შსს ამბობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია
ნინო ციციაშვილი
ფოტო: შსს
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში წარადგინა. ინფორმაციას შსს ავრეცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა.
„სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და აღნიშნა, რომ იგი გამოირჩეოდა შესრულებული დავალებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროში 2018-2020 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ: სამინისტრომ გაზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. კვლავ გრძელდება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტებში და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 23 იზოლატორში.
2020 წელს იგეგმება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის კიდევ ერთ იზოლატორში - ბაღდათი. იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების მიზნით, 2020 წელს ცვლილება შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციაში და დეტალურად გაიწერა სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტოსურათების შენახვის დეტალური წესები. ამასთან, 2019-2020 წლებში არაერთი ტრენინგი ჩატარდა დაზიანებების დოკუმენტირების, მათ შორის, სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების საკითხებზე“,- აღნიშნულია მოხსენებაში.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრო, იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს.
„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, 2020 წელს დიდი ნაბიჯი იქნა გადადგმული. 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.
აღნიშნული კანონითა და თანმდევი ცვლილებებით მოხდა სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრება. კანონი ასევე ითვალისწინებს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავისათვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შექმნას. ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებს იძიებს; ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვან მსხვერპლთა, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს პოლიციის პოლიციის თანამშრომელთა გადამზადებას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე. სამინისტრომ შეიმუშავა გამომძიებელთათვის სპეციალური ხუთდღიანი კურსი, რომელიც მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ საკითხებს. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის გამოძიების საკითხებზე ზემოაღნიშნული სპეციალური კურსი გაიარა 275-მდე გამომძიებელმა (2018-2019 წელი), ხოლო მოკლე კურსები 2019 წელს ჩაუტარდათ პატრულ-ინსპექტორებს, უბნის ინსპექტორებს, მართლწესრიგის ოფიცრებს და 112-ის ოპერატორებს. ასევე, 2019 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის საკითხის მიმართულებით აკადემიაში მომზადდა/გადამზადდა 900-მდე მსმენელი, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე - 132 მსმენელი. სამართალდამცველთა გადამზადებასთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების ეფექტიანად გამოძიების მიზნით, გამომძიებლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები ისეთ თემებზე როგორებიცაა: დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები, მსხვერპლისთვის დასასმელი კითხვების სტრუქტურა; მოძალადის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემთხვევაში მსხვერპლთან განსახორციელებელი ღონისძიებები, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას მოძალადის მსხვერპლისგან განცალკევების ინსტრუქცია, ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახის წევრის მიერ ეკონომიკური ძალადობის იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და სხვა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით ყოველწლიურად იზრდება პოლიციისათვის მიმართვიანობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, რაც პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მეტყველებს. ძალადობის მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მუშაობს სექსუალური ძალადობის საქმეთა გამოძიების პროტოკოლის შემუშავებაზე. აღნიშნული პროტოკოლი, მათ შორის, მოიცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის სახელმძღვანელო წესებს. პროტოკოლი დამუშავების პროცესის დასრულებისთანავე გადაეგზავნება პოლიციის ყველა საგამოძიებო დანაყოფს. სამინისტროს მიერ მომზადდა რეკომენდაცია „დაკავების ოქმის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ“, რომელიც განკუთვნილია დაკავების უფლებამოსილების მქონე სამართალდამცავებისთვის.
აღნიშნულ რეკომენდაციაში ხაზგასმა კეთდება დაკავების დროს დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების მნიშვნელობაზე. რეკომენდაცია უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში და მის პრაქტიკაში შესრულებას აქტიურ მონიტორინგს გაუწევს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. სამინისტროს მიერ მომზადდა „პოსტერები“, სადაც რეკომენდაციის შესაბამისად, მითითებულია მათ შორის, სახალხო დამცველის ცხელი ხაზის საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნული პოსტერები უკვე განთავსებულია პოლიციის დანაყოფებში“- აცხადებენ შსს-ში.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 00:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ეხმარება იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად
ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.
17 მარტი 2026, 00:25
პოლიტიკა
პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ
2024 წლის 8 თებერვლიდან არცერთი ქონება, არა თუ უნივერსიტეტი, მიწა ან რომელიმე სხვა, არცერთი ქონება არ გასხვისებულა აუქციონის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირმა - კახა ბენდუქიძემ 1 ლარად საკუთარ თავს მიასხვისა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქონება, ეს კორუფციაზე ბევრად მეტია.
17 მარტი 2026, 00:21
პოლიტიკა
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც კონკრეტული პრობლემები დაინახა
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც მან დაინახა კონკრეტული პრობლემები.
17 მარტი 2026, 00:17
პოლიტიკა
პრემიერი ბერდია სიჭინავას: იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და მიზეზი იყო პირადად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები
იყავით და გაგეკეთებინათ, იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და ზუსტად ვიცი მიზეზი რაც იყო, პირადად იყო გიორგი გახარიას გადაწყევტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები, იქ ვიყავი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.
17 მარტი 2026, 00:11
მსოფლიო
კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ეს არ არის ევროპის ომი
ეს არ არის ევროპის ომი, თუმცა სასწორზე ევროპის ინტერესები დევს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა ირანში მიმდინარე ომზე კომენტარის გაკეთებისას.
16 მარტი 2026, 23:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.
16 მარტი 2026, 23:54
მსოფლიო
მერცი: გერმანია ირანში მიმდინარე ომში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გამორიცხა ქვეყნის ჩართულობა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მიუხედავად დონალდ ტრამპის მოწოდებებისა, მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
16 მარტი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და გახარია იყო პრემიერი. ჩვენ პოლიტიკური ნება აღმოგვაჩნდა, რომ ნეპოტიზმის პრაქტიკა მოგვესპო
მოვედით და მთლიანად დავარეგულირეთ პროცესი, აუქციონის გარეშე არაფერი აღარ იყიდება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციის რისკებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალედ აუქციონზე გადის ნებისმიერი ქონება.
16 მარტი 2026, 23:40
პოლიტიკა
პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
„რაც შეეხება 2 ნაწილად დაყოფას, რეალურად ასეა, იმიტომ, რომ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვიწევს ამის ეტაპებად დაყოფა, რეალურად ასეა. ჩვენ კი არ ვყოფთ ამას, ეს ფაქტია, რომ 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, აქედან მოყოლებული დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები არის კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებში გამოხატული”, - განაცხადა პრემიერმა.
16 მარტი 2026, 23:37
პოლიტიკა
პრემიერი: სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა
სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არც ერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში.
16 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა
ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. როგორც მან აღნიშნა, პრევენციის ნაწილში არის ამოქმედებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც არასდროს არ ყოფილა არცერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში.
16 მარტი 2026, 23:19
პოლიტიკა
პრემიერი ბერდია სიჭინავას: თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ - რატომ? როდესაც არ გინდა რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი
თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი - რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.
16 მარტი 2026, 23:12
პოლიტიკა
პრემიერი: კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ზე“ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.
16 მარტი 2026, 23:02
პოლიტიკა
პრემიერი: ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ გზას ვადგავართ
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ იბრძვის კორუფციასთან და მზად არის, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე ჰქონდეს რეაგირება.
16 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც „ნაცებთან“ ერთად არ ტოვებს შანს, ქვეყანას ზიანი მიაყენოს
პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
16 მარტი 2026, 22:45
პოლიტიკა
კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც დღეს წარმოადგენს ის ადამიანი - აპელირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რეზოლუციას ავტორობდა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა და მას სამარცხვინო დასკვნა უწოდა.
16 მარტი 2026, 22:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო აქტი, მთავრობის ხაზით გაცემული ნებართვა, თუ ერთ შემთხვევაში მაინც გვაჩვენებენ ფაქტს, მზად ვართ რეაგირებისათვის
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
16 მარტი 2026, 22:36
მსოფლიო
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის მზად ირანზე გამარჯვება გამოაცხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, აშშ-მა ეს ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
16 მარტი 2026, 22:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ თვისებრივად შეგვემცირებინა კორუფციის მასშტაბი და აღმოგვეფხვრა კორუფცია პოლიტიკურ დონეზე - ერთია სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ მთავარია მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში
მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
16 მარტი 2026, 22:29
მსოფლიო
უკრაინული მედია: ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ არის ვალდებული დაეხმაროს უკრაინას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკრაინის დახმარების ვალდებულება არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.


