imedi /  13 მარტი 2020, 17:10 / სანდო წყარო

შსს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირები თბილისში, აჭარის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდნენ. სამართალდამცველებმა ისინი იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

„სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოვლინდნენ დამრღვევი პირები, რომლებიც გადაყვანილი არიან იძულებით საკარანტინო ზონაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ ამ რეგულაციებს.

კონტროლისა და მონიტორინგის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას და აფრთხილებს.

ასევე, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს საკარანტინო ზონების მონიტორინგსა და დაცვას.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით (https://www.police.ge) და მომსახურების სააგენტოს (https://www.sa.gov.ge), ერთიანი მომსახურების ცენტრებს (ტელეფონი: 2414242) და მიგრაციის დეპარტამენტს (ტელეფონი: 2419607; 2419634; ელ.ფოსტა: migration@mia,gov.ge) მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაძლო სტრუქტურული ერთეული, რომლებსაც შესაძლებლობა გააჩნია, გადაყვანილია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა ბორცვაძემ.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 20:16

COVID19

პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ნოემბერი 2020, 20:12

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი შესაძლო შეზღუდვებზე: ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს

გვესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თეიკო ლომინაძე

25 ნოემბერი 2020, 20:11

COVID19

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი: რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად ირიბადაც აისახება ეკონომიკაზე შეზღუდვების გარეშე, ამიტომ მკაცრი, დამატებითი რეგულაციები ისევ არის გარკვეულად გადარჩენის გზა

ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შესაძლო გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით შეზღუდვები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ რითეილის სექტორს გვეხება ვიცოდეთ წინასწარ, რომ შევძლოთ დაგეგმვა. ეს იყო ძალიან ღია დიალოგის რეჟიმი, - ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი კვარაცხელია

25 ნოემბერი 2020, 20:07

ეკონომიკა

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი: ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ

„ეს დღეები აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესი რთულ პირობებში ჩავარდება ნებისმიერი შეზღუდვით, თუმცა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ. ვიმედოვნებთ, რომ შეზღუდვები იქნება ადეკვატური იმისა, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს,“- განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

ირაკლი გაგნიძე

25 ნოემბერი 2020, 20:04

ეკონომიკა

„ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი: რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, უფრო მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდვითარებისთვის

„ამ ეტაპზეც გავაჟღერეთ რამდენიმე ინიციატივა რაზეც იყო რეაგირება, ველოდებით, რომ მოხდება იმ თემების გათვალისწინება რაც გვაწუხებს, საბოლოო ჯამში, რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, უფრო მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდ-ვითარებისთვის და შესაბამისად, უფრო კარგად განვითარდება მოვლენები,“- განაცხადა „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა.

სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი 2020, 19:59

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: არ უნდა დავივიწყოთ ქალები და გოგონები, რომლებიც ძალადობის წინაშე დგანან, ვიდრე ვსაუბრობთ უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, ერთიც კი ზედმეტად ბევრია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის – UN Women ორგანიზებით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას აღნიშნა, რომ COVID-19-მა ჩვენი ქვეყნები და საზოგადოებები მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა.

გიორგი ვაშაძე

25 ნოემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციაში უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციაზე, თუმცა ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან

„ჩვენ ოპოზიციაში ერთიანად უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციაზე, თუმცა ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან მესამე რაუნდზე. ჩვენი ახლანდელი პოზიცია არ იცვლება: ეს არის რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო რეფორმა“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

25 ნოემბერი 2020, 19:56

პოლიტიკა

საქართველო ბუნდესტაგზე განხორციელებული კიბერშეტევისთვის რუსეთის სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა

საქართველო 2015 წელს ბუნდესტაგზე განხორციელებული კიბერშეტევისთვის რუსეთის მოქალაქეებისა და სტრუქტურებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

ალეკო ელისაშვილი

25 ნოემბერი 2020, 19:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ

მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.​ „აშკარად არის პროგრესი, ეს შემიძლია ვთქვა. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს, პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინ დღეებში. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ, ეს არის ფაქტი. დეტალებს ვერ მოვყვები. ტენდენცია არის პოზიტიური. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა კრიზისის სიღრმე, გააცნობიერა როგორი ზამთარი გველის. პერსპექტივა იმის, თუ როგორი სამარცხვინო იქნება ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

კახა კალაძე

25 ნოემბერი 2020, 19:50

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს

მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადი კონტროლდება და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება, - დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს. კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოიყვანს.

25 ნოემბერი 2020, 19:46

COVID19

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, COVID-19 აღმოაჩნდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (N10 დაწესებულების ბაზაზე არსებული საკარანტინო სივრცე) სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს.

ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი 2020, 19:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება

როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შეუწყდებათ თუ არა იმ პარტიებს დაფინანსება, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება.

25 ნოემბერი 2020, 19:27

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 19:19

თავდაცვა

საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიება მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 23-27 ნოემბერს, საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში, მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიება, რომელიც შედგება „Hunt the Hacker” სწავლებისა და ტექნიკური სავარჯიშო „CRX” ისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კალაძე

25 ნოემბერი 2020, 19:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს

ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვისმენდით მანიპულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ უბნებზე გაყალბებები მოხდა. ეს ძალიან დიდი ტყუილია, რისი დასტურიც არის ის, რომ ჩვენ მათ შევთავაზეთ 1 500-მდე უბნის გახსნა და გადათვლა, რის შემდეგაც ისინიც და ყველა, ვისაც კითხვის ნიშანი ჰქონდა, დარწმუნდებოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა. მათ ეს არ ისურვეს, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ამილახვარი

25 ნოემბერი 2020, 19:04

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: მზად ვართ, ყველა ხარვეზი თუ რეკომენდაცია, რაც არსებობს იქნას გამოსწორებული, რომ მომავალ არჩევნებს უკეთესი მოცემულობით შევხვდეთ

ხელახალი არჩევნების მიღმა ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა რეკომენდაციაზე, რაც ამ ეტაპზეა ასახული დამკვირვებლების ანგარიშებში და საბოლოო ანგარიშებშიც ვიხილავთ. ყველა ხარვეზზე, რაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა, სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ ამ საკითხების ირგვლივ მოხდეს მოლაპარაკება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ჰასან როუჰანი

25 ნოემბერი 2020, 19:01

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: მადლობა ღმერთს, რომ მსოფლიომ ტრამპი მოიშორა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ კმაყოფილება გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამარცხების გამო.

25 ნოემბერი 2020, 18:55

რეგიონი

მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა.

გრისოლ ვაშაძე

25 ნოემბერი 2020, 18:51

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: ყველა მოთხოვნა ძალაშია

ეს მოლაპარაკებები არ არის, ეს არის კონსულტაციები, ჩვენს ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა სივრცე იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რამე შეთანხმება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

25 ნოემბერი 2020, 18:44

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის მხრიდან საფრთხე უფრო აშკარა გახდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე უფრო აშკარა გახდა და ნატომ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს.