imedi /  01 ივნისი 2017, 17:25 / სანდო წყარო

ნათია გედენიძე: მაჩვენეს ფოტო, რომელიც მხოლოდ მე და ირაკლიმ ვიცოდით

ნათია გედენიძე

ნათია გედენიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების საქმეზე განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე 2011 წელს დაკავებული ფოტოგრაფები ნათია და ირაკლი გედენიძეები უნდა დაიკითხონ. ნათია გედენიძის დაკითხვა უკვე დასრულდა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ახალი გამოძიებით ისეთი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2011 წელს ფოტოგრაფებს ჩვენებები იძულებით მიაცემინეს. 

ნათია გედენიძემ 2011 წელს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და მისი მეუღლის ირაკლი გედენიძის დაკავება გაიხსენა.

"სახლში ჩრეკა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. პერსონალური კომპიუტერი აინტერესებდათ, რომელიც ამოიღეს და დალუქეს. ჩვენი მასალები და არქივიც წაიღეს. შემდეგ გაგვიყვანეს სახლიდან და სხვადასხვა ავტომობილებში ჩაგვსვეს. ამის შემდეგ ირაკლი გედენიძე სასამართლომდე არ მინახავს. მიმიყვანეს მოდულის შენობაში. არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს გარშემო, გაოცებული ვიყავი. შემიყვანეს საკანში. რაღაც დროის მერე გამიყვანეს და საია-ს ადვოკატს შემახვედრეს. ამის შემდეგ კიდევ დამხვდა ორი კაცი, რომელთაგანაც ერთი დავითის სახელით გამეცნო. მესაუბრებოდა შვილებზე. შემდეგ გავიგე, რომ ეს ადამიანი იყო დავით დევნოზაშვილი - კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი. შეუძლებელია, რომ არ გახსოვდეს ის, ვინც უშველებელი მორალური ტკივილი მომაყენა. მან მომცა ფოტო, რომელიც იყო ჩემი პირადი, ჩემი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებული. წარმოვიდგინე, თუ რამდენიმე უცხო ადამიანი უყურებდა ამ ფოტოს, რომელიც მხოლოდ მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით. მიმანიშნეს, რომ ამას ჩემს შვილებს აჩვენებდნენ და მათ ძალიან შერცხვებოდათ. მთხოვდნენ, რომ ამაზე მეფიქრა კარგად. დამჭირდა ექიმის დახმარება და დამაბრუნეს საკანში. ეს იყო უდიდესი სირცხვილი ჩემთვის. ვფიქრობდი, რომ ყველაფრისთვის ვიქნებოდი მზად, ოღონდ ეს მასალა არ მომხვდარიყო საჯარო სივრცეში. ამის შემდეგ უკვე შემხვდნენ სხვა ადამიანები. ალბათ პროკურორები იყვნენ. მაჩვენეს ფურცელი და მივხვდი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა", - თქვა ნათია გედენიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ  ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.  

პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა. 

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ასევე ბრალდებულია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც იძებნება.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2024, 09:44

სპორტი

NBA-ს ჩემპიონი „ბოსტონ სელტიკსი“ გახდა🏀

მატჩის MVP-ს ტიტულის მფლობელი „სელქტიკსის“ ფორვარდი ჯეილენ ბრაუნი გახდა, რომელმაც ბოლო თამაშში 21 ქულა, 6 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.

18 ივნისი 2024, 09:14

სპორტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატები „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩზე წარმატებას უსურვებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს ისტორიულ მატჩზე წარმატებას უსურვებენ და იმედოვნებენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ წარმატებულ ნაბიჯად შევა.

გივი მიქანაძე

18 ივნისი 2024, 09:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამ კანონის მიღებას. საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს

„მათი დამფინანსებლები მათგან ითხოვენ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ კანონის მიღებას, მაგრამ ამავდროულად, მათ იციან, რომ წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ. ამიტომ, მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს“, - მიიჩნევს მიქანაძე.

რატი იონათამიშვილი

18 ივნისი 2024, 08:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია

„პირველი მოსმენები ითვალისწინებს განხილვას პრინციპების დონეზე. და რა არის პრინციპები - ვიზიარებთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხს ან დასაშვებია თუ არა ლგბტ პროპაგანდა და ლიტერატურა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, უნდა ტარდებოდეს თუ არა არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციები. ეს არის პრინციპის საკითხები და როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

18 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ბრიუსელში ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხუთ წელიწადში ერთხელ აირჩიონ თუ ყოველ ნახევარ წელიწადში. ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ალბათობით თანამდებობას მეორე ვადით შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

18 ივნისი 2024, 08:35

პოლიტიკა

ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.

გურამ კაშია

18 ივნისი 2024, 08:24

სპორტი

გურამ კაშია: ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა

ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები, - ამის შესახებ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა.

18 ივნისი 2024, 08:18

სპორტი

რეგიონებში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის სპეციალური საქომაგო სივრცეები ეწყობა

საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ემზადებიან რუსთავშიც, სადაც თურქეთთან მატჩის ღია ჩვენება, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ „ოქსიგენ ფესტის“ სივრცეში გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის 18.00 საათიდან მოწყობილი იქნება კვების, ლუდის და დასასვენებელი სივრცეები. ზუსტად 20.00. საათზე, კი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, რუსთაველები ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს.

18 ივნისი 2024, 08:12

სპორტი

„იმედი“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაშისთვის ემზადება

დღევანდელი ისტორიული საფეხბურთო მატჩისთვის ტელეკომპანია „იმედში“ განსაკუთრებული სამზადისია. ცენტრალური შენობის ეზოში მოწყობილია სივრცე, სადაც „იმედელი“ ქომაგები შეიკრიბებიან და დიდ ეკრანზე ერთად უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს.

18 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს⚽

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

18 ივნისი 2024, 01:49

მსოფლიო

იერუსალიმში, ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ბილ ბლერი

18 ივნისი 2024, 01:09

მსოფლიო

კანადის თავდაცვის მინისტრი: ახლა არ არის შესაფერისი დრო უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ გადაწყვიტა, შეაჩეროს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2024, 00:50

ტაბლოიდი

Asap Rocky ბრენდ Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ფოტოგალერეა 📸

Asap Rocky ბრენდ Bottega Venetaს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

იანოშ ბოკა

18 ივნისი 2024, 00:26

მსოფლიო

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ანჯელინა ჯოლი

18 ივნისი 2024, 00:16

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ჯონ კირბი

18 ივნისი 2024, 00:00

მსოფლიო

ჯონ კირბი: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

17 ივნისი 2024, 23:38

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ კურდღლის ნიღაბი მორგებული

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.