27 თებერვალი 2020, 15:56 / სანდო წყარო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მიღებული ზომების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში.

მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.

ასევე, გაცნობებთ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.

ყველა სიახლე

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 22:20

COVID19

დავით ბაქრაძე: ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ, ვავრცელებთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ

ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ კონკრეტულ შტატებში ტესტირების, ჰოსპიტალებისა და საველეჰოსპიტალების შესახებ, ვავრცელებთ, რათა ჩვენ მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს ამ მოქალაქეებთან ერთად საელჩოს თითოეული თანამშრომლისთვისაც აქტუალურია ის საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას, მათ შორის, მნიშვნელოვანია დიპლომატებისთვის.

01 აპრილი 2020, 22:18

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 45 500-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 45 541 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 912 565 ადამიანი, 191 826 კი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში დაღუპულთა რიცხვმა 13 150-ს გადააჭარბა, ესპანეთში კი 9 053 ადამიანია გარდაცვლილი.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

01 აპრილი 2020, 22:13

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი გავრცელებით გლობალურ დონეზე

მომდევნო რამდენიმე დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს მიაღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ქუთაისის ლაბორატორია

01 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ჩატარებული 16 ანალიზიდან ყველა უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიამ დღეს 16 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, სასტუმრო წყალტუბო პლაზადან სტაციონარში გამოკვლევის ჩასატარებლად ოთხი პაციენტი გადაიყვანეს და ამ დროისთვის სასტუმროში 87 ადამიანი იმყოფება. ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 62 ახალი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც სარფიდან შემოვიდნენ. აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 144 მოქალაქე იმყოფება, საჩხერის კარანტინში 57 პირია, საირმეში კი 192. იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 269 პირი იმყოფება.

ილია მეორე

01 აპრილი 2020, 21:59

საზოგადოება

ილია მეორე: ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩეს სახლში

ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს- ამის შესახებ ილია მეორის მიმართვაში წერია, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 21:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 21:37

COVID19

დავით ბაქრაძე: საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავიარეისის დაგეგმვისთანავე, ყველა საშუალებით გავავრცელებთ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, სრულად იყვნენ ინფორმირებული, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, გარკვეული პირები თუ ორგანიზაციები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და რაღაც პირობების თუ დაპირებების სანაცვლოდ, პირად მონაცემებს ართმევენ ამერიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

01 აპრილი 2020, 21:33

COVID19

Bloomberg: კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია

ჩინეთის მთავრობამ მიზანმიმართულად შეამცირა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს მიაწოდეს.

01 აპრილი 2020, 21:31

COVID19

დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგასთან კორონავირუსის შედეგები და პრევენციული ნაბიჯები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ოლეგ ცულიასთან. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან დააწესა. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მზრუნველობის საკითხს. დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პანდემიის და მისი შედეგების დაძლევის მიზნით გამოყოფილი დახმარების პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.

01 აპრილი 2020, 21:13

ვიდეო

საქართველოს ტერიტორიაზე კომენდატის საათი მოქმედებს

01 აპრილი 2020, 21:12

ვიდეო

ვარსკვლავები თვითიზოლაციაში

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

"მიკროავტობუსის" შეთავაზება კომპანიებს

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

დახმარება რეგიონის მოსახლეობას

ცხელების ცენტრი

01 აპრილი 2020, 21:09

COVID19

დღეიდან ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო. დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებისგან ეპიდემიოლოგიური და დაავადების ანამნეზის შეგროვება, ტრიაჟი, 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

01 აპრილი 2020, 21:08

ვიდეო

აშშ-მა გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაუსწრო

01 აპრილი 2020, 21:08

ვიდეო

COVID 19 - ვითარება რუსეთში

დონალდ ტუსკი

01 აპრილი 2020, 21:05

COVID19

დონალდ ტუსკი: ამ პანდემიის ჟამს უფრო მეტი ევროპა გვჭირდება

პანდემიის ეს ჟამი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული გამოცდაა ევროპული სოლიდარობისთვის, - განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.

01 აპრილი 2020, 21:01

ვიდეო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში ისევ გაიზარდა

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 20:59

COVID19

დავით ბაქრაძე: აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს 10-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული

ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს 10-მდე მოქალაქეა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, რაც საკონსულოს აქვს. რამდენიმე ელოდება ტესტის პასუხს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკაში მცხოვრების საქართველოს ყველა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას და ასეთ დროს ეს კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

01 აპრილი 2020, 20:58

ვიდეო

კონსულტაცია დიპლომატებთან