imedi /  10 ივნისი 2020, 14:39 / სანდო წყარო

კახა მურადაშვილი: ