imedi /  13 მაისი 2020, 16:30 / სანდო წყარო

18 მაისიდან პირობითი მსჯავრდებულებისთვის კონტროლი ეტაპობრივად აღდგება

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ორშაბათიდან, ვინც ოჯახში მუქარისთვის, ოჯახური ძალადობისთვის ან ოჯახში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის არის პირობითი მსჯავრდებული, ყველას მოუწევს გამოცხადება. დანაშაულის დანარჩენ კატეგორიებზე ეტაპობრივად გავაკეთებთ სხვადასხვა განცხადებას და ვვარაუდობთ, რამდენიმე კვირაში ყველა პრობაციონერი ე.წ. იანვარ-თებერვლის რეჟიმს დაუბრუნდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„მარტში ერთი თვით, ხოლო შემდეგ საგანგებო მდგომარების ვადით ვთქვით, რომ არც ერთი პრობაციონერი დროებით აღარ გამოცხადდეს კონტროლისთვის პრობაციის ბიუროებში, რადგან მათი რიცხვი არ არის პატარა და ეს თავყრილობებს ქმნის. ჩვენ ეტაპობრივად მოგვიწევს ეს კონტროლი აღვადგინოთ. მიღებულია გადაწყვეტილება და მინისტრის ბრძანებაც არის, რომ 18 მაისიდან პირობითი მჯავრდებულების პირველი ჯგუფი ვალდებული იქნება დაუბრუნდეს ჩვეული კონტროლის რეჟიმს. ეს იქნება 1 500-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით, ვინც ოჯახურ, ან ოჯახში ჩადენილ დანაშაულებშია პირობითი მსჯავრდებული. ეს დანაშაულები გამოიკვეთა პირველ ეტაპად იმისთვის, რომ სწორედ ოჯახის შიგნით უფრო დიდხანს რჩებიან ადამიანები ერთმანეთთან ჩაკეტილ სივრცეში და უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ თუკი ადამიანი ამის გამო არის პირობითი მსჯავრდებული, შეიძლება ოჯახის წევრებს გაუჩინოს რაღაც ტიპის დაუცველობის განცდა“, - აღნიშნა იუსტიციის მინსტრმა.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 13:06

სამართალი

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური ანგარიში განიხილეს.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2020, 13:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები

„მედპერსონალის ლანძღვით ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები მედ პერსონალის ლანძღვით, მათდამი უნდობლობით,პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან,ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით“.

ვახტანგ მახარობლიშვილი

29 მაისი 2020, 12:56

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილსა და იტალიელ კოლეგას, მანლიო დი სტეფანოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, მანლიო დი სტეფანოსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მინისტრის მოადგილეები შეეხნენ როგორც COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

29 მაისი 2020, 12:55

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის შემცველ ტვიტად მონიშნა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის განდიდების შემცველ ტვიტად მონიშნა.

29 მაისი 2020, 12:53

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ რუისში მდებარე 19,858 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა და სხვა წევრები, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს, რადგან სოცდისტანციის დაცვის მიზნით დარბაზში ადგილები უკვე დაკავებულია. დებატების დროს კი პროტესტის ნიშნად ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს და კენჭისყრის პროცედურას არ დასწრებიან.

29 მაისი 2020, 12:51

COVID19

აზერბაიჯანში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 759-ია, 56 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანას 3 022 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

29 მაისი 2020, 12:49

COVID19

სომხეთში 24 საათში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 8 676 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 297 ადამიანი. 120 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.

