imedi /  10 მარტი 2020, 09:10 / სანდო წყარო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბანკი ქართუს“ საქმეზე მსჯავრდებული ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს „ბანკი ქართუს“ საქმეზე მსჯავრდებული ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც „ქრონიკას“ ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა, განხილული იქნება დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.

„როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურორმაც გაასაჩივრა და ითხოვს, რომ იმ მუხლში რომელშიც ნიკა მელია უდანაშაულოდ ცნეს, გამტყუნდეს და შესაბამისი სასჯელი დაენიშნოს. დაცვის მხარემ გავასაჩივრეთ ის მუხლი, რომელშიც გამტყუნდა და ჯარიმა დაეკისრა. სასამართლო იმ მტკიცებულებებზე იმსჯელებს, რაც გამოკვლეულია. ჩვენი პოზიცია ემყარება იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ნიკა მელიამ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა. იმედი მაქვს, რომ სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს და ნიკა მელიას სრულად უდანაშაულოდ ცნობს“. - აღნიშნა ადვოკატმა.

პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.

2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გამოძიება ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მიზნით შეთანხმებულ და ორგანიზებულ ქმედებებში ადანაშაულებდა.

ნიკა მელიას ბრალი 332-ე მუხლით (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 205-ე მუხლით (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით) ჰქონდა წარდგენილი. პირველი მუხლით სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, მეორე მუხლით კი გაამართლა.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ის სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა. ამასთან ერთად, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 21:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კორონავირუსის 8-დან 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს

რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ გვაქვს, სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი.

26 ნოემბერი 2020, 21:49

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

მარინა კალიურანდი

26 ნოემბერი 2020, 21:30

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ქართველმა ხალხმა არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მოუსმინოს

ჩემი რჩევა ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუსმინოს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს უნდა მოუსმინოს“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 21:25

მსოფლიო

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

26 ნოემბერი 2020, 21:07

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 555 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 555 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 498 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

26 ნოემბერი 2020, 21:04

საზოგადოება

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება.

მარინა კალიურანდი

26 ნოემბერი 2020, 20:53

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ, შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში

ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია- ძალიან გთხოვთ აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და ძალიან გთხოვთ შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

26 ნოემბერი 2020, 20:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 003 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 822 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 20:46

საზოგადოება

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო

დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 20:36

COVID19

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ მომენტისთვის ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 3 148-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტი კა ასეთია: ახმეტის მუნიციპალიტეტში -21, თელავში - 37, ყვარელში - 4, ლაგოდეხში - 47, გურჯაანში - 21, სიღნაღში - 2, დედოფლისწყაროში - 21, საგარეჯოში - 16.

დონალდ ტრამპი

26 ნოემბერი 2020, 20:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენს არანაირად არ შეეძლო 80 მილიონი ხმის მიღება - 100%-ით გაყალბებული არჩევნები იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ ეჭვის ქვეშ დააყენა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

26 ნოემბერი 2020, 20:01

რეგიონი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, „ქუთაისის უნივერსიტეტი" ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე - „მედია და ქალთა ძალადობა“ 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება.

ბექა დოჭვირი

26 ნოემბერი 2020, 19:50

COVID19

ბექა დოჭვირი: ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი

ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ანუ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისივე თქმით, ორთვიანი გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულია როგორეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი.

26 ნოემბერი 2020, 19:43

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

მიხეილ დაუშვილი

26 ნოემბერი 2020, 19:32

COVID19

მიხეილ დაუშვილი: შეზღუდვები წერტილოვანია და საუბარი არ არის სისტემურ ლოქდაუნზე

„დღეს ჩვენ ვდგავართ ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე - ვიზრუნოთ ჩვენს მოქალქეებზე, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ამასთანავე ვიზრუნოთ ეკონომიკასა და ბიზნესზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს არის წერტილოვანი და საუბარი არ გვაქვს სისტემურ ლოქდაუნზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს ორთვიანი შეზღუდვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. შეზღუდვებთან ერთად, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავა ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება. ცხადია, გვესმის, რომ თითოეული ეს შეზღუდვა მძიმეა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე სავაჭრო ცენტრებისთვის და ბაზრობისთვის, ასევე ტურიზმის ცენტრებისთვის, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს ვირუსის შეჩერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

26 ნოემბერი 2020, 19:21

COVID19

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ნოემბერი 2020, 19:09

მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს

აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი.

26 ნოემბერი 2020, 18:57

მსოფლიო

ანკარის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 337 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ანკარის სასამართლომ თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 337 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ბექა ლილუაშვილი

26 ნოემბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: აუცილებელია, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ბიზნესს ეკონომიკური წნეხი უნდა შევუმსუბუქოთ

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაა ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მძიმეა, მაგრამ მართვადი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ანგელა მერკელი

26 ნოემბერი 2020, 18:32

COVID19

ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის.