Imedi.ge /  26 თებერვალი 2020, 15:53 / სანდო წყარო

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

ჯონი ტატუნაშვილი

ჯონი ტატუნაშვილი

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა. ჯონი ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 1993 წლიდან მსახურობს. მისი სამხედრო კარიერა სამხედრო აკადემიიდან იწყება, სადაც 1997 წლამდე სწავლობდა.

1997 წელს ის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სასწავლო ცენტრის ოცმეთაურად, მოგვიანებით კი ასეულის მეთაურად დაინიშნა. 2001-2002 წლებში ჯონი ტატუნაშვილი სპეციალური დანიშნულების ძალების "კომანდოს" ბატალიონის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა. 2003-2005 წლებში სპეციალური დანიშნულების ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მმართველობის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ოფიცერი იყო.

2005-2008 წლებში ჯონი ტატუნაშვილს I ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის, მოგვიანებით კი I ქვეითი ბრიგადის მმართველობის შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2008 წელს ჯონი ტატუნაშვილი სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსად დაინიშნა. 2015 -2016 წლებში ის მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობაზე მსახურობდა, 2016 წელს კი, დასავლეთის სარდლის მოადგილედ დაინიშნა. 2019 წლის დეკემბრიდან ჯონი ტატუნაშვილი დასავლეთ სარდლის მოვალეობას ასრულებდა.

ჯონი ტატუნაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. 2014-2015 წლებში ჯონი ტატუნაშვილი ავღანეთში, ISAF-ის მისიაში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლად მსახურობდა.
პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2022, 09:50

მსოფლიო

21 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 21 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

19 აგვისტო 2022, 09:41

საზოგადოება

დიდ დიღომში ხანძარი იყო

ხანძარი იყო წუხელ დიდ დიღომში. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო მანქანა მუშაობდა.

თამარ ტალიაშვილი

19 აგვისტო 2022, 09:31

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს გეგმაზომიერად; უზრუნველყოფილია ღიაობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის პრინციპები

პარლამენტში ბრიუსელის მოთხოვნებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმშია. მმართველი გუნდმა ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან ერთად უკვე 30-ზე მეტი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრებში საპარლამენტო პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელიც იღებენ მონაწილეობას. მხარეები მიმდინარე პროცესში ერთმანეთს ხედვებს უზიარებენ, რის საფუძველზე უკვე საბოლოო შედეგზე შეჯერდებიან.

19 აგვისტო 2022, 09:21

პოლიტიკა

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას გულისხმობს

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეტ მუშმა მოაწერეს. ცერემონიას თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მთავარი მიზანიც უკრაინაში თურქეთიდან ინვესტიციების მიზიდვა იქნება.

19 აგვისტო 2022, 09:10

საზოგადოება

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა ჩატარდება.

19 აგვისტო 2022, 00:50

მსოფლიო

მედია: რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე „ბელბეკის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის

„ტელეგრამის“ რუსული და ადგილობრივი არხები იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე „ბელბეკის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის.

19 აგვისტო 2022, 00:49

საზოგადოება

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ალექსეი არესტოვიჩი

19 აგვისტო 2022, 00:27

მსოფლიო

არესტოვიჩი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე: არ ვარ კოლექტიური პასუხისმგებლობის მომხრე - ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვარ

გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ყველა რუსისა და ბელარუსისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის იდეას არ ეთანხმება.

19 აგვისტო 2022, 00:02

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ათენში, „აკროპოლისის თასზე“ მეორე თამაშშიც დამარცხდა. ტურნირზე ჩვენი გუნდის მეორე მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველო ანგარიშით 80-67 დამარცხდა.

19 აგვისტო 2022, 00:01

რეგიონი

მდინარე იორში 2 ადამიანს ეძებენ

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

18 აგვისტო 2022, 23:44

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი უკრაინის გვერდით დგას

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

18 აგვისტო 2022, 23:37

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი ფოთში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტებს შეხვდა

,,მაინტერესებს რა მიმართულებით, რა დარგს სწავლობთ, როგორ უყურებთ თქვენი ქალაქის განვითარებას და თქვენი მოსაზრებით რა სჭირდება ამ ქალაქს. ყველას გვესმის, რომ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება აქ და ყველგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ თქვენ ნიკოლაძის თვალით როგორ უყურებთ ამ ქალაქს და რეგიონს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

18 აგვისტო 2022, 23:00

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უმასპინძლეს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

18 აგვისტო 2022, 22:12

სპორტი

„აკროპოლისის თასზე“ საქართველოსა და საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დაიწყო, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ🏀

19 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველო პოლონეთს დაუპირისპირდება, პირველი შეხვედრა კი ნაკრებმა თურქეთთან გამართა და დამარცხდა.

სალომე ზურაბიშვილი

18 აგვისტო 2022, 22:10

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

„ამისთვის ალბათ უნდა გავმართოთ საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა“.

ანტონიო გუტერეში ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვისტო 2022, 21:51

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

ზაალ ანჯაფარიძე

18 აგვისტო 2022, 21:29

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ISFED 7 კვირა არ აღიარებდა, 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლისას დაშვებულ „ტექნიკურ“ შეცდომას, ზუსტად ისე სამოქალაქო სექტორის "ელიტა" გაურბის მათ წიაღში არსებული პრობლემების აღიარებას

დიახ, ისე როგორც ISFED 7 კვირა არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლისას დაშვებულ ვითომ "ტექნიკურ" შეცდომას, ზუსტად ისე სამოქალაქო სექტორის "ელიტა" გაურბის მათ წიაღში არსებული პრობლემების აღიარებას, რის გამოც მათდამი საზოგადოებრიობის ნდობა სწრაფი ტემპით მცირდება.“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვისტო 2022, 21:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ.

18 აგვისტო 2022, 21:17

რეგიონი

პრეზიდენტი ყულევისა და ფოთის ტერმინალებს ეწვია

პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტერეში

18 აგვისტო 2022, 21:00

მსოფლიო

ერდოღანი: არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.