29 მაისი 2020, 12:43

COVID19

ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში სენსორზე მომუშავე ლიფტებით სარგებლობენ

სენსორული ღილაკით თავიდანაა აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს. სენსორული ღილაკის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე, სადაც მომხმარებელს ღილაკებზე უწევს თითით შეხება.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 12:42

ტაბლოიდი

რომან გოცირიძემ გიორგი ვოლსკის „ესროლა“. ვიდეო

პარლამენტში პოლიტიკოსების ჩაწერესისას კურიოზული კადრები დააფიქსირეს. რომან გოცირიძემ თითებით იარაღი გამოსახა და გიორგი ვოლსკის დაუმიზნა. რამდენიმე დღის წინ, ვოლსკიმ გოცირიძის მიმართ იგივე ჟესტი გამოიყენა. „შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ, ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. ამ შვიდეულს მერე ჩამოგითვლით, ვინ არის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 12:42

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

„უზნეობაც აღარ არის საკმარისად იმის შეფასებისთვის, რასაც ესენი (ოპოზიცია) სჩადიან, თუმცა თუკი რაიმე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ინტერპელაციაც ხო ახალი სისტემითაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

29 მაისი 2020, 12:39

პოლიტიკა

აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს

2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.

სერგი კაპანაძე

29 მაისი 2020, 12:29

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: დღეს საუბარი იქნება რამდენიმე ტყუილზე, რომელიც 2 დღის წინ გახარიამ პარლამენტში იკადრა

დღეს პრემიერთან ჩვენი ინტერპელაცია ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. „დღეს პრემიერთან ჩვენი ინტერპელაცია ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა მაგრამ, ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია.

29 მაისი 2020, 12:23

რეგიონი

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მიხეილ ყაველაშვილი

29 მაისი 2020, 12:22

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი GORBI-ის კვლევაზე: შედეგები გასაკვირი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამ კვლევიდან გამომდინარე არ უნდა მოვეშვათ

„პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე სწორი რაც ჩვენმა გუნდმა გამოაჩინა, ეს იყო სიტუაციასთან ადეკვატურობა. რითაც ამ გამოწვევას გავუმკლავდით. ჩვენი მთავარი ხაზი ყოველთვის იყო, რომ პრობლემებს არასდროს გავურბივართ, ჩვენ მოსახლეობას ვუსმენთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 12:19

პოლიტიკა

New York Times: გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

საქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს, განაცხადა ოთხშაბათს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადით

29 მაისი 2020, 12:18

საზოგადოება

იცავენ თუ არა მგზავრები ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომებს

საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა დღეიდან განაახლა. არსებული რეგულაციებით, ავტობუსში მგზავრები პირბადით და უკანა კარებიდან უნდა ავიდნენ, რათა მათ მძღოლთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ტრანსპორტში მძღოლთან მისასვლელი გადაღობილია და ადგილი ამკრძალავი ლენტითაა გამოყოფილი. ამასთან, კონდიცირება ავტობუსში არ ხდება. შესაბამისად, მგზავრობის დროს ფანჯრები ღიაა.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 12:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი GORBI-ს კვლევაზე: ესაა საზოგადოების პრაგმატული დამოკიდებულება იმ მთავრობის მიმართ, რომელიც უკიდურესად რთულ მომენტში სწორ ნაბიჯებს დგამს

ეს მონაცემები საზოგადოების პრაგმატული დამოკიდებულებაა მთავრობის მიმართ, რომელიც ამ უკიდურესად რთულ მომენტში დგამს სწორ ნაბიჯებს და ხალხს აქვს იმედი, რომ მსოფლიოსთვის ამ ძნელბედობის ჟამს გადავრჩებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

29 მაისი 2020, 12:11

სპორტი

Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა

Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა. ანგარიშში მოცემულია 32 ყველაზე ცნობილი ევროპული საფეხბურთო კლუბის შეფასება. მადრიდის „რეალი“ კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, რომლის ღირებულება 3.478 მილიარდი ევროა; მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომლის ფასი 3.342 მილიარდია; ხოლო კატალონიის „ბარსელონა“ ბრინჯაოს 3.319 მილიარდი ევროთი დასჯერდა.

29 მაისი 2020, 12:06

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 180 458-ს მიაღწია

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 180 458 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 741 ახალი შემთხვევაა.ინფექციას ქვეყანაში 8 450 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო დღე-ღამეში 39 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 164 000-ს შეადგენს.

29 მაისი 2020, 12:04

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა და 223 მლნ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა.