imedi /  10 მაისი 2020, 21:24 / სანდო წყარო

ანაკლიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ანაკლიაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ყველა სიახლე

ზურაბ აბაშიძე

28 მაისი 2020, 17:55

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა

ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა, როდესაც ეს ცენტრი ასე კარგად მუშაობს და ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

პირველი საუნივერსიტეტო

28 მაისი 2020, 17:55

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობს

„28 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 15 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 7 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 17:53

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: იმ 30 განაცხადიდან, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს, დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 17:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირზე საკმაოდ ბევრი ნეგატიური შედეგი იდება და გაურკვეველია, ლიდერის პოზიციას დაიკავებს თუ „პლაქვენილის“ ბედი ეწევა

რემდესივირზეც საკმაოდ ბევრი ნეგატიურ შედეგები იდება, არანაკლები, რაც იდებოდა პლაქვენილზე. მისი ბედი ბოლომდე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. დაიკავებს ლიდერის პოზიციას კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებში, თუ ეწევა პლაქვენილის ბედი.

28 მაისი 2020, 17:46

სპორტი

მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუში ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა

კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ექსჩემპიონი მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუზე All Elite Wrestling’s Dynamite გამოცხადდა და ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას espn ავრცელებს. ტაისონმა მაისური შემოიხია, შემდეგ კი, კრის ჯერიკოს შეურაცხყოფა მიაყენა და როდესაც მან ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ხელი ჰკრა და ჩხუბი დაიწყო. ყველაფერი შოუს ნაწილი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვეტერანი მოკრივე ისევ კარგ ფორმაშია.

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება, - ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩართვისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.

პაულო დიბალა

28 მაისი 2020, 17:42

COVID19

პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა

„იუვენტუსის“ არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Juvefc-ი ავრცელებს. თანხა როუსონას, სან როკეს და ფლორენსიოს საავადმყოფოებს გადაერიცხებათ, რისი მეშვეობითაც მათი თანამედროვე სპეციალური სამედიცინო აპარატურით აღჭურვა მოხდება. დიბალა ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

დავით ზირაქაშვილი

28 მაისი 2020, 17:39

სპორტი

„დავით ზირაქაშვილი უსასრულო ლეგენდა“ - „კლერმონის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართველ მორაგბეს სტატია მიუძღვნა

„დავით ზირაქაშვილი უსასრულო ლეგენდა“ - ამ სათაურით ქართველი მორაგბისადმი მიძღვნილი სტატია „კლერმონის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიის ბოლოს, საფრანგეთის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, ვეტერან სპორტსმენს მისი თამაშის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეოც მიუძღვნა. ზირაქაშვილმა კარიერის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით მისი გაცილების თამაშის გამართვა ვერ მოხერხდა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 17:36

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებულ პაციენტებთან „პლაქვენილის“ გამოყენება შევაჩერეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველომ კორონავირუსის სამკურნალოდ „პლაქვენილი“ ხმარებიდან ამოიღო. ქვეყანაში ინფიცირებულებს ამ პრეპარატით უკვე 3 თვეა, მკურნალობენ და როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს - საკმაოდ ეფექტიანად, თუმცა საქართელო ემორჩილება ჯანმო-ს გადაწყვეტილებას და პრეპარატის გამოყენებას წყვეტს.

28 მაისი 2020, 17:35

თემა

აზიანებს თუ არა COVID-19 ადამიანის ფსიქიკას

იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ახალი კორონავირუსული ინფექციის ფართომასშტაბიანი კვლევა ახლახან დაიწყეს, უკვე ცხადია, რომ COVID-19ადამიანის ჯანმრთელობაზე გარკვეულ კვალს ტოვებს და ეს შედეგი შეიძლება გრძელვადიანი იყოს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, თუ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდა და ინფიცირებული პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა. საინტერესოა, რა კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები.

28 მაისი 2020, 17:31

ეკონომიკა

ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით; მესამე ეტაპზე, პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეზღუდვა 10 ივნისიდან 13 ივნისამდე იმოქმედებს.

რუსლან აბაშიძე

28 მაისი 2020, 17:18

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის მსგავსებებზე. შეხვედრის ბოლოს ქართულმა და უკრაინულმა მხარემ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

რუსთავის მერია

28 მაისი 2020, 17:18

რეგიონი

შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან რუსთავშიც განახლდება

შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა რუსთავში ხვალიდან განახლდება. ამასთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, შიდასაქალაქო მარშრუტებზე მომუშავე კერძო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ტაბაღუამ, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს, დეტალურად გააცნო ის წესები და რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, მგზავრთა გადაყვანისას სავალდებულოა.

28 მაისი 2020, 17:07

მსოფლიო

იაპონია ტურისტებისთვის ვაუჩერების დარიგებას აპირებს

ამრიგად, ხელისუფლებას სურს ტურისტულ სექტორს დაეხმაროს, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალდა. ასეთი სუბსიდიები მოგზაურებს დღიური ხარჯების თითქმის ნახევრის დაფარვაში დაეხმარება. ვაუჩერების გამოყენება კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ტრანსპორტს, მგზავრობის ღირებულება ტურისტებმა თავად უნდა გადაიხადონ.

ფრონტერა

28 მაისი 2020, 16:52

ეკონომიკა

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია „ფრონტერას“ საარბიტრაჟოს გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

„საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და დააკმაყოფილა კორპორაციისა და სააგენტოს მიერ წარდგენილ მოთხოვნათა აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი (პწგხ), რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ფრონტერა” ვალდებულია, აუნაზღაუროს კორპორაციას მის ნაცვლად გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და, ამასთანავე, საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯთა უდიდესი ნაწილი, ჯამში 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბექა ლილუაშილი

28 მაისი 2020, 16:51

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ფართობებს ბაზარზე ვერ გაყიდის, ფართობის 30%-ს სახელმწიფო დევნილებისთვის შეიძენს

როგორც პრემიერის მრჩეველმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართობებს შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 მაისი 2020, 16:44

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: პაციენტებს, რომლებმაც პრეპარატი „პლაქვენილი“ უკვე მიიღეს, შფოთვის საფუძველი არ აქვთ

„როცა ვუყურებ ჰარვარდის პროტოკოლს, როცა ვუყურებ ამერიკის და გერმანიის პროტოკოლებს, იქ არის 5-დან 10 დღემდე, მეტი ხანგრძლივობით ამ პაციენტებს ეს არ ეძლეოდათ. ამიტომ, არავითარი რისკი, გრძელვადიანი დამაზიანებელი ჰიდროქსიქლოროქინს არ ექნება, ეს ხალხი უნდა იყოს მშვიდად, რა თქმა უნდა. მაგრამ ბუნებრივია, როგორც მოვისმინეთ, აღარ იქნება ამ პრეპარატის მიმართებით ასეთი დამოკიდებულება, ის ჩანაცვლდება, სანამ არ დაზუსტდება“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

28 მაისი 2020, 16:39

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

28 მაისი 2020, 16:38

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში შეზღუდვების ნაწილი ბრუნდება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში საკარანტინო ზომების ნაწილი ისევ ამოქმედდება. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 2 კვირით მუზეუმები, პარკები და გალერიები დაიხურება. ბოლო დღეებში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 16:27

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით, მთავრობა აპირებს არამხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, სადაც კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.