ხაშურში ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს

ფოტო: არქივი
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს-1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
„პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო. პოლიციამ მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში.
ექიმების თქმით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. „ნაკვეთი ჭრილობები აქვს გულმკერდისა და მუცლის არეში, პაციენტს ახლა უტარდება ოპერაცია და შემდგომ დეტალებზე საუბარი მისი დასრულების შემდეგ შეგვეძლება“- განაცხადა ხაშურის კლინიკის დირექტორმა კახა ხელაძემ.
ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2023, 08:18
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა
ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა, რომელსაც უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის მიზეზი მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა გახდა.

29 ნოემბერი 2023, 08:01
თავდაცვა
დღეს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შედატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ
დღეს პარლამენტში, თავდაცვის კოდექსში შედატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს და ის სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

29 ნოემბერი 2023, 02:48
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 02:30
LIVE ისრაელი
CNN: „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 02:10
მსოფლიო
BFMTV: პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო
პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 01:53
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 01:24
LIVE ისრაელი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის.

29 ნოემბერი 2023, 01:05
მსოფლიო
Rai News: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპი დუბაიში გაეროს კლიმატის სამიტს არ დაესწრება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპი ფრანცისკე დუბაიში გაეროს კლიმატის სამიტს არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური Rai News-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 00:43
მსოფლიო
Le Figaro: ბურკინა-ფასოში, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ბურკინა-ფასოში, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 00:42
საზოგადოება
ეკა სეფაშვილი: მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი განათლების მორგება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან, ბაზრის შემდგომი განვითარების განჭვრეტა და ამ მიმართულებით უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება
„მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და გიორგი ამილახვარს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა.

29 ნოემბერი 2023, 00:24
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე
ალუდა ღუდუშაურის თქმით, ის რეფორმები, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა, რევოლუციური და შთამბეჭდავია.

29 ნოემბერი 2023, 00:15
მსოფლიო
The Wall Street Journal: ევროპა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ცუდ დროს განიცდის
ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მომავალი წლის მარტისთვის უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის, თუმცა მიწოდება ყოვნდება, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ „უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული“, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ევროპა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ცუდ დროს განიცდის.

29 ნოემბერი 2023, 00:14
საზოგადოება
ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თსუ-ში კავკასიოლოგიის კათედრაზე მოქმედებს როგორც აზერბაიჯანის ისტორიის, ასევე ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

29 ნოემბერი 2023, 00:09
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია
არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა.

28 ნოემბერი 2023, 23:49
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიცალა პოლიტიკური გავლენებისგან და იქ დაბრუნდა განათლება
რეფორმები, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სექტორში ხორციელდება, ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. უახლოეს პერიოდში კი ამ ორ სექტორს დაემატება არანაკლებ მნიშვნელოვანი სექტორი - ახალგაზრდობის სფერო, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

28 ნოემბერი 2023, 23:21
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე
ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

28 ნოემბერი 2023, 23:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას
28.5 მილიარდი ლარიდან 2.5 მილიარდი ლარი იქნება განათლების და მეცნიერების სექტორზე დახარჯული. ეს არის ოთხჯერ მეტი იმ ბიუჯეტზე, რაც განათლების სისტემაში იყო 2012 წელს. დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

28 ნოემბერი 2023, 23:04
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა დეკემბერში ღირსეულად ვიზეიმებთ
ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარია. სფერო და დარგი არ დარჩენილა, სადაც ბიუჯეტის ზრდა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ბოლო სამი წელიწადია სტაბილურად იზრდება. მხოლოდ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა კონსერვატიულად 5%-ზეა დაგეგმილი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 85 მილიარდი ლარი იქნება, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

28 ნოემბერი 2023, 22:19
მსოფლიო
ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

28 ნოემბერი 2023, 22:09
პოლიტიკა
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ, რომელიც მადრიდში გაიმართა დეკლარაცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.