IMEDI /  04 მაისი 2020, 19:00 / სანდო წყარო

კახაბერ საბანაძე: ვმუშაობ საკმაოდ აქტიურად და ზედმიწევნით ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ვემსახურები ქვეყანას და საზოგადოებას

კახაბერ საბანაძე

კახაბერ საბანაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კომენტარი გააკეთა მის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციულ განცხადებებზე, რომლებიც მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და ე.წ. პირბადეების საქმეს გულისხმობდა.

„ადგილზე ვარ და ვმუშაობ საკმაოდ აქტიურად, ზედმიწევნით ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ვემსახურები ქვეყანას და საზოგადოებას. რაც შეეხება „პირბადეების“ თემას - ეს არის სიცრუე, რაღაც ახალი ფენომენი, რომელიც არანაირად არ ჯდება ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკის პრინციპებში. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. როგორც უყურებთ, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ეფექტურად. ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ჟურნალისტიკურ ეთიკასთან ამ ინფორმაციას და ამ მოქმედებას არაფერი არ აკავშირებს და შესაბამისად, ამით ყველაფერი ნათქვამია და ეს არის ცილისწამება. სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებს ხშირად აქვს ხოლმე ადგილი. ყველაზე სათითაოდ რეაგირებას ვერ მოახდენ, მაგრამ მადლობა, რომ მომეცით საშუალება, გითხრათ, რომ ეს არის სრული აბსურდი და მეტ კომენტარს ამაზე უკვე აღარ გავაკეთებ, არ ღირს ამაზე, ელემენტარულად, კიდევ დროის დაკარგვა. ეს არის სიცრუე“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2020, 16:29

პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, UNICEF-ის გუნდთან და სახალხო დამცველთან ერთად ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა.

ვაქცინა კორონავირუსი

01 ივნისი 2020, 16:24

COVID19

ყოველი მეორე გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს

ყოველი მეორე გამოკითხული გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს, თუ მეცნიერები ვაქცინას შექმნიან. DW-ს ცნობით, ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს. კვლევაში სულ 2056 რესპონდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაციის მომხრეთა შორის კაცები სჭარბობენ.

არჩილ თალაკვაძე

01 ივნისი 2020, 16:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

01 ივნისი 2020, 16:20

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს. ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში, კომისიის წევრები საზოგადოებისგან შეკითხვებსაც მიიღებენ და უპასუხებენ.

სოფო კილაძე

01 ივნისი 2020, 16:19

საზოგადოება

სოფო კილაძე: ბავშვების დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, სრული დატვირთვით ამოქმედდა

„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით - 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ალექსანდრე გოგინავა

01 ივნისი 2020, 16:13

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა

„ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

01 ივნისი 2020, 16:11

COVID19

ბოლო 11 კვირის განმავლობაში პირველად შვედეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

13 მარტის შემდეგ პირველად შვედეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსი შვედეთში 37 542 ადამიანს დადასტურდა, 4 395 ადამიანი გარდაიცვალა.

01 ივნისი 2020, 16:06

COVID19

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 13 256 მოქალაქე დააბრუნეს და 75 ავიარეისი განხორციელდა

31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დაბრუნებულ იქნა 13 256 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 21 521 მოქალაქეს. განხორციელდა 75 ავიარეისი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები კომიტეტების გამსხვილებას არ ითვალისწინებს

რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი კომიტეტების გამსხვილებას არ ითვალისწინებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება

„რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 21 ივნისისთვის გავიტანოთ კანონპროექტი პარლამენტში პირველ მოსმენაზე და 29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული. პირველი განხილვა თბილისში შედგება 4 ივნისს, რაც შეეხება აჭარის მაუწყებელს, სავარაუდოდ 13 ან 14 ივნისს შედგება განხილვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 ივნისი 2020, 16:00

საზოგადოება

პატრიარქი: სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა

წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა, - ამის შესახებ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 15:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთი ოპოზიციური პარტია 12%-იანი, მეორე კი 3%-იანია - ასეთ პირობებში მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მეორე კი 13 ან 14 ივნისს აჭარის ტელევიზიით გადაიცემა. მისივე თქმით, დღეს გაიმართა საკონტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა, რომელზეც იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს საყოველთაო-სახალხო განხილვა.

ბექა ლილუაშვილი

01 ივნისი 2020, 15:54

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომლებიც მას პანდემიამდე ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.

01 ივნისი 2020, 15:53

სამართალი

მთავრობის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი გაზარდა

15 აპრილს დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ე.წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქციას შეიცავდა. აღნიშნული აქტივობის შემდგომ 3 000-ზე მეტმა აბონენტმა გადმოწერა აპლიკაცია და გაიზარდა სერვისის გამოყენების შემთხვევები, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი.

პოლ გობლი

01 ივნისი 2020, 15:52

პოლიტიკა

პოლ გობლი ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადებებს დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ რუსეთის განცხადებებს მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის წარმოების მორიგ მცდელობას უწოდებს. როგორც პოლ გობლმა Imedinews-ს განუცხადა, ეს კამპანია უფრო აშშ-სკენ არის მიმართული ვიდრე საქართველოსკენ.

01 ივნისი 2020, 15:36

სამართალი

წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულები მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულები მნიშვნელოვნად -16,3%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ დაკლებულია ისეთი დანაშაულები, როგორიც არის ყაჩაღობა -53,4%, ძარცვა -23,9%, ქურდობა -19% და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები. „ასევე შემცირებულია ხულიგნობის (-19%), ცეცხლსასროლი (- 28,4%) და ცივი იარაღის ტარების (-51,8%) შემთხვევები, მნიშვნელოვანი კლებაა ნარკოტიკულ (-36,6%) და სატრანსპორტო (-15,2%) დანაშაულებშიც“, – აცხადებს მთავრობა.

01 ივნისი 2020, 15:33

COVID19

საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, - ამის შესახებ წერია საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნით განხორციელდა რიგი კონკრეტული ღონისძიებები: „აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადდა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო პორტალი − www.StopCov.ge გაეშვა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 ივნისი 2020, 15:32

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან, რის გამოც მან პოლიციას მიმართა და გამოძიების ჩატარება სთხოვა. ამის შესახებ ნეთანიაჰუ Twitter-ზე წერს. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იდგეს მუქარის უკან, თუმცა სთხოვა მედიას, დაგმონ მსგავსი შინაარსის შეტყობინებები.

დიმიტრი პესკოვი

01 ივნისი 2020, 15:28

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: სამწუხაროდ, უკრაინისა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან დიალოგის განვითარებით ვერ დავიკვეხნით

მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგის განვითარება არ ხდება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

გიგა ბოკერია

01 ივნისი 2020, 15:26

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თუ პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი

თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა „შეთანხმება თუ სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ.