„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია
კარლ ჰარცელი
ფოტო: „ახალგაზრდა ადვოკატები“
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია. მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება, - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვნის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან, ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.
ორგანიზაციის განმარტებით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლო განიხილავს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნის კვიპროსში დაბრუნების საკითხს. მშობლები - დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მამა კი - ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. არასრულწლოვანი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამ გამოავლინა ბავშვის მიმართ არასათანადო საამღზრდელო უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში - მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, შეწყდა დედის მატერიალური უზრუნველყოფა, ქალბატონმა სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების საფუძვლებით და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახის შევიწროვება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დედას - ოლივია ანოტონს მიენიჭა უფლება, ბავშვი წაიყვანოს ღამის თევით, რასაც საქმეში არსებული არაერთი მასალა მიუთითებს, რომ არასრუწლოვანი ეწინააღმდეგება, თუმცა კანონის გვერდის ავლით, პირადი ურთიერთობებისა და ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, ოლივია ანტონმა შეძლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მენეჯმენტის სამი წარმომადგენლის - ნინო იობაშვილის, გიორგი კუპრეიშვილისა და ეთერ ცხაკაიას (რომელიც, ამჟამად გათავისუფლებულია, მათ შორის დასახელებული საქმის გამო) დახმარება, რეალობის გამომრიცხველი დოკუმენტაციის შექმნა და ოლივია ანტონისთვის ნაკარნახევი სტრატეგიით, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საჩივრების წარდგენა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანის მამა არღვევს კანონს და არ ახდენს სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულებას - დედისთვის შვილის ჩვენებას. სინამდვილეში, საქართველოში ყველა კომპეტენტური უწყება ინფორმირებულია - მამამ გააძლიერა არასრუწლოვნის უსაფრთხოების დაცვა. არასრუწლოვნის გადაადგილებას იცავდა დაქირავებული პირადი დაცვა, ვინაიდან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დედა - ოლივია ანტონი გეგმავს ბავშვი ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონის - ცხინვალის გავლით გაიყვანოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში. ოლივია ანტონი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არალეგალური და იმავდროულად, ადმინისტრაციული მნიშვნელობის საზღვრის კვეთა, მისთვის არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. შესაბამისად, ბავშვის რუსეთის ფედერაციაში აღმოჩენა, მთლიანად, იურიდიულ საფუძვლებს აცლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქმნება, ერთი მხრივ, არსებითი საფრთხე იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი შედეგის მქონე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს, მეორე მხრივ, ვერც საქართველომ, ვერც კვიპროსისა და შემდგომში, პოტენციურად - ჩეხეთის რესპუბლიკამ ვერ დაიბრუნეს საკუთარი მოქალაქე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, არასრუწლოვნის მიმართ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან, დასახელებული მენეჯმენტის მხრიდან, 2020 წლის 2 ივნისს დაიგეგმა ჩვეულებრივი სპეც-ოპერაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ განსაკუთრებული დავალების საფუძველზე, მოითხოვა არასრულწლოვნის გამოკითხვა. უარყოფილი იქნა მამის შეთავაზება ალტერნატიული თარჯიმნისა და ფსიქოლოგის დასწრებაზე.
29 მაისს, მხარე გამოცხადდა დანიშნულების ადგილას, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მიერ მითითებული თარჯიმანი ადგილზე გამოცხადდა ოლივია ანტონისა და მისი ადვოკატის სატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნულ ფაქტს მამის მხრიდან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუ საგამოძიებო პროცესს ხელს შეუშლიდა, დაიჭერდნენ. არაობიექტურობისა და შეთანხმებების ლუსტრაციის პირობებში, არასრულწლოვანი კანონიერმა წარმომადგენელმა ადგილიდან განარიდა, საგამოძიებო უწყებამ კი შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მამამ ვერ შეძლო შვილის ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა. ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალურად აცნობა საქართველოს პროკურატურას, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2020 წლის 1 ივნისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის მხრიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არასრულწლოვანის ინტერესების დამცველის მიმართ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მათ სურდათ არასრულწლოვანის საცხოვრებელ მისამართზე გადამოწმება, სატელეფონო ზარიდან 1 საათში. უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ წარმომადგენელი იმყოფებოდა რეგიონში და არ გააჩნდა ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა არასრულწლოვანი მისამართზე. უწყების პოზიცია ეცნობა ბავშვის მამას, რომელმაც განმარტა, რომ 1 ივნისს აღნიშნავდა ბავშვის დაბადების დღეს. შესაბამისად, არ იმყოფებოდა სახლში და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა დროისთვის გადადებულიყო ვიზიტი, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ადგილზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ და მოახდინეს ფაქტის კონსტანტაცია არასრულწლოვნის მისამართზე არყოფნის შესახებ.
აღნიშნულის პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მამას საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს ბავშვის გამოკითხვაზე. შესაბამისად, 2 ივნისს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გამოცხადნენ საცხოვრებელ მისამართზე. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას დაესწრებოდა მამის მხრიდან წარდგენილი თარჯიმანი და ბავშვის ბებია. გამოკითხვის დაწყებიდან მცირე დროში, არასრულწლოვანი დიალოგის ოთახიდან გავიდა ბებიასთან და უთხრა, რომ უწყების წარმომადგენლებს სურდათ მამასთან დაეშორებინა, რასაც მოჰყვა მხარის თარჯიმნის დამაზუსტებელი შეკითხვები, თუმცა როგორც ბებია, ასევე თარჯიმანი, უწყების წარმომადგენლებმა, სახლიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.
გამოკითხვის დასრულებისთანავე, რომლის შედეგებიც უცნობია, საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე, ოთხი ეკიპაჟით, იმყოფებოდნენ საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე და არასრულწლოვნის მამას გადასცეს შემაკავებელი ორდერი. გაირკვა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნისა და მიმართვის საფუძველზე, მამას 30 დღის განმავლობაში, აეკრძალა შვილთან ურთიერთობა. საფუძვლად დასახელდა ძალადობის ფორმა - „უგულვებელყოფა“, რაც გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას. პოლიციამ ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვი გადასცა სააგენტოს თანამშრომელს ნინო იობაშვილს, რომელმაც არასრუწლოვანი მიიყვანა დედასთან, ვინაიდან ოლივია ანტონს, გასაჩივრებული დროებითი განკარგულების მიხედვით, სამშაბათს დღეს შეეძლო ბავშვის გაყვანა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, არასრულწლოვანისა და მისი ერთი კანონიერი მშობლის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია, კრიტიკას ვერ უძლებს, მთლიანად ამორალურს ხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ინსტიტუციას და ნდობას არ სძენს პოლიციის საქმიანობას. არასრუწლოვანი დგას ობიექტური საფრთხის წინაშე და არ არსებობს მხარე, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის საქართველოში უსაფრთხოებაზე. მთლიანობაში, დაირღვა არასრუწლოვანის კანონიერი ინტერესები, სახეზე არ გვაქვს გამოკითხვის აუდიო ოქმი, უარყოფილ იქნა მხარის მოთხოვნა ბავშვის სასამართლოს წინაშე გამოკითხვის უფლებაზე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გამოკითხვის პროცესში ბავშვზე ზემოქმედების მოხდენაზე, გამოძიების თარჯიმანი, წინა დღეებში დაფიქსირებული შემთხვევისა, არ იმსახურებს კანონიერ ნდობას, უცნობია ბავშვის ამჟამინდელი მისამართი და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, უსაფუძვლოდ შეიზღუდა ბავშვის ბებიის უფლება შვილიშვილთან ურთიერთობის შესახებ, მამის მიმართ ადგილი ჰქონდა მტრული და ანტაგონისტური დამოკიდბეულებას, ვერბალურ განცხადებას, რომ დაიჭერდნენ, სააგენტოს ოფიცილაური პირებმა შეწყვიტეს ბავშვის მდგომარეობის შესახებ მის წარმომადგენელთან სატელეფონო და ელექტრონული სახის კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა.
საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელის ნაწილობრივი კვლევაც განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, მთლიანობაში მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის დედასთან დაბრუნება არ ემსახურება მის საუკეთესო ინტერესებს, რადგან მას არ აქვს არავითარი გამოცდილება ბავშვთან დამოუკიდებელი ურთიერთობისა, არ იცის ჩეხური ენა, ხოლო ბავშვმა არ იცის რუსული და ინგლისური ენები. ოლივია ანტონს ამოძრავებს შურისძიება მეუღლის მიმართ, ვინაიდან დედამ ქართულ სასამართლოში წარადგინა ფოტოები, სადაც მამა შვილს ჰიგიენური წესით აბანავებს და მამას ბრალი დასდო პორნოგრაფიაში. 2019 წლის 21 ნოემბერს, ქართულმა სასამართლომ, ეს დოკუმენტი საქმიდან ამოიღო და დედის ამორალურ ზრახვებზე მიუთითა. სასამართლოს პოზიციის მიუხედავად, დედამ იგივე დოკუმენტები პოლიციაში წარადგინა და იმავეს მოითხოვს. პოლიციაშია დედის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადების და სასამართლოსთვის მისი მიწოდების საქმეც, რომელიც შეეხება კვიპროსში დასაქმების კონტრაქტს და ქირის სადავო ხელშეკრულებებს.
სასამართლოს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანის დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენას. აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურა განიხილავს მამის და შვილის 2019 წლის აგვისტოში მარტვილიდან გატაცების საქმეს, სადაც კითხვები არასრულწლოვანი დედის მიმართაც დაისმის. საქართველოს შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებამ არასრულწლოვანის დედას უარი უთხრა ცალკეულ საკითხებზე საქმის აღძვრაზე არა იმის გამო, რომ უყურადღებოდ მიიჩნიეს განცხადებით დასმული მოთხოვნები, არამედ ყველა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, გამომწვევი და მითითებული გარემოებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ჩვენ არ გვაქვს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ გვაქვს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული.
სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრულწლოვანის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები, დასახელებული საქმიდან, მნიშვნელობის, შეფასებისა და რეაგირების გარეშეა იმ უწყებების მხრიდან, ვისაც სწრაფი გამოძიება და გადაწყვეტილებების მიღება ეხება.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, 2019 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. საქმეში არსებობს მხილების დოკუმენტები, რომელიც სოციალური მომსახურების სამსახურის მენეჯმენტის მიკერძოების, სოციალური მუშაკის - ნინო იობაშვილის მხრიდან კი ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხება, რასაც ორგანიზაცია სათანადო გამოქვეყნებას მისცემს.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 02:09
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ირანის საპასუხო დარტყმების მასშტაბით, რომელიც თეირანზე აშშ-ის თავდასხმებს მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 01:55
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს აბსოლუტურად სუფთად, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას. არ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევას, რომ რაიმე კორუფციული მოხდეს
ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:52
მსოფლიო
ტრამპი: მე არ მინდა ომები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების თავიდან არიდება მისი პრიორიტეტია.
17 მარტი 2026, 01:34
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ქვეყანას სჭირდება, ასე გავაგრძელებთ აუცილებლად - თუ ჩვენი ოპონენტები თეთრზე თეთრს არ იტყვიან, შავზე შავს, დიდხანს იქნებიან ისე, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი
სახელმწიფო დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპონენტებს არ ჰქონდათ არც ერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვმუშაობთ სუფთად და ვფიქრობ, ეს არის ის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს ამ დებატებიდან
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშრებით, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.
17 მარტი 2026, 01:26
მსოფლიო
„ომი მიმდინარეობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიყო“ - ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს.
17 მარტი 2026, 01:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ადამიანებისგან, რომლებიც საბოტაჟს აწარმოებენ, პოლარიზაციას ასპონსორებენ და სიძულვილს თესავენ სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ, ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ვახერხებთ
ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, საუბარი მაქვს კონკრკეტულ პოლიტიკურ ძალებზე, რაც იოლი არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის გათავისუფლებაა, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი - ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს შეუძლია პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება
არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ბიზნესის გათავისუფლება, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 01:01
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი ბერდია სიჭინავას: ახსენეთ, პრინციპებთან შეუთავსებლობა რომ გვქონდა, წამოვედით მთავრობიდანო, რომელი პრინციპი იყო შეუთავსებელი, მელიას არდაჭერა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სრულიად ლეგიტიმური იყო მისი დაკავება?
კორუფციასთან ბრძოლა დაკავშირებულია უფრო აღქმებთან და არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე თუ რეფორმაზე, რომელიც დროის ძლიან მცირე მონაკვეთში საქართველოს მთავრობამ განახორციელა და ვერც ერთი ან შენიშვნა, ან შეკითხვა ამასთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 00:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8%-ში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54%-ში - პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები აღიარეთ, ერთი წელი გაგიჭირდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოგიწიათ აღიარება
„ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54% და თქვენი დაფიქსირდა 8%, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ბერდია სიჭინავას.
17 მარტი 2026, 00:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო 3 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ 3-თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ოპოზიცია
რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია, შევთანხმდით, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
17 მარტი 2026, 00:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ეხმარება იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად
ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.
17 მარტი 2026, 00:25
პოლიტიკა
პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ
2024 წლის 8 თებერვლიდან არცერთი ქონება, არა თუ უნივერსიტეტი, მიწა ან რომელიმე სხვა, არცერთი ქონება არ გასხვისებულა აუქციონის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირმა - კახა ბენდუქიძემ 1 ლარად საკუთარ თავს მიასხვისა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქონება, ეს კორუფციაზე ბევრად მეტია.
17 მარტი 2026, 00:21
პოლიტიკა
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც კონკრეტული პრობლემები დაინახა
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც მან დაინახა კონკრეტული პრობლემები.
17 მარტი 2026, 00:17
პოლიტიკა
პრემიერი ბერდია სიჭინავას: იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და მიზეზი იყო პირადად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები
იყავით და გაგეკეთებინათ, იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და ზუსტად ვიცი მიზეზი რაც იყო, პირადად იყო გიორგი გახარიას გადაწყევტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები, იქ ვიყავი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.
17 მარტი 2026, 00:11
მსოფლიო
კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ეს არ არის ევროპის ომი
ეს არ არის ევროპის ომი, თუმცა სასწორზე ევროპის ინტერესები დევს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა ირანში მიმდინარე ომზე კომენტარის გაკეთებისას.
16 მარტი 2026, 23:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.
16 მარტი 2026, 23:54
მსოფლიო
მერცი: გერმანია ირანში მიმდინარე ომში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა ქვეყნის ჩართულობა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მიუხედავად დონალდ ტრამპის მოწოდებებისა, მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
16 მარტი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და გახარია იყო პრემიერი. ჩვენ პოლიტიკური ნება აღმოგვაჩნდა, რომ ნეპოტიზმის პრაქტიკა მოგვესპო
მოვედით და მთლიანად დავარეგულირეთ პროცესი, აუქციონის გარეშე არაფერი აღარ იყიდება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციის რისკებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალედ აუქციონზე გადის ნებისმიერი ქონება.
16 მარტი 2026, 23:40
პოლიტიკა
პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
„რაც შეეხება 2 ნაწილად დაყოფას, რეალურად ასეა, იმიტომ, რომ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვიწევს ამის ეტაპებად დაყოფა, რეალურად ასეა. ჩვენ კი არ ვყოფთ ამას, ეს ფაქტია, რომ 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, აქედან მოყოლებული დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები არის კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებში გამოხატული”, - განაცხადა პრემიერმა.


