imedi /  20 მაისი 2017, 12:11 / სანდო წყარო

დეკანოზის ადვოკატები: მოსამართლეს მეოთხე ადვოკატი დაავიწყდა

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე გაასაჩივრებენ. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ სახაზინო ადვოკატი იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ საქმეში არ არსებობს არც ერთი კერძო ადვოკატი, დეკანოზს კი არა სამი, არამედ 4 ადვოკატი იცავს.

„მეოთხე ადვოკატს რას უპირებენ? რა წესით დანიშნეს სახაზინო ადვოკატი?! სასამართლო რომ გქვია და კანონები რომ არ იციან? ადვოკატ ეკა ლომიძეს რას უპირებენ? მას რა უფლებით ჩამოართვეს საადვოკატო საქმიანობა და ეს არის თუ არა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი? რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორშაბათს გავასაჩივრებთ“, - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

19 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც საქმის არსებითი განხილვის ყველა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დეკანოზმა დარბაზის დატოვებამდე ადვოკატებსაც მოუწოდა დაეტოვებინათ სხდომა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი მამალაძის სამივე ადვოკატმა დატოვა.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ადვოკატებმა დაარღვიეს საპროცესო კანონი და ადვოკატის ეთიკა. ადვოკატებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულის დაცვის გარეშე დატოვების უფლება არ ჰქონდათ. მისივე თქმით, თუ ადვოკატები მამალაძის დაცვას არ გააგრძელებენ, ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.

 

 

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

23 სექტემბერი 2021, 12:06

თავდაცვა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები.

კოალები

23 სექტემბერი 2021, 12:03

მსოფლიო

ბოლო 3 წლის განმავლობაში ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა🐨

სპეციალისტების თქმით, პოპულაციის შემცირებას 2019-2020 წლის ტყის ხანძრებთან ერთად ხელი ანომალიურმა სიცხემ, გვალვამ და სასმელი წყლის უკმარისობამ შეუწყო. კოალების რაოდენობის კიდევ ერთი მიზეზი ადამიანის მიერ მათი ბინადრობის არეალის განადგურებაა.

23 სექტემბერი 2021, 11:39

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.

23 სექტემბერი 2021, 11:36

COVID19

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.

23 სექტემბერი 2021, 11:29

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 11:19

სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსაამრათლმემ ზანდარაშვლს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავება

23 სექტემბერი 2021, 11:16

სამართალი

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული დააკავეს

სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

23 სექტემბერი 2021, 11:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 230 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 545 119 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 681 197 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 10:59

სპორტი

თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ.

23 სექტემბერი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 559 თბილისში, 241 კახეთში, 100 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

23 სექტემბერი 2021, 10:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

23 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.

23 სექტემბერი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 948 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 700 895 აცრა გაკეთდა.

23 სექტემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.

23 სექტემბერი 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2021, 10:39

მსოფლიო

ჯანმო: ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

23 სექტემბერი 2021, 10:13

ტაბლოიდი

Netflix-მა ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Netflix-მა მომღერალ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმ Britney vs Spears-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

23 სექტემბერი 2021, 09:58

საზოგადოება

თბილისში 12 500 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გაზის მიწოდების აღდგენა დღეს 14:00 საათიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.