02 მაისი 2020, 14:32 / სანდო წყარო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 105 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 1 მაისის 21 საათიდან 2 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა, სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 17 მოქალაქე დააჯარიმეს.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2021, 15:34

რეგიონი

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტებიც ჩაერთვნენ - გზა, დაახლოებით, 6 თვეში გაიხსნება

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე შეირჩა კომპანია, რომლის სპეციალისტებიც, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს დღეებში პროექტირებას დაიწყებენ, პარალელურად კი, განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის შემაჩერებელ-გასამაგრებელ სამუშაოებს.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 15:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია

„ვფიქრობ, რომ საუბრები ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ასევე არის სპეკულაცია. ზოგადად, ეს არის სენსიტიური საკითხი. საქმე ეხება სენსიტიურ უწყებას, სფეროს და როდესაც სპეკულაციებით შედიხარ ასეთ სფეროში, მგონი, ეს არ არის ჯანსაღი, თუნდაც პოლიტიკური სვლა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21 სექტემბერი 2021, 15:16

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ელექტოგადამცემი სექტორის გაძლიერებაში ეხმარება

ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში, ADB დახმარებას გაუწევს ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.

მიხეილ სარჯველაძე

21 სექტემბერი 2021, 15:12

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რამდენად საჭიროა სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება

„არ ვფიქრობ, რომ მართებულია ამ პერიოდში სხდომის გამართვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რამე კითხვა არის დასასმელი, რომელი კითხვის თაობაზეც რეალურად ინფორმაციის მოპოვების სურვილი განაპირობებს ამ მოთხოვნას. ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, ამ ისედაც მწვავე საკითხს ხელოვნურად გაეზარდოს სიმწვავე. მოგვიწევს, რომ დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც შემდგომ გამოჩნდება რამდენად საჭიროა იგივე სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება და კითხვებზე პასუხების მიღება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

21 სექტემბერი 2021, 15:00

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ყოფილი ხელისუფლების გამო, საქართველო გამტყუნდა ადამიანის უფლებების მხეცური დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით - ამ ყველაფერში, ბატონი ქარდავას მონაწილეობა, არაერთი მტკიცებულებით, სარწმუნოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი დანაშაულები სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.

თეა წულიკიანი

21 სექტემბერი 2021, 14:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი მეგის ქარდავას წერილზე: ძალიან ენაწყლიანი ყოფილა და ეს კარგია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, თუ რა დაუშავა ბატონმა ქარდავამ ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს

„ძალიან ენაწყლიანი ყოფილა და ეს კარგია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, თუ რა დაუშავა ბატონმა ქარდავამ ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს. ეს ყველაფერი ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავას მიერ ციხიდან გავრცელებული წერილის საპასუხოდ.

იაგო ხვიჩია

21 სექტემბერი 2021, 14:47

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია უცნობი ფაილების საქმეზე: ლოგიკური გამოსავალია, რომ პარლამენტის წევრებმა თვითონ გამოვარკვიოთ რა ხდება

რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ რომ არ გვაქვს სასამართლო, პროკურატურა, სხვა ისეთი ორგანოები, რომელთაც ვენდობოდით, რომ ამ პროცესში მართლმსაჯულება აღსრულდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

21 სექტემბერი 2021, 14:40

მსოფლიო

გერმანიის ევროპის საქმეთა მინისტრი: ამერიკასთან დაკარგული ნდობა უნდა აღდგეს და ეს აშკარად არ იქნება იოლი

ოფიციალურმა ბერლინმა აშშ ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთთან უსაფრთხოების პაქტის საიდუმლოდ გაფორმების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე

21 სექტემბერი 2021, 14:38

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: აუცილებლად მიმაჩნია სხდომის ჩანიშვნა

აუცილებლად მიმაჩნია სხდომის ჩანიშვნა, ლილუაშვილის და პრემიერ-მინისტრის დაბარება, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ტრიბუნა და ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული და ამ ქვეყანაში ყველა უსამართლობა უნდა გაპროტესტდეს.

21 სექტემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.

21 სექტემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ცაგერში გახარიას პარტია ხუთმა წევრმა დატოვა

გიორგი გახარიას ისევ ემიჯნებიან. დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის ორგანიზაცია ხუთმა წევრმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს ასახელებენ. ამბობენ, რომ პარტიის დატოვებას კიდევ რამდენიმე ადამიანი გეგმავს.

თეა წულუკიანი

21 სექტემბერი 2021, 14:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ვფიქრობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება - შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთ

ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

21 სექტემბერი 2021, 14:23

პოლიტიკა

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ვერავის ცილს ვერ დავწამებ - კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე (მჭედლიშვილი) მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა, გამოძიებამ კითხვებს პასუხი გასცეს და ყველა დამნაშავემ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს.

გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: მოვუწოდებ ოპოზიციას, დავფიქრდეთ, მნიშვნელოვანია თუ არა დანაშაულებრივი სისტემის მხილება

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას, - ამის შესახებ „ქრონიკას“„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარების საკითხის შეფასებისას განუცხადა.

თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი 2021, 14:18

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი არ მაქვს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში არიან და მის უშუალო დაკვეთებსა და განკარგულებებს ასრულებენ საკანონმდებლო ორგანოში. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერია, თუმცა უშუალოდ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი მე არ მაქვს“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე

21 სექტემბერი 2021, 14:14

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: შეფასება, რაც მელიასგან გუშინ მოვისმინე, მიუღებელია

სხდომის ჩატარება არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ამბავი გამოიძონ, პოლიტიკური შეფასება მიეცეს და პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საკუთარი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

მეუფე შიო

21 სექტემბერი 2021, 14:10

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ამიტომ დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა... იგი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვმფარველობს ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიხეილ ხიდურელი

21 სექტემბერი 2021, 14:08

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბერში დელეგაციას საქართველოში ვუმასპინძლებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

სარა დაში

21 სექტემბერი 2021, 14:06

კულტურა

მსოფლიოში ცნობილი Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში გარდაიცვალა

Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში 76 წლისა გარდაიცვალა. Lady Marmalade-ი 1977 წელს აშშ-ის ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე იყო. ტრეკი მაყურებელმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინა, როცა ის ქრისტინა აგილერამ, პინკმა, ლილ კიმმა და მიამ შეასრულეს. სიმღერა 2001 წელს ფილმის „მულენ რუჟი“ საუნდტრეკად გამოიყენეს.

21 სექტემბერი 2021, 13:45

საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაური იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. ამჯერად, დაპირისპირება სალხინოში ახლადდანიშნული ეპარქიის ეკონომისტის გამოჩენას მოჰყვა. განკვეთილ სასულიერო პირებს - ამჯერად, ერისკაცებსა და ეკონომისტს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.