IMEDI /  05 ივნისი 2020, 19:41 / სანდო წყარო

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციელებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ა.ი. დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყველა სიახლე

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 08:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. ცნობილია, რომ შემთხვევას წინ, 19 ივნისს ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

სუსი

10 ივლისი 2020, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუსის ანგარიშს განიხილავენ. წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

რომან გოცირიძე

10 ივლისი 2020, 08:20

პოლიტიკა

რომან გოცირიძე სუსის ანგარიშზე: გვექნება კითხვა რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი ანგარიშის განხილვას დაესწრებიან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა იოცნებოს სააკაშვილმა, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები კრახით დასრულდება

„სააკაშვილმა რაც არ უნდა იოცნებოს, რაც არ უნდა დაგეგმოს, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები რასაც ჩვენი საზოგადოება წარსულ პერიოდში თვალყურს ადევნებდა, დასრულდება კრახით“, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ავღანეთი

10 ივლისი 2020, 08:00

COVID19

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

რობერტ რედფილდი

10 ივლისი 2020, 01:12

COVID19

რობერტ რედფილდი: სკოლების დახურვა ბავშვების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლების გახსნა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თუ სკოლები დახურული დარჩება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხე იქნება.

ჯავისია ლესლი

10 ივლისი 2020, 01:03

კულტურა

ისტორიაში პირველად ბეტვუმენს შავკანიანი ქალი განასახიერებს

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ პირველი შავკანიანი მსახიობი ვარ, ვინც ამ როლს ტელესერიალში ითამაშებს. როგორც ბისექსუალი ქალისთვის, ჩემთვის დიდი პატივია გახდე იმ შოუს ნაწილი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა LGBTQ+-თემისთვის“, - ამბობს ლესლი.

10 ივლისი 2020, 00:55

საზოგადოება

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება

მისი თქმით, რესპონდენტები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები ნაკლებად უჩივიან კრიზისის შედეგად შინამეურნეობის შემოსავლების შემცირებას. თუმცა, ეს ორივე ჯგუფი გარკვეულწილად ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ცხოვრება დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:48

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების 10-წლიანი განვითარების გეგმა

„გარდა შეიარაღებისა ჩემი ხედვა ეფუძნება ძლიერი რეზერვის სისტემის განვითარებას. დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის კომფორტი, რომ მრავალრიცხოვანი არმია შეინახოს, მაგრამ 30-წლამდე ჩვენ თუ იმ ტემპებით განვითარდებით, რომელიც ჩემს ხედვაში მაქვს განსაზღვრული, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ გვყავდეს დაახლოებით 80-დან 100 ათასამდე მომზადებული რეზერვის ოფიცერი. ეს არის სერიოზული განაცხადი და გეგმა,რომელიც მე წარვუდგინე თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას და მათთან ერთად ვმუშაობ ამ გეგმის განხორციელებაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

10 ივლისი 2020, 00:44

COVID19

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს კარგად უმკლავდება

რამოდენიმე კონტინენტის 18 ქვეყანაში კვლევა „გელაპ ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა. ამ პროექტის ფარგლებში, „გორბიმ“-მ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა სატელეფონო პანელის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1003 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 7-12 ივნისს და კვლევის დასაშვები ცდომილება 2.5%-ს წარმოადგენს.

10 ივლისი 2020, 00:43

სამართალი

არსებული ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა

არსებული ინფორმაციით, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ უმისამართო სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

ბიჭები სერიალი

10 ივლისი 2020, 00:30

კულტურა

Amazon-მა „ბიჭების“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი ალტერნატიულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც სუპერგმირები რეალურები არიან, მაგრამ შორს დგანან იმ იდეალებისგან, რომლებსაც წარმოადგენენ. მათ გამოაშკარავებას უბრალო ადამიანთა ჯგუფი ცდილობს ბილი ბუტჩერის (კარლ ურბანი) თაოსნობით. შოუს შემქმნელი ერიკ კრიპკეა.

10 ივლისი 2020, 00:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე

ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვენაში იყოს ზოგადი სტაბილურობა და სიმშვიდე, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე, თუმცა ჩვენი დესტრუქციული და მტრული ძალის, კოლექტიური ნაცმოძრაობის პირობებში რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, რადგან მათ მთავარ ამოაცანს დესტაბილიზაცია წარმოადგენს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ის მძიმე დანაშაული, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა ჩადენილი, საჭიროებდა და საჭიროებს დროულ გამოძიებას

მინდა შევეხო ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების საკითხს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მეთოდებით უსწორდებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ მოქალაქეებს. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ ჭაკუა გასამართლებულია ციხის კადრების დადგმასთან დაკავშირებით და არა იმ რეალურ სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულად სააკაშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხელისუფლებაში დაბრუნების

მთავარი ძალაუფლების წყარო მომდინარეობს ხალხისგან. ვერც ერთი ძალა ვერ გადაწყვეტს ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ბედს. თუ ჩვენი ხალხი, გვაძლევს და მოგვცემს მანდატს რომ გავაგრძელოთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მსახურება, ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება. ორჯერ იქნება, სამჯერ თუ ოთხჯერ, ამას მხოლოდ ერთადერთი უნივერსალური და უზენაესი ძალა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს და მე არ ვურჩევდი არც ერთ ძალას ამ პროცესში ჩარევას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილმა ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი ლარი გაფლანგა და დახარჯა

არათუ მხოლოდ დაკავშირებულია სააკაშვილი კეზერაშვილთან, არამედ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია ჩართული იყო იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში. ეს კავშირი დადადასტურებულია არა ერთგზის და რა თქმა უნდა საჭიროებს დამატებით შესწავლას - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

09 ივლისი 2020, 23:54

COVID19

ჯანმომ კორონავირუსის გადაცემაზე ახალი მოხსენება გამოაქვეყნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამეცნიერო მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელდეს, მათ შორის ჰაეროვანი გზით გარკვეული სამედიცინო პროცედურების დროს.

09 ივლისი 2020, 23:44

რეგიონი

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა

2006- 2009 წლებში, მაშინ როდესაც კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი ხდებოდა გამალებული შეიარაღება და შეიარაღების შესყიდვა. დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეიარაღება ჩვენ ჯარს ჰქონდა, დღეს არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:30

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემი ნათქვამი ფაქტებით, რომელიც ფაქტებია და არა სპეკულაცია

„თქვენი ეთერის მეშვეობით შემიძლია განვაცხადო, რომ მზად ვარ მივაწოდო აბსოლუტურად ყველა დეტალური ინფორმაცია ქალბატონ გიგაურს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესებულია ანტიკორუფციული საქმიანობით ჩვენი თუ წინა ხელისუფლების. საეჭვოა ის ფაქტი, რომ არასოდეს არ გამოთქმულა არავითარი ეჭვი ყოფილი, ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჩადენილი დანაშაულის და კორუფციული საქმიანობის მისამართით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან მიკერძოებული, სუბიექტური დაკავშირებული ამ პიროვნებებთან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.