imedi /  04 მარტი 2020, 18:47 / სანდო წყარო

ფიროსმანის ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა

ნიკო ფიროსმანის ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ფიროსმანის ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა.

„2011 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2012 წლის 23 მაისს მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. 2012 წლის 24 მაისს, სისხლის სამართლის N009271011001 საქმიდან გამოიყო მ.შ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის N009240512001 საქმე, რომელზეც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მ.შ.-ს მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, ხოლო ფერწერული ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა.

2015 წლის 6 მარტს დ.ა.-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის N009271011001 საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.

2017 წლის 17 ნოემბერს, სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოითხოვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მ. შ.-ს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით, გაუქმდა მის მიმართ 2012 წლის 5 ივნისს დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

2019 წლის 6 მარტს, დ.ა-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის №009271011001 საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დ.ა.-ს კანონიერ მემკვიდრეს ნ.ა.-ს მიეცა შესაძლებლობა სამოქალაქო სარჩელით მიემართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის და აღნიშნული ფერწერული ტილოს საკუთრებაში დაბრუნება მოეთხოვა. ხსენებული სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად 2020 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოსარჩელე ნ.ა ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კანონიერ მესაკუთრედ ცნო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა“ - ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.

23 ნოემბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

PACE: საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

თემურ ქეცბაია

23 ნოემბერი 2020, 22:05

სპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.

ლევან რატიანი

23 ნოემბერი 2020, 21:51

COVID19

ლევან რატიანი: თუ ერთმანეთზე მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ

„ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ნოემბერი 2020, 21:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედს იძლევა.

23 ნოემბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტი: საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ლევან ბერძენიშვილი

23 ნოემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მომხრეებზე განცხადების გამო, ლევან ბერძენიშვილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკრიტიკებს

ლევან ბერძენიშვილი „მთავარ არხთან“ გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდეს. „ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, - ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ მომხრეების შესახებ გაკეთებული განცხადება „ქრონიკასთან“ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე

23 ნოემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე: გაუგებარი საქციელია, როცა პარტიული კუთვნილების გამო მთელ ერს შეურაცხყოფ

„გაუგებარი საქციელი არ არის მთლად კარგი და მისასალმებელი რამ, პარტიამ ასეთ დღეში არ უნდა ჩაგაგდოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევენ, არ აგინებენ ერთმანეთს, აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაევროპული და სამწუხაროდ, არავაჟკაცური საქციელია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.