imedi /  20 მაისი 2020, 14:04 / სანდო წყარო

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 ადამიანი დააკავეს

დაკავება

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

დაკავებულ თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს ბრალი ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, მ.გ.-სა და ზ.ტ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში; ნ.ო.-ს, ზ.თ.-ს, ბ.შ.-ს, კ.ბ.-ს, გ.ბ.-ს და ი.ნ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო გ.ბ.-ს და ი.ბ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვასა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7 500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ყველა სიახლე

კორონავირუსი კლინიკები

28 მაისი 2020, 08:24

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანი სტაბილურია, მათ შორის გაუმჯობესებულია სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

Boeing 737

28 მაისი 2020, 08:16

ტექნოლოგიები

Boeing 737 Max-ის წარმოება განახლდა

ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობას იმის მიუხედავად მიიღო, რომ კომპანიას ავიაციის ფედერალური სამსახურისგან ამ თვითმფრინავებით ფრენის განახლების უფლება მიღებული ჯერ არ აქვს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ნებართვას 2020 წლის შუისთვის მიიღებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 მაისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ლავროვის უწყება: რუსმა ექსპერტებმა ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლა უნდა შეძლონ

„მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს. მივესალმებით საქართველოს მხრიდან ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებისთვის მზადყოფნას, თუმცა ასეთ ვიზიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. მზად ვართ გამონაკლისი დავუშვათ ცენტრის მიერ აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლებისთვის“, -ვკითხულობთ განცხადებაში.

ამაღლება ხატი

28 მაისი 2020, 08:01

საზოგადოება

დღეს ამაღლებაა

ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.

28 მაისი 2020, 02:07

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 01:02

ეკონომიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პოსტკრიზისული გეგმა ძალიან მრავალმხრივია და ბევრ სეგმენტს შეიცავს

პოსტკრიზისული გეგმა ძალიან მრავალმხრივია, ძალიან ბევრ სეგმენტს შეიცავს. ეს გეგმა მუშავდება უკვე დიდი ხანია. მუშავდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად და არის უკვე დასრულების ფაზაში. შემდეგ უკვე შემოვა პარლამენტში, შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან იქნება გარკვეული კონსულტაციები. სოციალური მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვეული აქტივობები - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2020, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ იმედგაცრუებულები

ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, - ამის შესახებ ოპოზიციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა. წულუკიანმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს, რომ მთელი დღე სწორედ მთავრობის მოსმენას დაეთმო.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 00:47

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: თუკი ჩვენ ამ რეგულაციებს ხელიდან გავუშვებთ, შეიძლება ეპიდემიის ტალღა კიდევ უფრო მძლავრი იყოს

ჩვენ გვქონდა 2 ძირითადი მიზანი, რომელიც ახლაც ისევე აქტუალურია: ერთი ის, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე, არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები, თუმცა უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობა - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 00:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენც მეტი მუშაობა გვმართებს, რომ ადამიანს, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, ვინმემ პოლიტპატიმარი არ უწოდოს

ჩვენც მეტი მუშაობა გვმართებს იმისათვის, რომ ადამიანს, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, თავის პარტიულ აქტივზე დაანაწილა და თავის პარტიას მოახმარა, ვინმემ პოლიტპატიმარი არ უწოდოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში არიან კოლეგები, რომლებიც სუბიექტურები არიან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობენ.

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 00:36

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: „პლაქვენილით“ მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია

„არის რეკომენდაცია, რომ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოვიყენოთ „პლაქვენილი“ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. ვირუსი არ არის ბოლომდე შესწავლილი, ამიტომ მთელი მსოფლიო ძალიან ფრთხილად უდგება ამ საკითხს. ახლა არის აქტიური კვლევის პროცესი, რომ მიაგნონ ანტივირუსულ პრეპარატს, შექმნან ვაქცინა და ეს კვლევები არის ძალიან საფრთხილო, რადგან სპეციალისტებს მოკლე დროში უწევთ იმ სამუშაოს შესრულება, რასაც უფრო მეტი დრო სჭირდება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

28 მაისი 2020, 00:32

ტექნოლოგიები

SpaceX-მა და NASA-მ ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადადეს

SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადაიდო. შემდეგი მცდელობა შაბათს, 30 მაისს შედგება.

28 მაისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სიტყვით გამოსვლისას მექანიკურად გამომრჩა, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს

პრემიერ მინისტრის გამოსვლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ აღმოჩნდა აბსოლუტური აბსურდი, რაშიც დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, როდესაც პრემიერ მინისტრისგან მოისმინა ძალიან დამაჯერებელი ანგარიში ამ სამი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.

მაია ცქიტიშვილი

28 მაისი 2020, 00:24

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: საგანგებო ვითარების დროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული

რიკოთის პროექტი არ შეჩერებულა არ ერთი დღით, მაგრამ გვქონდა შეფერხება. თუნდაც მაშინ, როდესაც ჩინეთთან ჩაიკეთა საზღვარი, რადგვან ჩვენ გვყავს ამ პროექტში ჩინური კონტრაქტორები - ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ინფრაქტრუტურ სამუშაობზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

28 მაისი 2020, 00:24

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: პოსტკრიზისული გეგმა ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს კრიზისი შესაძლებლობად

ეკონომიკური პროგნოზი და გეგმა რა თქმა უნდა გაგვაჩნია. როდესაც ჩვენ პოსტკრიზისულ გეგმაზე ვსაუბრობთ, აქ არის მნიშვნელოვანი იმის განცალკევება თუ რას ნიშნავს პოსტკრიზისული და ანტიკრიზისული გეგმა - ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

28 მაისი 2020, 00:01

მსოფლიო

SpaceX-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორ ასტრონავტს გაგზავნის

SpaceX-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორ ასტრონავტს გაგზავნის. SpaceX-ი პირველი კერძო კომპანია გახდება, რომელიც ადამიანებს კოსმოსში გაგზავნის და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:59

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: 58 ათასი თვითდასაქმებული შემდეგი კვირიდან დაიწყებს თანხის მიღებას

ჩვენი პაკეტი მოიცავს რამდენიმე სფეროს. პირველი „შოკური პაკეტი“, როგორც დღეს პრემიერმა უწოდა, ეხებოდა კომუნალური გადასახადების გადახდას სამი თვის განმავლობაში. ელექტრო ენერგიის ნაწილში ეს შეეხო მილიონ 200 ათას აბონენტს. გაზის ნაწილში ეს სუბსიდირება 670 ათას ოჯახს და თუნდაც ამ ნაწილში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მოსახლეობის 10%. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ თავიდანვე სესხების გადავადება - ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითდასაქმებულები და თვითდასაქმებულთა საკომპენსაციო პაკეტი. ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ დაახლოებით 200 ათასი თვითდასაქმებულისთვის გადაგვეხადა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია, რა ტქმა უნდა იმ პირობით, რომ ელემენტარული დასტური იქნებოდა იმისა, რომ თვითდასაქმებული იყო ეს ადამიანი. ანუ ეს ადმიანი გარკვეული სახის ეკონომიკურ აქტივობას ახორციელებდა. ასეთი დღეისთვის გვყავს დარეგისტრირებული 58 ათასი ადამიანი და შესაბამისად ეს 58 ათასი ადამიანი უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყებს თანხის მიღებას“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:57

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პაკეტის დეტალები განმარტა

ჩვენი ყველა პაკეტი, რომელიც შევთავაზეთ ტურიმზს, სოფლის მეურნეობას და ზოგადად ანტიკრიზისული პაკეტი, ემსახურება ორივე სეგმენტს: მოქალაქეებსა და ბიზნესს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ იპოთეკური სესხის სუბსიდირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:50

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: დღეს პრემიერმა, რთული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა

დღეს პრემიერმა, რთული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა. მან 3-თვიანი, 24-საათიანი მუშაობა ძალიან დინამიკურად და წარმატებით მოაქცია ერთსაათიან გამოსვლაში. ძალიან ტევადი და ამომწურავი გამოსვლა იყო. ყველა კითხვაზე სათითაოდ პასუხი გასცა, თუმცა კითხვების ხარისხთან მიმართებაში ჩემი შეფასება იქნებოდა, რომ უფრო სწორი, კონსტრუქციული კითხვებიც მოგვესმინა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 მაისი 2020, 23:49

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მთავარი, რაც დღეს გამოიკვეთა, არის უპირატესობა საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის

მთავარი, რაც გამოიკვეთა დღეს, ეს არის ის უპირატესობა, რაც არის საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის, - აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, არსებული შედეგი არის გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდმა გადადგა.

მაია ცქიტიშვილი

27 მაისი 2020, 23:36

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: დღეს ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მოზომილი კრიტიკა იყო

მაია ცქიტიშვილის თქმით, სამხუხაროდ, როდესაც უსაგნო კომენტარებს, შენიშვნებს და პოლიტიკურ დემაგოგიას ისმენ, ეს ინსტიტუციის პრესტიჟზეც მოქმედებს. „მეორე თემა, რაც მინდა აღვნიშნო, არის ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მოზომილი კრიტიკა იყო და ჩემთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ხანდახან ოპოზიციაც ხედავს იმას, რაც გაკეთდა“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.