Imedi /  06 მარტი 2020, 14:42 / სანდო წყარო

პროკურატურა ცხრა ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებულ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ცხრა ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც, როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, თითოეულ საქმეზე მოიპოვეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტები.

2011 წელს გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, დავით ზირაქაშვილი და ზურაბ დათუკიშვილი გაასამართლეს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დადგენილი წესის დარღვევით გადატანის მომზადებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. თავდაპირველად, გამოძიება აღნიშნულ პირებს ედავებოდა, რომ 2010 წლის ზაფხულიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი გაიოზ ჯავახიშვილი და ხვიჩა კურტანიძე აპირებდნენ მათ ხელთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანაშვილის აბრაზე შესრულებული ნახატის „კახური ღვინო-ს“ 500 000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებას, სათანადო ნებართვის გარეშე. აღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მათ დასახმარებლად მიმართეს მეგობრებს - იურიდიული მომსახურების ცენტრის დამფუძნებლებს გელა სანიკიძესა და ალექსანდრე ფურცხვანიძეს, რომლებიც, თავის მხრივ დაუკავშირდნენ ადვოკატ დავით ზირაქაშვილს და მის მეგობარს იურისტ ზურაბ დათუკიშვილს, რომელთა დახმარებითაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ნამუშევრის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადატანა და შემდგომში გასხვისება.

აღნიშნული ბრალდებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებულნი იქნენ: გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, დავით ზირაქაშვილი და ზურაბ დათუკიშვილი, რომლებთანაც 2011 წელს გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები, სხვადასხვა სასჯელებზე შეთანხმებით.

2010 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი - გიორგი შერაძე, მისი პირველი მოადგილე - შოთა მაისურაძე და მოადგილე - გურამ ჩიჩუა. მათ მსჯავრი დაედოთ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სესხის ნაწილის - 2 138 300 ლარის გაფლანგვისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით - გიორგი შერაძე, შოთა მაისურაძე და გურამ ჩიჩუა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ პირებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმების სანაცვლოდ.

რაც შეეხება ნიკოლოზ კიკვილაშვილს, მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2008 წლის 11 ივნისს, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „იასონას სასადილოსთან“ ნიკოლოზ კიკვილაშვილი იმყოფებოდა (შემდგომში პოლიტპატიმრად ცნობილ) თემურ ნაოჭაშვილთან ერთად, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. 2009 წლის 19 მარტს ნიკოლოზ კიკვილაშვილი გასამართლებული იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისთვის და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აბრაზე შესრულებული ნახატი „კახური ღვინო“ არასდროს ყოფილა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი, რასაც ბრალდების ძირითადი არგუმენტი ემყარებოდა, ასევე არ ჰქონია ადგილი მისი საზღვარგარეთ გატანისა და გასხვისების მცდელობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნამუშევარს არ ჩატარებია სათანადო ექსპერტიზა და შესაბამისად, ბრალდების პირვანდელი ვერსია, თითქოსდა ნახატი შესრულებული იყო ფიროსმანის მიერ, მხოლოდ ცალკეულ სპეციალისტთა მიერ ვიზუალური დათვალიერებით შექმნილ მოსაზრებას ეყრდნობოდა.

გ.შერაძის, შ.მაისურაძის და გ.ჩიჩუას მსჯავრდების საქმეების ხელახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ მათ მიერ ადგილი არ ჰქონია ჩატარებული სამუშაოების პროცესში, გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და გაფლანგვას. უფრო მეტიც, მათ მიერ მასალების შეძენა განხორციელდა არსებულ საბაზრო ფასებზე ნაკლებ ფასად, ხოლო ხარისხი და ელექტროგადამცემი სადენების ტექნიკური მახასიათებლები, რიგ შემთხვევებში აღემატებოდა პროექტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, რაც თავის მხრივ, შეთანხმებული იყო დამკვეთთან.

რაც შეეხება ნიკოლოზ კიკვილაშვილს, მის საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ დაკავების ადგილზე არ მომხდარა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების შედგენა. ასევე, სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა მისი და თემურ ნაოჭაშვილის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მათი მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ფაქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიტპატიმარ თემურ ნაოჭაშვილის მიმართ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და სრულად გაიზიარა ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები.

საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ცხრავე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად შელახული სამართლებრივი უფლებები აღუდგა 335 მოქალაქეს.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 00:59

ტაბლოიდი

ინდოეთში 14 წლის ვუნდერკინდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო

ინდოეთში, ქალაქ ჰაიდარაბადში მცხოვრებმა 14 წლის მოზარდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შესახებ Newsflare იუწყება. აგსტია ჯაისვალი ჰაიდარაბადში ოსმანთა უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა. ის აცხადებს, რომ პირველი სტუდენტია, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი 14 წლის ასაკში მიიღო.

29 ნოემბერი 2020, 00:50

ტაბლოიდი

კენიაში კაცი ბალზამირების დროს გაცოცხლდა

კენიაში, კაცი მორგში ბალზამირების პროცედურის დროს გაცოცხლდა. ამის შესახებ New York Post-ი გამოცემა The Standart-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, 32 წლის პიტერ კიგენი კლინიკაში კუჭის პრობლემებისგან გამოწვეული კომატოზური მდგომარეობით კლინიკაში მიიყვანეს. კიგენის ძმის განცხადებით, მას ერთ-ერთმა მედდამ აცნობა, რომ პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან კინგის ძმას გადასცა შესაბამისი საბუთები, ნათესავებმა გარდაცვლილის ცხედარი მორგში გადაასვენეს.

ქეთევან ბუბუტეიშვილი

29 ნოემბერი 2020, 00:25

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძის მეუღლე: ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან, ძალიან სამწუხაროა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი მედიაში გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს.

ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თუ ხელისუფლება მოდის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, მე გავცვლიდი ამას ბოიკოტში

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ბოიკოტი, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანში დააბარტერო. „მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, - ამის შესახებ ჯაფარიძემ „ზუმში“ ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა.

კალათბურთი

28 ნოემბერი 2020, 23:40

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე შეხვედრა მოიგო

ქართველმა კალათბურთელებმა ფინეთის ნაკრები სტუმრად, ანგარიშით 91:85 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 23:22

COVID19

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მუშაობდა. COVID-19- ის დიაგნოზით დაიღუპა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალიც. პაციენტი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში იყო მოთავსებული.

28 ნოემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კახეთი

28 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ინფიცირებულია. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა-33, გურჯაანი-36, დედოფლისწყარო -16, თელავი -44, ლაგოდეხი- 58, საგარეჯო-12, სიღნაღი -9 და ყვარელი-28.

სანდრო მამუკელაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:37

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ში ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

მან 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მამუკელაშვილისთვის ეს სტუდენტურ ლიგაში რიგით მერვე ორმაგი დუბლია. მომდევნო შეხვედრას "სეტონ ჰოლი" 2 დეკემბერს, "როდ აილენდთან" გამართავს.

ფრანჩესკო ტოტი

28 ნოემბერი 2020, 22:29

სპორტი

ფრანჩესკო ტოტი: მგონია, რომ იბრაჰიმოვიჩი 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს

„მგონია, რომ 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს“, - ასე ახასიათებს ფრანჩესკო ტოტი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება

„პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სასურსათო ჯაჭვში არ ყოფილა წყვეტა და არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ ყოფილა. ჩვენ არ გვინახავს ცარიელი დახლები“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:55

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ შევანელეთ, ამას კარგად მომზადებულ სისტემაც ვერ გაუძლებს

„თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ დავაგდეთ, გერმანიიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მხოლოდ რამდენიმე დღეს მოვიგებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 21:40

ეკონომიკა

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან და კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით ვრცელდება. „ენკა“ 63-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

კახი კავსაძე

28 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

კახი კავსაძე კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:06

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: დღეს ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას

აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ ახალი შეზღუდვების დაწესებას ერთადერთ სწორ გამოსავლად მიიჩნევს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, რამდენად შევძლებთ ამ რეგულაციების აღსრულებას, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ორ კვირაში უნდა გვქონდეს კლება.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 21:00

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა სქემით შენარჩუნდება პურის ფასი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განმარტა თუ როგორ მოხდება პურის ფასის სუბსიდირება. დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებს პურზე ფასის სუბსიდირების რამდენიმე სქემა შესთავაზა.

28 ნოემბერი 2020, 20:34

სპორტი

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა

„ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „პარალიმნს“ 4:2 მოუგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი თავი მე-13, 53-ე, და 73-ე წუთებზე გამოიჩინა. სამიდან ორ შემთხვევაში ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მის გარდა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 20:27

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა

„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 19:30

სამართალი

სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.