imedi /  20 მარტი 2020, 22:30 / სანდო წყარო

რუსთაველის გამზირზე „მაკდონალდსში“ ხანძარი იყო

ხანძარი მაკდონალდსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე არსებული „მაკდონალდსის“ რესტორნის სახურავზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სასერვერო ოთახში გაჩნდა. დაიწვა აპარატურა და ელ. სადენები.

მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ორი ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2020, 18:10

COVID19

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150-ზე მეტ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა

84 წლის მეფე სალმანი კი საკუთარ სასახლეში თვითიზოლაციაში რჩება. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი და მთავრობის წევრები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები მიიღო.

ბრაზილია

09 აპრილი 2020, 18:05

COVID19

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე ნარკოდილერებს ესაუბროს

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე ნარკოდილერებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან საუბარს სთხოვს. მისი თქმით, ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონებში მათ სერიოზული გავლენა აქვთ.

ლევან გოფოძე

09 აპრილი 2020, 17:57

COVID19

ლევან გოფოძე: აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ

„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ასევე ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ. ეს სრულიად ადეკვატურია, თუ გადავხედავთ მსოფლიოს გამოცდილებას“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მაია ცქიტიშვილი

09 აპრილი 2020, 17:57

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან დამზღვევი, გარანტი იმ საჭიროებების დაკმაყოფილებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, მის ოჯახს, იმიტომ, რომ როდესაც 100 მილიონის შემოწირულობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება ბუნებრივია და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც ოჯახმა გაიღო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეებს დაეხმაროს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს დახმარება სჭირდება. ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილების, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერის, ანუ საქველმოქმედო საქმიანობა გაწია ამ ოჯახმა და ეს დახმარება ყოველთვის იყო მიმართული იქ, სადაც ყველაზე ძალიან გვიჭირდა, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და წლების წინ ეს იყო როგორც ჩვენი პოლიციის, საჯარო მოხელეების, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის აღდგენის და გაძლიერებისაკენ მიმართული დახმარება. გულისხმობდა მათ შორის ძალიან ბევრ პროექტს, მათ შორის სამედიცინო სფეროში, რაც ჩვენ დღეს ძალიან დაგვჭირდა ამ პანდემიასთან გამკლავების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 17:57

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სახელით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად 9 აპრილის ბაღში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. პარლამენტის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:55

COVID19

დავით ზალკალიანი: ფინანსური ინსტიტუტების მიერ მომზადებული დახმარების პაკეტი კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ევროპელ პარტნიორებს მადლობას უხდის საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილი ღია წერილისთვის, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ ნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. „მადლობას გიხდით ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისა და ფინანსური დახმარების პაკეტის მომზადებისთვის, რომელმაც კრიზისზე ეფექტიანი რეაგირება უნდა უზრუნველყოს“, - წერს დავით ზალკალიანი.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 17:49

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ კაშია

09 აპრილი 2020, 17:41

სპორტი

გურამ კაშია აშშ-ის საფეხბურთო ლიგის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად დასახელდა

ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) ოფიციალურმა ვებგვერდმა მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა და ჩემპიონატის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად სან ხოსეს ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია დაასახელა. სტატისტიკაში გათვალისწინებულია ცენტრალური მცველების მიერ შეტევების მოგერიება, ჩაჭრა, ბურთის ართმევა და დარყტყმის დაბლოკვა.

09 აპრილი 2020, 17:36

სამართალი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:33

COVID19

დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვას ფასდაუდებელ საქმიანობად აფასებს

დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვას ფასდაუდებელ საქმიანობად აფასებს, - ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს დახმარება ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 17:19

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: ​საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვან გამოცდას გადის და კიდევ უფრო განმტკიცდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მკინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე აშშ-ში მყოფი ქართველი მოსწავლეების საქართველოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობათა ერთობლივი მუშაობისა და მენეჯმენტის შედეგია.

09 აპრილი 2020, 17:17

COVID19

მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია

საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა, რომლის ერთეულის ფასი 50 თეთრი იქნება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 17:12

COVID19

ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის-144-ის ცენტრში იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ხელმძღვენელ გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის-144-ის ცენტრში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 112-ის და 144-ის ცენტრები გამართულად მუშაობს და ამ ეტაპზე გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს. „დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა რომ იყოს, სხვადასხვა ლოკაციებიც გვაქვს მოწყობილი. აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

კარლ ჰარცელი

09 აპრილი 2020, 17:00

COVID19

კარლ ჰარცელი: გვინდა, რომ ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხები ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ მივმართოთ

გვინდა, რომ ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხები ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ მივმართოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მიზნებზე ისაუბრა. კარლ ჰარცელმა მაღალი შეფასება მისცა მთავრობის ქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხარდაჭერას წესების დაცვასა და კორონავირუსის ზიანის შემცირების კუთხით.

რობერტ დე ნირო

09 აპრილი 2020, 16:59

კულტურა

დასახელდა მსახიობები, რომლებმაც უარყოფითი როლი ყველაზე ბევრჯერ შეასრულეს

მსახიობი, რომელმაც უარყოფითი პერსონაჟი ყველაზე ბევრჯერ ითამაშა, რობერტ დე ნიროა. ის კინემატოგრაფიაში უარყოფით როლში 19-ჯერ გამოჩნდა. მეორე ადგილს რეიტინგში პიტერ სტორმარე იკავებს, მესამე ადგილზე კი - რონ პერლმანია. ათეულში ასევე მოხვდნენ ტიმ კარი, ჯეიმს ვუდსი, ვინ ჯონსი, გარი ოლდმანი, კრისტოფერ უოკენი, მალკოლმ მაკდაუელი და სამუელ ჯექსონი.

კორონავირუსი

09 აპრილი 2020, 16:57

COVID19

სამხრეთ კორეაში არ გამორიცხავენ, რომ COVID 19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში ვირუსის რეაქტივაცია ხდება

კორეელმა მეცნიერება 51 გამოჯანმრთელებულ პაციენტს ვირუსი კვლავ აღმოუჩინეს. ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ საუბარი ორგანიზმში არსებული ვირუსის ხელახალ გააქტივებაზე და არა ხელახალ დაინფიცირებაზეა, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ რომ საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის და სწორი პასუხის მისაღებად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ირაკლი სესიაშვილი

09 აპრილი 2020, 16:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი სურვილია, დროულად განვახორციელოთ საკონსტიტუციო ცვლილებები

ჩვენ კიდევ გვაქვს მოლოდინი და განცდა, რომ დღის წესრიგს არ ავცდებით. ჩვენი სურვილია, დროულად განვახორციელოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. დროულად გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და მათ შორის, პოლიტიკური პროცესი აღდგეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის სურვილია, რომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს.

09 აპრილი 2020, 16:45

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა იმ ჯგუფთა ჩამონთვალი, ვისაც აგრესიული ტესტირება ჩაუტრადება

ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. უკვე ცნობილია ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

კორონავირუსი

09 აპრილი 2020, 16:40

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ყნოსვის სრული გაქრობა აღენიშნებათ

„რესპირატორული ვირუსული ინფექციების მხრივ, თამბაქოს მომხმარებლები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. რადგან კორონავირუსი იგივე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა, შესაბამისად, თამბაქოს მომხმარებელი პაციენტები რისკჯგუფში შედიან„, - აღნიშნა ნაფეტვარიძემ.

ქართველი მეზღვაურები

09 აპრილი 2020, 16:39

საზოგადოება

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხანძრის დროს ხომალდ „ბელატრიქსის“ ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს. ვიდეო

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსის“ (BELLATRIX) ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მესამე რანგის კაპიტანმა, გიორგი თუშმალიშვილმა facebook-ზე გაავრცელა.