Imedi /  10 მარტი 2020, 14:17 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერთაღლითობის საქმე გახსნა

შს სამინისტრო

შს სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინოსტრომ კიბერდანაშაული გახსნა. საკითხი ეხება სხვადასხვა მოქალაქეების ანგარიშებიდან თაღლითური სქემით დიდი ოდენობის თანხების მოხსნის საქმეს, რომელშიც ასობით დაზარალებული ფიგურირებს, უკანონოდ მითვისებულო თანხის ოდენობა კი 42 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

სპეციალური ბრიფინგი ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ვარლამ მალანიამ გამართა.

სამართალდამცველებმა მოქალაქეების კუთვნილი თანხების დაუფლებისთვის 4 პირი თბილისსა და ბათუმში დააკავეს.

მისი ინფორმაციით, ბრალდებულები დაზარალებულების პირად მონაცემებს იპარავდნენ და ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით მათ სოლიდურ თანხებს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.

სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ორი პირი - ე.ვ. და დ.ჭ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ.

დაკავებულების მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა, ჯამში, 20 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, კიდევ ორი პირი - 1999 წელს დაბადებული - გ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხოლო 1996 წელს დაბადებული რ.კ. - ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - რ.კ-მ, 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტ-კაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული, 11 მოქალაქის კუთვნილი, ონლაინ ტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინ-ტოტალიზატორების ანგარიშებზე დაფიქსირებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტსაიტების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხები გ.ბ.-ს მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს.

დაკავებულებმა დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინ ტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვა შესაძლო დაზარალებული პირების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ბრძოლას მსგავსი სახის დანაშაულების წინააღმდეგ, რათა მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები, ასევე, ქვეყნის საბანკო სექტორი და მისი მომხმარებელ მაქსიმალურად იყოს დაცული“ - განაცხადა ვარლამ მალანიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2023, 10:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შევქმნათ ძლიერი ქართველოლოგიის ინსტიტუტი, სადაც მეცნიერებისა და განათლების სიმბიოზი მოგვცემს საშუალებას, აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა კარგ ქართველებად

„მოგმართავთ წინადადებით, დავაფუძნოთ ქართველოლოგიის ინსტიტუტი, რომლის საფარქვეშ გაერთიანდება მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა, მაგალითად, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულება, პალეოანთროპოლოგია, ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა, ხელნაწერთა ინსტიტუტი თავისი უძვირფასესი საგანძურით და სხვა. ეს დარგები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს მათ განვითარებას“.

ალექსეი არესტოვიჩი

29 ნოემბერი 2023, 09:55

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: ბევრი ამბობდა ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?

მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, როგორ მოხდა ისე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების შეწყვეტა. მე მახსოვს ბევრი ემოციური საუბარი, რომ ბუჩის შემდეგ ასე არ შეიძლება. მაგრამ მახსოვს, რომ რუსული მხარე ჯერ კიდევ სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრობდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.

29 ნოემბერი 2023, 09:31

კულტურა

ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში ფესტივალი „უშანგი“ დაიწყო

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ რეჟისორმა ვატო ჯუღელმა უშანგი ჩხეიძის დაბადებიდან 125 წლისთავს მიუძღვნა. ზესტაფონის თეატრმა წელს 85-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი გახსნა. ფესტივალის თემაა შექსპირი, როგორც უშანგი ჩხეიძის „ჰამლეტის“ ლეგენდარული სახის პატივგება ქართულ სცენაზე.

თეა ახვლედიანი

29 ნოემბერი 2023, 09:17

საზოგადოება

თეა ახვლედიანი „შერიგების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.

29 ნოემბერი 2023, 08:39

სამართალი

კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

კაცი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილს, ის საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

29 ნოემბერი 2023, 08:28

მსოფლიო

ბრიუსელში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. ორდღიან მინისტერიალზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ ღაზის, ჩინეთისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებზე.

ჟოზეფ ბორელი

29 ნოემბერი 2023, 08:18

მსოფლიო

ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა

ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა, რომელსაც უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის მიზეზი მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა გახდა.

29 ნოემბერი 2023, 08:01

თავდაცვა

დღეს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ

დღეს პარლამენტში, თავდაცვის კოდექსში შედატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს და ის სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

რუსლან სტეფანჩუკი

29 ნოემბერი 2023, 02:48

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 02:30

LIVE ისრაელი

CNN: „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი

29 ნოემბერი 2023, 02:10

მსოფლიო

BFMTV: პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო

პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 01:53

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

29 ნოემბერი 2023, 01:24

LIVE ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის.

რომის პაპი ფრანცისკე

29 ნოემბერი 2023, 01:05

მსოფლიო

Rai News: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპი დუბაიში გაეროს კლიმატის სამიტს არ დაესწრება

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპი ფრანცისკე დუბაიში გაეროს კლიმატის სამიტს არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური Rai News-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 00:43

მსოფლიო

Le Figaro: ბურკინა-ფასოში, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ბურკინა-ფასოში, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

29 ნოემბერი 2023, 00:42

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი განათლების მორგება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან, ბაზრის შემდგომი განვითარების განჭვრეტა და ამ მიმართულებით უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება

„მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და გიორგი ამილახვარს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა.

ალუდა ღუდუშაური

29 ნოემბერი 2023, 00:24

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ის რეფორმები, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა, რევოლუციური და შთამბეჭდავია.

29 ნოემბერი 2023, 00:15

მსოფლიო

The Wall Street Journal: ევროპა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ცუდ დროს განიცდის

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მომავალი წლის მარტისთვის უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის, თუმცა მიწოდება ყოვნდება, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ „უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული“, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ევროპა საბრძოლო მასალის ნაკლებობას ცუდ დროს განიცდის.

29 ნოემბერი 2023, 00:14

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თსუ-ში კავკასიოლოგიის კათედრაზე მოქმედებს როგორც აზერბაიჯანის ისტორიის, ასევე ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ შეგვიძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

არჩილ თალაკვაძე

29 ნოემბერი 2023, 00:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია

არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა.