imedi /  25 მაისი 2020, 12:17 / სანდო წყარო

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნას ითხოვს

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

იმისთვის, რომ ბიზნესმა და მოქალაქეებმა დროზე მიიღონ გადაწყვეტილებები და დროზე ჩაიბარონ გადაწყვეტილებები, გავმართოთ საკონსულტაციო პროცესი, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები შესულია ჩიხში და „სასამართლოს გათანამედროვებისთვის“ საჭიროა საკონსულტაციო პროცესი სასამართლო ხელისუფლების, ბიზნესის, უცხოელი პარტნიორების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით.

„საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ბოლო დროს ძალიან გახშირდა პარტიული ორგანიზაციების და პარტიული სახელმწიფოებიდან სასამართლო ხელისუფლების უმწვავესი კრიტიკა. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო აშშ-ს ელჩის, რომელმაც გააკეთა ამჯერად ოდნავ განსხვავებული აქცენტი და მიუთითა, რომ სასამართლოში არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს ინვესტიციების რაოდენობაზე ჩვენს ქვეყანაში და გავლენას ახდენს არასახარბიელო ბიზნესგარემოს იმიჯის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში არსებული პრობლემები აისახება პირდაპირ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე და კორონავირუსის შემდეგ აისახება კიდევ უფრო მწვავედ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „გრძელდება გაუმჭვირვალე და დახურული დანიშვნები, შიდა გადანიშვნები და ღია კანონდარღვევები“.

„ის, რაც გააკეთა იუსტიციის საბჭომ ერთ-ერთი კანდიდატის ქულების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი კანონდარღვევა. პროცესები შესულია ჩიხში და მე დღეს გთავაზობთ გამოსავალს ამ ჩიხიდან, რომელიც შეიძლება ჩვენ განვახორციელოთ დღეს და არ დაველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც იქნება მოგვიანებით. მე გთავაზობთ, რომ სასამართლოს მოდერნიზებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესების გათანამედროვებასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ბიზნესმა და მოქალაქეებმა დროზე მიიღონ გადაწყვეტილებები და დროზე ჩაიბარონ გადაწყვეტილებები, გავმართოთ საკონსულტაციო პროცესი, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდა. ოღონდ, ამ შემთხვევაში ეს იქნება ბიზნესის მონაწილეობით. სასამართლო ხელისუფლება, ბიზნესი ანუ ის, რაც პირდაპირ აისახება, რაც ხდება სასამართლოში, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელიც იფიქრებს და იმსჯელებს, რა შეიძლება მოდერნიზაციის კუთხით ამ ხელისუფლებაში გაკეთდეს დღესვე. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ განიტვირთოს სასამართლოები, რომ დროზე მიიღონ მოქალაქეებმა და ბიზნესებმა გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ეს შტო დაემსგავსოს თანამედროვე ხელისუფლების შტოს და არ დარჩეს იმ არქაულ ინსტიტუტად, როგორადაც ის დღეს არსებობს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2024, 01:40

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ გიორგი მიქაუტაძეს და ვულოცავ საქართველოს! ჩვენმა ნაკრებმა ისტორია დაწერა

15 ივლისი 2024, 01:35

სპორტი

ევრო 2024-ის საუკეთესო მოთამაშედ როდრი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად კი იამალი

კახა კალაძე

15 ივლისი 2024, 01:14

საზოგადოება

კახა კალაძე: გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს

თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს.

გიორგი მიქაუტაძე

15 ივლისი 2024, 00:59

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „უეფამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი“ ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ.

15 ივლისი 2024, 00:53

სპორტი

ესპანეთმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

15 ივლისი 2024, 00:47

მსოფლიო

მელანია ტრამპი: როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო

როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო, - ნათქვამია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებაში.

15 ივლისი 2024, 00:29

მსოფლიო

ტრამპი: მადლობა ლოცვებისთვის, რადგან მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ლოცვებისთვის და აღნიშნა, რომ „მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან“.

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები

15 ივლისი 2024, 00:21

სპორტი

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯის ნაკრები დაამარცხა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 40:36 დაამარცხეს.

ილონ მასკი

15 ივლისი 2024, 00:05

მსოფლიო

ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა.

14 ივლისი 2024, 23:52

მსოფლიო

ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაელოდონ FBI-ს გამოძიებას და არ გამოთქვან ვარაუდები ტრამპის მიტინგზე მსროლელის მოტივზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამოთქვან ვარაუდები და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) თავისი სამუშაოს შესრულების საშუალება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:29

მსოფლიო

ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:23

მსოფლიო

ბაიდენმა ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 ივლისი 2024, 23:06

სპორტი

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი იმართება

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს.

14 ივლისი 2024, 22:56

საზოგადოება

15 ივლისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე–100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე–100 კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00-დან 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

„ბლექსი არენა“

14 ივლისი 2024, 22:55

კულტურა

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები ერთმანეთის მიყოლებით თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ, კერძოდ, შეკვეთილს, სადაც ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია აშენებული. ესეც ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია ქართველი ხალხისადმი.

14 ივლისი 2024, 22:48

პოლიტიკა

შანტაჟი დემოკრატიის სახელით - რისთვის ისჯება საქართველო. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

გამჭვირვალობის კანონის მიღებამ საგარეო ასპარეზზე ყველაფერი შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი

14 ივლისი 2024, 22:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის - საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით შეიცვლება

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის, საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

14 ივლისი 2024, 22:30

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობას აქვს 2030 წლამდე გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ჩვენ ამ გეგმის შესრულებას მოვახმართ ყველა რესურსს, მათ შორის საბიუჯეტოს

მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ეს გეგმა გაწერილია 2030 წლამდე, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 22:13

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი

ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

14 ივლისი 2024, 22:09

თავდაცვა

თავდასხმა თავდაცვაზე - რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას შორის, რომელმაც ჯარის 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა

რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებას შორის. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯარი გაძარცვა და ფული მოჰპარა. ევროკავშირმა კი არ გაძარცვა, მაგრამ საქართველოს თავდაცვისთვის განკუთვნილი 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა.