imedi /  02 ივნისი 2020, 14:06 / სანდო წყარო

გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის - „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში’’, პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სახელმძღვანელო განკუთვნილია პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის და მომზადდა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლების და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტის მიერ.

სახელმძღვანელო მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა, ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. წიგნში გაანალიზებულია ევროსასამართლოს პრაქტიკა ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევაზე. კრებული ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გამოიცა.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს პროკურატურის, ევროკავშირის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დაცვა და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება“, - აცხადებენ უწყებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ლატარია

15 ივლისი 2025, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო

1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო, - ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

დავით ჩიხელიძე

15 ივლისი 2025, 13:07

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე კაი კალასის განცხადებაზე: კარგად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ევროკავშირი აქტიურად მოქმედებს. არც მაშინ და არც ახლა ქართველი ხალხი არავის აინტერესებს

კაია კალასი (ევროკავშირი) უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს! კაია კალასი: "მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს" კალასის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ისე უყურებს, როგორც კოლონიას, მას არა პარტნიორად არამედ, უუფლებო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც ვალდებულია ევრობიუროკრატების სურვილის შესაბამისად იმოქმედოს - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

15 ივლისი 2025, 13:00

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, ტარების და გადაზიდვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 ივლისი 2025, 12:50

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „შეუპოვარი მებრძოლის“, რუსეთის სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, კალასის განცხადება ვიხილეთ, რომ თურმე, სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყანად ხედავს - ფიქრობს, კავკასიურ ნაწილში უნდა გაჩნდეს არეულობის ახალი კერა

უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 ივლისი 2025, 12:49

საზოგადოება

16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

გია აბაშიძე

15 ივლისი 2025, 12:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე

სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის, მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2025, 12:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროკომისარ კაია კალასის განცხადებით, ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს

საქართველოს დიდი ხანია აღარ ახსენებენ დასავლურ მედია და პოლიტიკურ ველზე, როგორც "შუა დერეფნის" განუყოფელ ნაწილს. როგორც წესი აღმოსავლეთის ენერგომატარებლები თავის დინებას ბაქოში ასრულებენ და შემდგომ სასწაულებრივად - რუმინეთიდან აგრძელებენ თავის დინებას. დღეს ამას დაემატა საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურების "გაუქმება" და ბრიუსელის ფსონის გაკეთება სომხეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში. როგორც მინიმუმ ეს არის პიროვნების დეგრადაციაზე აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის შედეგი, როგორც მაქსიმუმ - ამ უკვე დეგრადირებული სისტემის მსხვერპლ-მესვეურების მხრიდან, მათთვის გამაღიზიანებელი და დაუმარცხებელი საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგონიური უკანასკნელი შეტევის მცდელობა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს.

15 ივლისი 2025, 12:39

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 12:38

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ივლისი 2025, 12:27

რეგიონი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1-კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.

15 ივლისი 2025, 12:26

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

ზურაბ ქადაგიძე

15 ივლისი 2025, 12:21

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე კაია კალასის განცხადებაზე: რევოლუცია ჩაუვარდათ, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ, თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო

რევოლუცია ჩაუვარდათ, ფინანსები გაანიავეს, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება, ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებსაც ვეღარ იყოლიებენ და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

15 ივლისი 2025, 12:21

საზოგადოება

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით პირველად მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.

გიორგი ჩაკვეტაძე

15 ივლისი 2025, 12:21

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ, მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის - საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება

მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

ნინო ფოჩხუა

15 ივლისი 2025, 12:16

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა კაია კალასის მუქარაზე: როცა კაია კალასი გვაიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მისი მეუღლე სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს - ჩალის ფასი აქვს მის სიტყვასაც და რეზოლუციასაც

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

15 ივლისი 2025, 12:15

კულტურა

„შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს - „ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.

პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება შემოქმედებითი საქართველოს სოციალურ ქსელებში არაუგვიანეს 2025 წლის 25 აგვისტოსი. განაცხადების მიღება წარმოებს 10 – 24 ივლისის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: [email protected]

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2025, 12:12

მსოფლიო

Politico: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დროის ამბავია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც გუშინ ევროპის ქვეყნების ხარჯზე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა, ფიქრობს, რომ რუსეთს სამხედრო კონფლიქტში უპირატესობა აქვს. ინფორმაციას Politico თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 12:09

საზოგადოება

სემეკმა „მტკვარი ჰესზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.

გიგა ძნელაძე

15 ივლისი 2025, 11:44

საზოგადოება

გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა. გიგა ძნელაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მარკ რუტე

15 ივლისი 2025, 11:43

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ პუტინისთვის გამოცხადებული 50-დღიანი ულტიმატუმი უკრაინაში რუსეთის შესაჩერებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის გამოცხადებული 50-დღიანი ულტიმატუმი უკრაინაში რუსეთის შესაჩერებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია.