს და საკარანტინო ზონაში 15 მოქალაქე დარჩება. სასტუმრო საირმე უკვე დატოვა 95 პირმა და დარჩენილია 109 ადამიანი. ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 27 ახალი მოქალაქე დაემატა და ახლა 172 ადამიანი იმყოფება. საჩხერის კარანტინში კი კვლავ 57, ხოლო სასტუმრო პრომეთეში კი 52.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:45

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაზუსტებით არა, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ პაციენტებს შორის ეს ფაქტი რამდენიმე ადამიანმა დააფიქსირა. „ვთქვათ ხელოსანი, რომელმაც შეკვეთის შესრულებისთვის ფული აიღო, ლომბარდის თანამშრომელმა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადადება მოხდა ფულით. ასე რომ ეს გზა სავსებით რეალურია“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

02 აპრილი 2020, 21:43

პოლიტიკა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. 2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა,საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მინისტერიალის ფარგლებში,COVID-19-ის გავრცელების და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების თაობაზე.

02 აპრილი 2020, 21:40

COVID19

იმერეთის რეგიონს მეხუთე საკარანტინე ზონა დაემატა

იმერეთის რეგიონს მეხუთე საკარანტინე ზონა დაემატა. აღნიშნული ზონა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სასტუმრო “პრომეთე”-ში მოეწყო. საკარანტინე ზონაში უკვე განთავსდა სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში შემოსული საქართველოს 52 მოქალაქე. კარანტინში მყოფი პირები უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო ნივთითა და სამედიცინო მომსახურებით. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

02 აპრილი 2020, 21:38

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 2 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 431 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში

უახლოეს დღეებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვვეყნებში- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს იქნება ათეული, მაგრამ არა ასეულები და ათასეულები.

კოტე ანანიაშვილი

02 აპრილი 2020, 21:32

COVID19

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: თერმოსკრინინგი ყველა მოქალაქეს უტარდება

24 საათის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ზედმიწევნით იქნეს დაცული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნები. დარღვევის შემთხვევაში იწერება კონკრეტული საჯარიმო ქვითრები, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბლოკ-საგუშაგოებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს.

02 აპრილი 2020, 21:31

COVID19

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს პროდუქტები სახლებში მიუტანა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები სახლებში მიუტანა. „მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა მარტოხელა მოხუცმა და საბავშვო ბაღის 1189-მა აღსაზრდელმა კვების საჭირო რაციონის გათვალისწინებით მიიღო სასურსათო კალათა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დახმარებას მიიღებს ყველა საჭიროების მქონე მოქალაქე, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარები, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა ერთად შევძლოთ ამ გამოწვევის დამარცხება და მალე შევძლოთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

02 აპრილი 2020, 21:21

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა ნახევარი იტალიისა და ესპანეთის მკვიდრია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50,508-ს მიაღია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (13 915) და ესპანეთი (10 096). სულ მსოფლიოში ამ დროისთვის 986 777 ადამიანია ინფიცირებული, 2016 372 კი გამოჯანმრთელდა.

საკრამენტოს ოლქი

02 აპრილი 2020, 21:09

COVID19

საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებებს უკავშირდება

კალიფორნიის შტატში საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ საკრამენტოს ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 21:03

COVID19

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა რჩება ძალაში და ეს პირობა იქნება შესრულებული საჭიროებიდან გამომდინარე

იმ ინიციატივის საფუძველზე , რომელიც დღეს ჩვენ გავახმოვანეთ უკვე ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვას გეგმავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან ერთად ან დამოუკიდებლად, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ფონდის მხარდაჭერას კობახიძე პასუხობს: „რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, მას აქვს უკვე გაკეთებული განცხადება, რომ იგი მზადაა ფინანსური წვლილი შეიტანოს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელთა გადაჭრისთვისაც საკმარისი არ იქნება საბიუჯეტო რესურსები. ეს არის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ეს არის პირობა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ეს არის მისი გამოთქმული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სოლიდარობის გამოხატვას. კონკრეტული ფორმით საზოგადოების დასახმარებლად. რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა რჩება ძალაში და ეს პირობა იქნება შესრულებული საჭიროებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა

„ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქცია, რომელშიც ჩართული არიან პირველ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური პირები, მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, ესენი არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენელები პარლამენტში. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ პირთა წრე, რომლებიც ჩაერთვებიან ამ სოლიდარობის აქციაში. ჩვენ გვქონდა მოწოდება დღეს და იმედია ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები. ვფიქრობთ, ეს ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოზარ სუბარი

02 აპრილი 2020, 21:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: აღმოვაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული

ნამდვილად არ ველოდით, რომ ადამიანების მკვლელობამდე მივიდოდა ის ხელისუფლება, თუმცა მივიდნენ. ის რომ 7 ადამიანი მხოლოდ მკვდარი, ეს მართლა გამართლების შედეგია, თორემ იქ ისეთი სროლა იყო, რომ ადვილი მოსალოდნელი იყო, გაცილებით მეტი ადამიანი მომკვდარიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.