imedi /  12 მაისი 2020, 15:24 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, კონფერენციაზე - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება: აღდგენითი მართლმსაჯულების გამოცდილება ევროპაში“, მონაწილეებმა მოხსენებები დისტანციურად წარადგინეს.

ირაკლი შოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მიღწევების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა როგორ დაინერგა აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რა ფორმით მოხდა მისი ინტეგრირება ტრადიციულ სამართლებრივ სისტემასთან და რა შედეგები გამოიღო.

მისი თქმით, აღდგენითი მართლმსაჯულების დამკვიდრება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში დაიწო. საქართველოს პროკურატურისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობაში და დღემდე მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, რათა არასრულწლოვნის მიმართ მართლმსაჯულების პროცესის წარმართვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის მხედველობაში მიღებით, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდეს.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების სახით განრიდება-მედიაციის პროგრამის დანერგვა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალება აქვს გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.
„ამ პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა კანონმდებლობამ გამოძიების ეტაპზე პროკურორს მიანიჭა. პროკურორი თითოეული არასრულწლოვნის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს, აფასებს და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე, სოციალური მუშაკისა და მედიატორის მონაწილეობით, მულტისექტორული გუნდი იწყებს მუშაობას. სოციალური მუშაკი ახდენს ბავშვის ინდივიდუალურ შეფასებას, რომლის საფუძველზეც გამოკვეთილი დამცავი და რისკ-ფაქტორები პროკურორს პროცესის შემდგომი სწორად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს. მედიატორი კი მუშაობს, რათა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის წარმატებული მედიაცია შედგეს.“ -განაცხადა ირაკლი შოთაძემ
გენერალური პროკურორის განცხადებით, განრიდება მედიაციის პროგრამა სრულყოფილი ფორმით 2016 წლიდან ამოქმედდა. 2016 წლიდან, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანთან (14-დან 18 წლამდე ასაკის პირებთან) ერთად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებსაც აძლევს. 2010-2019 წლების მონაცემებით განრიდება-მედიაციის პროგრამამ 4428 ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა ესარგებლა სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამებით და გამოეყენებინა ერთი შანსი - დაეწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. 4428 პირიდან 2910 არასრულწლოვანი, ხოლო 1518 18-დან 21 წლამდე ასაკის პირია. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ განრიდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში სტაბილურად მზარდია.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების სახე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ზრუნვასთან ერთად, მიზნად ისახავს დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას. საქართველოს პროკურატურისთვის დაზარალებულთა ჩართულობის გაზრდა მედიაციის პროცესში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია.
როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, განრიდებულებისთვის შეთავაზებული სერვისები პირობითად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს: საგანმანათლებლო, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობები. განრიდება-მედიაციის პროგრამა ნამდვილად არ არის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება. ეს არის პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმა, რომელიც აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებების გამოყენებით ცდილობს უზრუნველყოს განრიდებულ პირში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება.

„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განრიდება-მედიაციის პროგრამა წარმატებულია. ამაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი. განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად განრიდების ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 3%-ია. საქართველოს პროკურატურამ ასევე განახორციელა 2010-2018 წლებში სულ განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის კვლევა. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ განმეორებითი დანაშულის მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია.
შედეგებით ნამდვილად ვამაყობთ, თუმცა ეს არის გზის დასაწყისი, როდესაც ვხვდებით, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათი წარმატებით დაძლევა დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ. იმისთვის, რომ პროცესი არ გახდეს ფორმალური, ვფიქრობთ მოვიძიოთ და შევქმნათ სერვისების ბაზა, რაც გაამარტივებს აღდგენითი ღონისძიების სახით განრიდების გამოყენებისას არასრულწლოვანზე მორგებული ვალდებულებით ხელშეკრულებების დატვირთვას. მეტი გვაქვს სამუშაო მოქალაქეთა ცნობიერებაზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ დაზარალებულთა პროცესში ჩართულობა. ვმუშაობთ და ვაფართოებთ ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციას“, - აღნიშნა მან.

ირაკლი შოთაძემ კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ პროცესის სწორად წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურამ დანერგა მონიტორინგის სისტემა, რომლის ფარგლებშიც მუდმივ რეჟიმში კონტროლდება განრიდების სისხლის სამართლის საქმეები. ყურადღება ექცევა პროკურორთა მიერ გადაწყვეტილების მიღების დროულობას და დასაბუთებულობას. კონკრეტული ხარვეზის აღმოჩენისას ხდება მყისიერი რეაგირება. სისტემური პრობლემის დაძლევის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებათა შორის სწორი კოორდინაციის აწყობა და ინფორმაციის მუდმივი მიმოცვლა.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 11:29

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით 633 ადამიანი გარდაიცვალა.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 11:23

COVID19

80 წელს გადაცილებული კრიტიკული პაციენტის პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი, რომელსაც პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა, შედარებით უკეთაა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, არა - კრიტიკული.

25 მაისი 2020, 11:19

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 362 211 შემთხვევა დადასტურდა.

ედი სატონი

25 მაისი 2020, 11:19

სპორტი

ამერიკელი მწვრთნელი ედი სატონი გარდაიცვალა

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სატონმა სახელი საუნივერსიტეტო გუნდებთან მუშაობით გაითქვა. ის სხვადასხვა დროს სამხრეთ აიდაჰოს, კრაიტონის, კენტუკის, არკანზასის, სან-ფრანცისკოს და ოკლაჰომა-სტეიტის საუნივერსიტეტო გუნდების თავკაცი იყო. 2011 წელს ედი სეტონი სტუდენტური კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

25 მაისი 2020, 11:17

რეგიონი

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

25 მაისი 2020, 11:13

COVID19

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე იხსნება კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები.

25 მაისი 2020, 11:07

COVID19

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-მა ბრაზილიას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ პირების შესვლა აკრძალა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნდენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა. ახალი რეგულაცია 28 მაისიდან ამოქმედდება.

25 მაისი 2020, 11:04

საზოგადოება

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2020, 11:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე

ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე. გოიმობასა და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

25 მაისი 2020, 10:59

COVID19

მისისიპიში COVID-19 დაუდასტურდა ორ სტილისტს, რომლებიც 140-მდე კლიენტს მოემსახურნენ

მისისიპის შტატში კორონავირუსი კიდევ ერთ სტილისტს დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ქალაქ სპრინგფილდ-გრინის სილამაზის სალონში 56 კლიენტს მოემსახურა. მანამდე COVID-19 კიდევ ერთ მისისიპელ სტილისტს დაუდგინდა.

25 მაისი 2020, 10:59

მსოფლიო

საბერძნეთში დღეს კვების ობიექტები გაიხსნება

საბერძნეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. დღეს ქვეყანაში რესტორნები და კაფე-ბარები განაახლებენ მუშაობას. დამსვენებლებისთვის გაიხსნება საბერძნეთის ყველა კუნძული. შეზღუდვა მოიხსნება იახტებით გადაადგილებაზეც. ფუნქციონირებას განაახლებენ აუზებიც. ტურისტული სეზონის გახსნას კი საბერძნეთის ხელისუფლება 15 ივნისიდან აპირებს. საბერძნეთში კოვიდ-19-ის 2 878 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 171 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 374 პაციენტი.

გონსალო იგუაინი

25 მაისი 2020, 10:56

სპორტი

„იუვენტუსი“ იგუაინში €18 მილიონს ითხოვს

ცნობილი ხდება თანხა, რომელსაც ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინში ითხოვს. კლუბს არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვა 18 მილიონ ევროდ სურს. ფორვარდით „ნიუკასლი“ და „რივერ პლეიტი“ არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელს ბუენოს-აირესულ კლუბში სურს გადასვლა, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, „რივერ პლეიტს“ 18 მილიონი ევროს გადახდის ფუფუნება არ აქვს.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 10:46

COVID19

კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა

„მას ინფიცირებულთნ ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს; გვყავდა 35 პაციენტი, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. არსებული სპექტრის სიმძიმის მიხედვით, ჯერჯერობით, სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობაც, დინამიკაში, უმჯობესდება“.

რეზო გაბრიჩიძე

25 მაისი 2020, 10:46

საზოგადოება

რა წესების დაცვა მოუწევთ მომხმარებლებსა და პერსონალს კაფე-ბარებსა და რესტორნებში

თერმოსკრინინგი, დისტანციის დაცვა, მაგიდების განლაგება, დეზინფექცია - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულება კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობის გასაახლებლად მოუწევთ. შეზღუდვები შეეხებათ როგორც მომხმარებლებს, ასევე კვების ობიექტების პერსონალსა და მათი მუშაობის პროცესს. „რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის“ რეზო გაბრიჩიძის განცხადებით, ღია სივრცეებში განთავსებულმა კვების ობიექტებმა შესაძლოა მუშაობა 8 ივნისიდან დაიწყონ.

25 მაისი 2020, 10:43

სპორტი

„ბატემ“ ბელარუსის თასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „ბატე“ ბელარუსის თასის მფლობელი მეოთხედ გახდა. ბორისოველებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბრესტის „დინამო“ 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, კომპენსირებულ დროში კი ზახარ ვოლკოვმა „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

25 მაისი 2020, 10:40

COVID19

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს 3 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან

ჩვენი კლინიკის კოვიდ სივრცეში 46 პაციენტია განთავსებული. მათგან 11 არის არასრულწლოვანია. 34 არის დადასტურებული კოვიდი. საბედნიეროდ, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. სამი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის ანუ საყურადღებო. ამ ეტაპზე რეანიმაციაში პაციენტი არ გვყავს - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს. „ერთი გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს კლინიკას და წავა თვითიზოლაციაში. დღეს კიდევ 5 ანალიზის პასუხს ველოდებით საიდანაც 3 განმეორებითია“ - განაცხადა იშხნელმა.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 10:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა

ინფიცირებული პაციენტებიდან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული წილი 72%-ია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „ამ დროისთვის 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში და ეს მხოლოდ 26%-ია დადასტურებული შემთხვევებიდან. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, უკვე თითქმის 2-ჯერ მეტია მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებზე“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

25 მაისი 2020, 10:34

საზოგადოება

26 მაისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

გიორგი გახარია

25 მაისი 2020, 10:20

პოლიტიკა

მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ორჯერ წარდგება

კოვიდ ანგარიშს პრემიერი პარლამენტს, სამთავრობო კაბინეტის წევრებთან ერთად გააცნობს. მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან კანონმდებლების კითხვებს არა მხოლოდ უკვე გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არამედ სამომავლო გეგმების შესახებაც უპასუხონ, მათ შორის, ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყნის სტრატეგიის შესახებ.

ჯასინდა არდერნი

25 მაისი 2020, 10:19

მსოფლიო

ახალი ზელანდიის პრემიერის პირდაპირ ეთერში ჩართვისას მიწისძვრა მოხდა. ვიდეო

ახალ ზელანდიაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი დილის გადაცემას სტუმრობდა. პრემიერმა, მიუხედავად მიწისძვრისა, ინტერვიუს გაგრძელება ისურვა და თქვა, რომ საფრთხეს არ ელოდა, რადგან მის ზემოთ რაიმე სანათი არ იყო ჩამოკიდებული.