imedi /  20 მარტი 2020, 10:43 / სანდო წყარო

ომბუდსმენმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს შეჩერდეს იმ ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას. ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

2019 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით, სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

2020 წლის 17 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის თანამდებობაზე წარმოშობილ ვაკანსიაზე, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა დაიწყო.
საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ ამ პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავს კანდიდატების შერჩევის პროცესის თვითნებურად წარმართვისა და მონაწილე კანდიდატთა კონსტიტუციური უფლების შეუქცევადი დარღვევის საკმაოდ მაღალ საფრთხეს. აღნიშნული რისკების შესახებ ასევე მითითებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არაერთ დოკუმენტში. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია სადავო ნორმების შეჩერება, რაც ავტომატურად მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გააჩერებს.

სწორედ ამის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმატიული აქტების შეჩერების მოთხოვნით. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად იმსჯელებს აღნიშნული საკითხის თაობაზე“, - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

სანდრო რაქვიაშვილი

19 აპრილი 2021, 13:19

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ მიერ წარდგენილ ერთ პუნქტს მაინც დაეთანხმება, კონკრეტული კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ

„ნებისმიერ კანონს, რომელსაც პარლამენტში გაიტანენ და კენჭისყრაზე დააყენებენ, დასჭირდება უამრავი სამუშაო პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან... ესაა პროცესი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ. თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ მიერ წარდგენილ ერთ პუნქტს მაინც დაეთანხმება და ეს კანონი გავა კენჭისყრაზე, ჩვენ შევალთ და დავაჭერთ ღილაკს, კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. ჯერ უნდა შეიქმნას კანონპროექტი, გავიდეს კენჭისყრაზე და მხოლოდ მას შემდეგ ჩავერთვებით კენჭისყრაში“, - აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე

19 აპრილი 2021, 13:13

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ.

19 აპრილი 2021, 13:12

პოლიტიკა

„გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

მანამდე მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 13:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რურუაზე: თუ პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ შეწყალების აქტი გამოსცეს, ამასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას არ გამოვთქვამთ

„ორი ინსტრუმენტი იყო შემოთავაზებული: ამნისტია, რასაც არ განვიხილავთ და შეწყალება. დოკუმენტზე პოტენციურად ხელმომწერ არცერთ სუბიექტს არ აქვს შეწყალების უფლებამოსილება, ამიტომ ამაზე შეთანხმება გაუგებარი იქნებოდა. თუკი პრეზიდენტი თავად ჩათვლის საჭიროდ, შეწყალების აქტი გამოსცეს, ამასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას არ გამოვთქვამთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსეი ნავალნი

19 აპრილი 2021, 13:10

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

ნათია თურნავა

19 აპრილი 2021, 13:07

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

19 აპრილი 2021, 13:05

მსოფლიო

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება

სირიის სახალხო ასამბლეამ (პარლამენტმა) საპარლამენტო არჩევნები 26 მაისს ჩანიშნა, - ამის შესახებ Anadolu ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. კანდიდატებს განაცხადების წარდგენა დღეიდან 28 აპრილამდე შეუძლიათ.

19 აპრილი 2021, 13:00

საზოგადოება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლს ვამკაცრებთ, - ამის შესახებ განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

19 აპრილი 2021, 12:56

COVID19

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა.

19 აპრილი 2021, 12:54

პოლიტიკა

„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

19 აპრილი 2021, 12:44

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 809 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 809 004 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 481 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრიუს კუბილიუსი

19 აპრილი 2021, 12:43

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას შეთანხმებისკენ, კომპრომისისა და ხელის მოწერისკენ. შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2021, 12:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც ბოდვაა

მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ახალ ვერსიასაც არ აწერს ხელს.

აკაკი მინაშვილი

19 აპრილი 2021, 12:32

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ახალ წინადადებას ხელს არ აწერს

„ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის არასწორი მიდგომა, თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდენს. ამიტომ ჩვენთვის არის მიუღებელი“, - აღნიშნა მინაშვილმა.

19 აპრილი 2021, 12:26

თემა

ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს. ამის შეცვლას უკვე თავად მემკვიდრე ლორდებიც კი მოითხოვენ

ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა - ლორდთა პალატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკანონმდებლო ორგანოა. მასზე უფრო მეტი წევრი მხოლოდ ჩინეთის საერთო სახალხო წარმომადგენლობაშია. ლორდთა პალატაში ყოველი მეათე ლორდი იქ მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მის შორეულ წინაპარს ოდესღაც მეფემ მიწა და ტიტული უბოძა. მემკვიდრე ლორდის გადაყენება შეუძლებელია, გარდაცვალების შემთხვევაში კი მისი ჩანაცვლება მხოლოდ იმავე პარტიის წევრს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ყველა მემკვიდრეობით პერი არის კაცი და არც თუ ისე ახალგაზრდა. ბრიტანულ საზოგადოებაში, პარლამენტსა და თავად ლორდთა პალატაშიც (მათ შორის, XIII- XIV საუკუნეების ტიტულების მფლობელთა შორისაც) ამ არქაიზმით უკმაყოფილება სულ უფრო მწიფდება. თუმცა ამ მიმართულებით რეფორმა ყოველ ჯერზე დაუსრულებელი შესწორებებით გრძელდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზედიზედ რამდენიმე მთავრობამ ვერ შეძლო ძლიერი ნების გამოვლენა, რათა მხარი დაეჭირა იმ დიდგვაროვანთა რაოდენობის შემცირებისთვის, რომლებსაც არავინ ირჩევს და საკუთარი თავის გარდა არც არავის წარმოადგენენ. თუ როგორ მუშაობს ლორდთა პალატა და ვინ არიან მისი წევრები, The Sunday Times-მა გამოძიება ჩაატარა.

19 აპრილი 2021, 12:24

თემა

რამდენად აუცილებელი და საჭიროა დახურულ სივრცეში შესვლისას ბახილები?

ახალი კორონავირუსის პანდემიამ, პირბადესა და ხელთათმანთან ერთად, ბახილები უფრო აქტუალური გახადა. თუმცა ამ უკანასკნელისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბახილები ქუჩაში არსებული ჭუჭყისა და ინფექციისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მეორე კატეგორია ამ გამოგონებას ადამიანებისა და გარემოსთვის სახიფათოდ მიიჩნევს. არის თუ არა ნამდვილად საჭირო ბახილები?

19 აპრილი 2021, 12:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც არის საუბარი. როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, ამ საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.

გურამ მაჭარაშვილი

19 აპრილი 2021, 12:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი ჩვენთვის გაუგებარია

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ახალი ვარიანტის ახალი შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა.

19 აპრილი 2021, 12:17

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა“.

19 აპრილი 2021, 12:13

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს, ავშან ხანის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.