IMEDI /  25 მაისი 2020, 17:42 / სანდო წყარო

ადვოკატი: მითითებები, რომ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

ამ კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში ჩვენ შეგნებულად არ შევდივართ, არ ვსაუბრობთ და არ ვასაჯაროებთ ამ მტკიცებულებებს, ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ბავშვის ინტერესებს და ასევე გვსურს, თავიდან ავიცილოთ დაზარალებულებისთვის ზიანის თავიდან მიყენება, - ეს განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქმის უშუალო ადვოკატის, ანა თავხელიძის განცხადებით, პირველ რიგში, აქ საუბარი არაა ერთ კონკრეტულ ინციდენტსა და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. არამედ განგრძობად, სისტემატიურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილზე სხვაასხვა ადგილზე ხდებოდა. „ეს არის დამატებითი გამოძიების საგანი და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს ამ მიმართულებით და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს განსჯადი თემაა საზოგადოებაში, ეს არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. „ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეყრდნობა სასამართლო. საუბარია სხვა და სხვა მტკიცებულებებზე, მოწმეთა ჩვენებაზე, ვიდეო და აუდიო მასალაზე. საუბარია ექსპერტიზის დასკვნებსა და შეფასებებზე. გამოძიება გრძელდება ამ საქმეზე და ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად, არაერთ მტკიცებულებას მოიპოვებს“, - აღნიშნა ანა თავხელიძემ.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა.

მანამდე მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2022, 13:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ აშშ-ის საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, საზოგადოებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის შესახებ საუბრისას.

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2022, 13:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრინციპულად ვითხოვთ ოპოზიციისგან, კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ

პრინციპულად ვითხოვთ ოპოზიციისგან, კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ. დღემდე ჩვენ ამაზე პასუხი არ მიგვიღია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დააგროვებენ კითხვებს ოპოზიციისგან, გაეცნობიან თითოეულ მათგანს და ყველას გასცემენ პასუხს.

ალეკო ელისაშვილი

24 მაისი 2022, 13:03

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ვისაც არ ეზარება გაივლი-გამოივლის და წამოუტყაპუნებს ერეკლე მეფეს - 15 წლის იყო, როდესაც პირველი ბრძოლა მოიგო, უბანში კი არ იჩხუბა, ბრძოლა მოიგო და მტერი დაამარცხა

„უნდა წაიკითხო გეორგიევსკის ტრაქტატი, იქ არსად წერია, რომ სადმე, რამეს ვაბარებდით რუსეთს. რუსეთმა საქართველო არა გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით დაიპყრო, არამედ 1801 წელს სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. უვიცობას ნუ გამოვავლენთ და ჩვენ წინაპრებს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“, - განაცხადა ალეკო მელისაშვბილმა.

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2022, 13:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეზე ზეწოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ახლა, იმავეში, ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს

„მოსამართლეზე ზეწოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-12 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა, იმავეში, ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს“.

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2022, 12:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც კი ხელშესახები მიღწევა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას

რაც კი ხელშესახები მიღწევა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2022, 12:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და მისივე კუთვნილი ენჯეოების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას უკავშირდებ“.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ყველა ნელნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებს, ის უნდა დაისაჯოს

კარგია უკვე, ბოლო პერიოდში არ საუბრობენ, რომ მიხეილ საააკაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და ყველა ნელნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებს, ის უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

24 მაისი 2022, 12:45

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, კარი ჰენრიკსენს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ერთი ადამიანიც ვერ იტყვის ფაქტობრივად, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზაა

ერთი ადამიანიც ვერ იტყვის ფაქტობრივად, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

24 მაისი 2022, 12:34

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი, თავისი დასწრების გარეშე, სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარს აცხადებს, რის გამოც, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმე უნდა განეხილა. განხილვის გადადების მიზეზი სააკაშვილის წერილი გახდა, რომლის მიხედვითაც, თავისი დასწრების გარეშე, სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

ზურაბ ქადაგიძე

24 მაისი 2022, 12:31

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე CEPS სტატიაზე: 2 დღე რომ „გვტენიდნენ“ ოფიციალურ დოკუმენტად, თურმე ვიღაცის სუბიექტური დამოკიდებულება ყოფილა

24 საათი მაინც გააძლებინეთ იმ „ფეიქებს“,ხალხი არ ხართ, ან არ გეცოდებათ ეგ თქვენი 0.1% იანი რეიტინგი? ,,ნეტა ვინ დაწერა ის სტატია? ამბობენ „მგიმოელ“ ლяკა ხოშტარიას „კოსმიურ“ აზროვნებას ეკუთვნის შედევრიო,’’ - ასე ეხმიანება ზურაბ ქადაგიძე „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) მეცნიერ-თანამშრომლის თინათინ ახვლედიანის კომენტარს მისი ორგანიზაციის მიერ, გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოლიდარული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სოლიდარული იყოს უკრაინელი ხალხის. მისი თქმით, ოპოზიციამ წერილობით წარმოადგინოს, რა საკითხებია უკრაინასთან მიმართებით ისეთი, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ადამიანური ტრაგედიით დაწყებული და ქვეყნის ევროპული პერსპექტივით დამთავრებული, მათთვის ყველა მიზეზი კარგია, რომ სიტუაცია არიონ და აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არაფერს თაკილობს მთავარი მიზნის - ქვეყნის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მისაღწევად.

24 მაისი 2022, 12:19

პოლიტიკა

დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ივნისიდან იწყება

ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2020 წელს, როდესაც საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გამოვაცხადეთ, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ - დღეს, ამ პარტიებს უნდათ გამოჩნდნენ, რომ ამ კუთხით მოწინავეები არიან

„ხანდახან, რადიკალურ ოპოზიციას იმის თქმაც უნდა, რომ ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან “ შეთანხმებული შეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა წლებით გადაიდებოდა. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებაზე პროცესში. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება იყო შემაფერხებელი ასოცირების შეთანხმების დადებისა“.

24 მაისი 2022, 12:14

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: Adani Group-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განვიხილე

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილეს.

24 მაისი 2022, 12:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და გადაწყვეტილებას ადამიანის ბრალეულობის შესახებ იღებს სასამართლო

სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს იმას, რომ არის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არის ინსტანციური და სადაც ადამიანის ბრალეულობის შესახებ იღებს სასამართლო და არა სოციალური ქსელი, ცალკეული არსამათავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული ჯგუფები, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ სტატიაზე: მასში ბევრი უზუსტობაა და ჩანს, რომ დაუდევრად არის შედგენილი - სტატიის ავტორები ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეწინააღმდეგებიან

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ“ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას გამოეხმაურა და, ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ამ სტატიაში მრავალი უზუსტობაა. მისი თქმით, მასალა „დაუდევრადაა შედგენილი“.

მარკ რუტე

24 მაისი 2022, 12:02

მსოფლიო

ჰოლანდიის პრემიერი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს აზრით, შანსი იმისა, რომ უკრაინა მალე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გხდება, არც ისე დიდია. „ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა. ეს ასევე უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაცილებით დიდხანს ელოდნენ კანდიდატის წევრობას“, - განაცხადა მან პარლამენტში.