imedi /  04 მაისი 2020, 11:57 / სანდო წყარო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე დააჯარიმეს.

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააჯარიმეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

30 მაისი 2020, 18:58

COVID19

პოლონეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და 1 051 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 23,376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11,016 გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ბოლო24 საათის განმავლობაში პოლონეთში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა აღწერეს.

ასტონ ვილა

30 მაისი 2020, 18:52

COVID19

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ინგლისის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბის, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. 79 წლის რონ სმიტი ოთხი კვირის წინ დაინფიცირდა და ექიმებმა უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ გადაარჩინეს.

30 მაისი 2020, 18:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ AE SOLAR-მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია აშშ-ში გაგზავნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

30 მაისი 2020, 18:31

ეკონომიკა

Nissan-ი წარმოებას ამცირებს და ქარხნებს ხურავს

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს. ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

30 მაისი 2020, 18:19

ტექნოლოგიები

ახალი Android-ის პრეზენტაციის თარიღი ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო

Google-მა Android 11-ის ბეტა ვერსიის პრეზენტაციის თარიღი, რომელიც 3 ივნისს იყო დაგეგმილი, ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციცა Android Developers-მა twitter გვერდზე გაავრცელა. „ახლა არ არის ზეიმის დრო“, - ნათქვამია ტვიტში.

მაგოტი მიამუნი გიბრალტარი

30 მაისი 2020, 18:14

მსოფლიო

გიბრალტარის მთავრობამ ტურისტებს კუნძულზე მაიმუნებთან შეხება აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ხელმძღვანელობამ ცხოველების დასაცავად მიიღო, რადგან შიშობენ, რომ ტურისტებმა შესაძლოა მათ კორონავირუსის გადასდონ. მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებისთვის მკაცრ ზომებს მიიღებენ.

30 მაისი 2020, 18:13

ეკონომიკა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს კიდევ ერთი ქართული ღვინო დაემატა

„ახოები“ წითელი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ბარსელონა

30 მაისი 2020, 17:56

სპორტი

„ბარსელონამ” სელექციის სამსახურის თანამშრომელთა ნახევარი გაათავისუფლა

პარალელურად კი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იმედგაცრუებულია ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერებით და სელექციონერების სამსახურიდან გაშვებაც ამას უკავშირდება.

დუბრიკ ფოტრაპოვი

30 მაისი 2020, 17:50

ეკონომიკა

AE SOLAR GEORGIA-ს გენდირექტორი: საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში

კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის, დუბრიკ ფოტრაპოვის განცხადებით, კომპანია საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაში მდებარე გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა, ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო.

ხის მოჭრა ტყე

30 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება

სხვა რიგ სიახლესთან ერთად, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

დიეგო კოლასი

30 მაისი 2020, 17:42

ეკონომიკა

საფრანგეთის ელჩი: ვგრძნობ, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ

ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

პიზის კოშკი ტურისტები

30 მაისი 2020, 17:25

მსოფლიო

სამთვიანი პაუზის შემდეგ პიზის კოშკი ტურისტებისთვის გაიხსნა

ღირშესანიშნაობის დათვალიერება ერთდროულად მაქსიმუმ 15 ადამიანს შეუძლია. ამასთან, ყველა მათგანმა პირბადე და სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა უნდა ატაროს, რომელიც ხმოვან სიგნალს გამოსცემს მაშინ, როცა ადამიანებს შორის დისტანცია 1 მეტრზე ნაკლებია.

30 მაისი 2020, 17:12

საზოგადოება

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსით“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსისას“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით პარლამენტის მიერ მიღებულ ტყის ახალ კოდექსს არასამთავრობები ეხმაურებიან.

კარლო ამირგულაშვილი

30 მაისი 2020, 17:04

პოლიტიკა

კარლო ამირგულაშვილი: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, „ტყის კოდექსი“ ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა იყო, რომ ტყის კოდექსი ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს, - განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა გადაცემასთან „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას.

ევროკავშირი დროშა

30 მაისი 2020, 16:59

მსოფლიო

ევროკავშირი დონალდ ტრამპს ჯანმოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

„გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა საერთო ძალისხმევით ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

სუსი

30 მაისი 2020, 16:56

სამართალი

სუსი: გარკვეული ჯგუფები ქვემო ქართლსა და კახეთში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

საბერძნეთი ციხე

30 მაისი 2020, 16:47

მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების საკნებში ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა

საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში ჩატარებული რეიდის შედეგად პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკნებში ტელევიზორები, მაცივრები და კონდიციონერები, საკნების საპირფარეშოებში კი ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

30 მაისი 2020, 16:47

COVID19

მაია ბუწაშვილი საბურთალოს კლასტერზე: შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთ წყაროსთან არის კავშირში

შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ამ შემთხვევების კლასტერი ცნობილია და ერთ წყაროსთან არის კავშირში, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

მაია ბუწაშვილი

30 მაისი 2020, 16:46

COVID19

მაია ბუწაშვილი: ტრანსპორტის აღდგენიდან ისეთი მოკლე ვადაა გასული, რომ ამის შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ

ტრანსპორტის აღდგენიდან ისეთი მოკლე ვადაა გასული, რომ ამის შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ, ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მართალია, ბოლო პერიოდში იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე მივეჩვიეთ, მაგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთიდაიგივე კონტაქტთან არის დაკავშირებული და კონტროლირებადია სიტუაცია.

30 მაისი 2020, 16:45

საზოგადოება

სუს-ი: ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანასთან უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, ოკუპანტების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება.