imedi /  13 მაისი 2020, 21:53 / სანდო წყარო

პროკურატურა: არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფინკინგის საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 21 პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს- ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოს და სექტემბერში დაკავებული იქნენ ამერიკის ერთი და საქართველოს რვა მოქალაქე (დაზარალებული ბავშვების მშობლები), ხოლო ერთი პირი დაკავებული იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ამავე საქმეზე 2019 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომელთაგან ათი დაზარალებული ბავშვების მშობელია, ხოლო ერთი სკოლის მასწავლებელი.

ბრალდებულების დაკავება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე.

აღნიშნული საქმე, დაკავების თარიღებისა და პატიმრობის ვადების გათვალისწინებით სასამართლოში წარიმართა ორ სისხლის სამართლის საქმედ. ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ბრალდებულია აშშ-ს ერთი და საქართველოს ცხრა მოქალაქე, ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან და სურთ, მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქესთან მიმართებით საუბარია 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ფულად ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საუბარია ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე დანაშაულის როლის გათვალისწინებით, ასევე, დამატებით ხუთ წლამდე პირობით მსჯავრზე, ფულად ჯარიმებსა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავ-მოძრავი ქონებების ჩამორთმევაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული არც ერთი პირი წარსულში ნასამართლევი არ არის.

შესაბამისად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

აქვე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით პროკურატურისთვის მიმართვა ბრალდებულის უფლებაა და პროკურატურა გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ტურიზმი

31 მაისი 2020, 01:02

ეკონომიკა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს Covid 19-თან მიმართებით საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ ათეულში ასახელებს.

კიანუ რივზი ჯონ ვიკის როლში

31 მაისი 2020, 01:00

კულტურა

„ჯონ ვიკის“ პროდიუსერებს ფილმის სახელწოდების შეცვლა მოუწიათ, რადგან კიანუ რივზს ის ავიწყდებოდა

„კიანუ სურათის „ჯონ ვიკად“ მოიხსენიებდა. მაშინ მარკეტოლოგებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ სახელწოდებას არ შევცვლით, სარეკლამო კამპანიაში ჩადებულ 4-5 მილიონ დოლარს დავკარგავთ. ასე რომ ახლა ფილმს „ჯონ ვიკი“ ჰქვია. უკვე ვერც წარმოვიდგენ, რომ მას შეიძლებოდა „ზიზღი“ რქმეოდა“, - ამბობს კოლსტადი.

Take That რობი უილიამსი

31 მაისი 2020, 00:40

კულტურა

რობი უილიამსმა Take That-თან ერთად ონლაინ-კონცერტი გამართა. ვიდეო

გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი მსმენელისთვის საკუთარი სახლებიდან მღეროდნენ. კონცერტი უკვე 1,6 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

კიმ იონგ ჰი

31 მაისი 2020, 00:27

ტაბლოიდი

Samsung-ის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულის ანძაზე ერთი წელი გაატარა

60 წლის კიმ იონგ ჰი Samsung-ის სათაო ოფისთან მდებარე 25-მეტრიან ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. საკვებს და ტანსაცმელს მას თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

31 მაისი 2020, 00:20

COVID19

ჩილეში 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩილეში, ქალაქ სანტიაგოს მცხოვრებმა 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

31 მაისი 2020, 00:12

COVID19

ბელგიაში სმენადაქვეითებულთათვის გამჭვირვალე პირბადეები შეკერეს

ბელგიაში, ერთ-ერთმა მცირე საწარმომ სმენადაქვეითებულთათვის სპეციალური სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ euronews წერს. გამოცემის ცნობით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწარმოში დასაქმებულ შშმ პირებთან მენეჯმენტს და თანამშრომლებს ურთიერთობა გაუჭირდათ.

31 მაისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა.

თენგიზ ცერცვაძე

30 მაისი 2020, 23:55

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: მედიცინაში ჩემი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ოჯახურმა ტრადიციებმა თავისი გაიტანა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, TV პალიტრას ეთერში, „ბლიცინტერვიუში“ საკუთარი ბავშვობა გაიხსენა. როგორც ცერცვაძე ამბობს, მას ბავშვობაში უყვარდა სპორტი, მათემატიკა და ნაკლებად მოსალოდნელი იყო მისი მედიცინაში წასვლა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავარია, საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის

„მთავარია საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55 %-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს, საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ წინა ექსვსი არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და მოვემაზდებით გამარჯვებისთვის ამ არჩევნებშიც“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GORBI“-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია

„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურების, საზოგადოების და ინსტიტუტების, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა ეკლესია და ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევის დამსახურება. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდ19-ის გავრცელება აგვეყვანა სრული კონტროლის ქვეშ და შეგვეჩერებინა მისი მასიური გავრცელება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:11

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას

პარლამენტის თავმჯდომარემ ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დრაივერი უწოდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა„ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის, რ

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 22:52

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლიბერალმა გუბერნატორებმა და მერებმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედონ, ან ჩვენი სამხედროების შეუზღუდავ ძალას გამოვიყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატების ხელისუფლებას მოუწოდა, მკაცრად იმოქმედონ ძალადობრივი საპროტესტო აქციების აღკვეთის მიზნით.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიციის ეს ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, არჩევნებზე მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

ოპოზიციის ეს ჯგუფი არჩევნებს ნებისმიერ თემაში გაცვლის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ოპოზიციის ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

30 მაისი 2020, 22:44

სამართალი

ოზურგეთის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბიჭი, სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

დიმიტრი პესოვი

30 მაისი 2020, 22:16

COVID19

პუტინის პრესმდივანი: წვერი მექნება, ვიდრე კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ

პუტინის პრეს-მდივანმა იმიჯი შეიცვალა. დიმიტრი პესკოვმა წინაში საგრძნობლად დაიკლო და წვერი მოუშვა. „წვერი მექნება მანამდე, სანამ კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ. როგორც კი სამსახურში გავალ, გავიპარსავ“, -განაცხადა პესკოვმა გადაცემა „მოსკოვი, კრემლი, პუტინის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:04

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55%-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს

დღეს პარლამენტის მიმართ ნდობა მომატებულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ძალიან კარგად და სინქრონულად იმუშავა მთავრობასთან ერთად და იზრუნა თავის მოქალაქეებზე.

30 მაისი 2020, 21:57

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ქაბულში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ Tolo News იტყობინება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეარხ Khurshid-ის მიკროავტობუსში ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 21:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სამომავლოდ დაგვჭირდება უფრო გაბედული და მასშტაბური ინტერვენციები, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად მოვახერხოთ

საქართველომ დაამტკიცა, რომ ეფექტურად მართა კოვიდ პანდემია, შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, საზოგადოების, ინსტიტუტების, მათ შორის ეკლესიის, ასევე, მეგობრების - ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან ანტიკრიზისული გეგმის მიმართულებებზე ისაუბრა.

30 მაისი 2020, 21:32

ტაბლოიდი

ჯონ ლენონისა და მისი მკვლელის დღემდე უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა

გამოცემა Daily Mail-მა ჯონ ლენონის დღემდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი მკვლელობის დღეს, 1980 წლის 8 დეკემბერს არის გადაღებული.

30 მაისი 2020, 21:12

მსოფლიო

ინგუშეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ინგუშეთის ქალაქ სუნჟაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მებრძოლთა ჯგუფი მოიქციეს ალყაში. ამ დროისათვის ოპერაციის დამასრულებელი ფაზა მიმდინარეობს.