imedi /  25 თებერვალი 2020, 21:02 / სანდო წყარო

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე დაინიშნა

ბაკურ აბულაძე

ბაკურ აბულაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა ბაკურ აბულაძე, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობა დაიწყო სტაჟიორ-პროკურორად, სხვადასხვა დროს მუშაობდა ასევე რაიონულ და თბილისის პროკურატურებში, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, 2015 წლიდან დღემდე კი საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მისი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიიღო.

გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ.

ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.

ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორი არის პროკურატურის და პროკურორების დამოუკიდებლობის გარანტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროკურატურის ყველა დანაყოფის ორგანიზებული მუშაობა, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, პრიორიტეტული მიმართულებებით ეფექტურობის გაზრდა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სოციალური გარანტიებისა და პირობების გაუმჯობესება და  ახალი პროფესიონალი კადრების მოზიდვა.

გენერალური პროკურორის თქმით, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ უზრუნველყოს თანამშრომლების ინტენსიური სწავლა და განვითარება ყველა მიმართულებით, ასევე, საქმიანობაში დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, ელექტრონული პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად  გაზრდის პროკურატურის საქმიანობის ხარისხს.

გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გასაგრძელებელია რეფორმები და საჭიროა ინტენსიური მუშაობა სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდერნიზების და პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდის მიმართულებით.

საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრისას ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ  უნდა არსებობდეს როგორც დატვირთვის მონიტორინგის, ასევე ტრენინგ საჭიროებების შეფასების მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს  შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა  თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ  მუდმივ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადდნენ არა მხოლოდ რიგითი პროკურორები, არამედ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი ადამიანებიც, როგორც პროფესიულ საკითხებთან, ისე მართვის მეთოდებთან დაკავშირებით. უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს ასევე სტაჟირების პროგრამა, რისთვისაც აუცილებლად უნდა გაიზარდოს სტაჟიორების შრომის ანაზღაურებაც, რათა უფრო მეტ იურისტს ჰქონდეს პროგრამაში ჩართვის სურვილი.

ირაკლი შოთაძემ  ასევე ისაუბრა  უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებასა  და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. გენერალური პროკურორის თქმით, საჭიროა ნოვატორული მიდგომის დანერგვა და  საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველამ დაინახოს ის მნიშვნელოვანი როლი,  რაც პროკურატურას აკისრია.

ყველა სიახლე

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:37

COVID19

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება

იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე გველის ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონი იწყება - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.

08 აპრილი 2020, 22:31

COVID19

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი 1105 ოჯახს გადაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი ჯამში 1105 ოჯახს გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი დაიხარჯა. 10 დასახელების პირველადი მოხმარების პროდუქტის გაცემის პროცესი საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა. "შევადგინეთ 34-ლარიანი სასურსათო კალათა, რომელიც ყველა აღსაზრდელის ოჯახს გადავეცით. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ადგილზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა საჭირო ნორმა ყოფილიყო დაცული. შედეგად, თავიდან ავიცილეთ მშობელთა თავშეყრა და მოხდა სოციალური დისტანციის დაცვა," - განაცხადა სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

08 აპრილი 2020, 22:24

COVID19

ვანში დაინფიცირებული ქალის ქმარსა და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

იმერეთსა და ქვემო სვანეთში COVID-19-ის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. ინფექცია დაუასტურდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ.

ენდრიუ კუომო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: არ მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია მოდევნო კვირების განმავლობაში შეიძლება სტაბილიზირდეს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა დაცული იქნება. „არა მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. არა მგონია, რომ გუშინდელ დღეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

კორონავირუსი საქართველო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 მოქალაქე რჩება.

08 აპრილი 2020, 22:14

COVID19

თურქეთში კორონავირუსმა კიდევ 87 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 87 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 812-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 4 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისათვის თურქეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 38 226 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 1846 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 22:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​საქართველო მზადაა ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით

მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული, კანადური, იტალიური, რუმინული და თურქული ხომალდები შედიან და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:07

COVID19

გიორგი ფხაკაძე: ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა

ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ეს არის კრიზისის სწორი გადაწყვეტა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადო პოლიციას და მთლიანად შს სამინისტროს, რომელმაც მისი თქმით, გმირული სამუშაო შეასრულა. გიორგი ფხაკაძემ სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებაც ისაუბრა და ის პრიორიტეტული ჯგუფები დაასახელა, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტირება.

08 აპრილი 2020, 21:59

COVID19

ვანში ინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია

ვანში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია. მისი ახლო კონტაქტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაშია გადასული მასთან შემხებლობაში მყოფი 30 ადამიანი და მათ ექიმები აკვირდებიან. ამ დრომდე არცერთ მათგანთან სიმპტომები არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგებმა პირველადი თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 25 პროცენტს უკვე ჩაუტარეს. ჯერჯერობით ტემპერატურა არავის უფიქსირდება. ვირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული პაციენტის მეუღლეც.

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 21:51

COVID19

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერი საწოლზე წამოჯდომას ახერხებს და ექიმებს ესაუბრება, თუმცა ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. 55 წლის ჯონსონი სენტ-ტომასის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. 6 აპრილს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

08 აპრილი 2020, 21:35

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-მა ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. 28-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 881 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 21:21

COVID19

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინი საზღვრების ჩაკეტვისთანავე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს ლოგისტიკურად არ იქნებოდა მარტივი.

08 აპრილი 2020, 21:20

COVID19

ევროპარლამენტი შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობს

კორონავირუსის პანდემიიის გამო ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ- ამის შესახებ ვიდეომიმართვა ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა.ამასთან დავიდ სასოლის განცხადებით, ყოველდღე საკანონდებლო ორგანოს სამზარეულოში ათასამდე ულუფა საკვებს მოამზადებენ, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს გამოკვებავენ.

ენტონი ფაუჩი

08 აპრილი 2020, 21:19

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება.

08 აპრილი 2020, 21:07

COVID19

ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება

პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები ასევე დარიგდება თბილისის, ქუთაისის, ფოთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. ეს კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით გადაეცემა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

08 აპრილი 2020, 20:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი ტრამპს: კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას. ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა: „თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“.

დავით წიკლაური

08 აპრილი 2020, 20:54

ეკონომიკა

„ლიბერთი ბანკის“ მმართველ გუნდში ცვლილებებია

მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციების ჩათვლით. 2020 წლის მარტამდე დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა. დავით წიკლაური ფლობს MBA-ს ხარისხს London Business School-იდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

08 აპრილი 2020, 20:50

მსოფლიო

კრიზისის მიუხედავად, Porsche თანამშრომლებს პრემიას გადაუხდის

Porsche თავის თანამშრომლებს 2010 წლის პრემიას ჩაურიცხავს, რომელიც 9700 ევროს ეკვივალენტურია. როგორც გერმანული ავტომწარმოებელი განმარტავს, ამ თანხიდან 700 ევრო საპენსიო შენატანებისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, კომპანია თავის 270 000 თანამშრომელს მოუწოდებს, მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩაურიცხო.

08 აპრილი 2020, 20:47

COVID19

აჭარაში დღეს გამოკვლეული 27 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში დღეს გამოკვლეული 27 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ანალიზები აღებულია 70-ზე მეტი პირისგან. მათ შორის არის ქობულეთის სამედიცინო ცენტრისა და სოფელ გვარას ამბულატორიის მედპერსონალი, ასევე მათთან კონტაქტში მყოფი პირებიც. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. კონტაქტების დადგენის პროცესი გრძელდება.

მარინა ეზუგბაია

08 აპრილი 2020, 20:27

COVID19

მარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე ქვეყანაში „პლაქვენილის“ მარაგი საკმარისია

ჩვენ პირველებმა დავიწყეთ „პლაქვენილის“ გამოყენება და ამ პრეპარატის გამოყენებას წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ „პლაქველინით“ მკურნალობის შედეგები ყველაზე კარგი იყო. ჩვენმა ხელმძღვანელმაც გადაწყვიტა, რომ თავიდანვე გამოგვეყენებინა „პლაქველინი“ და პირველი დღეებიდანვე, პირველივე პაციენტებიდანვე ჩვენ ვიყენებთ „პლაქვენილს“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.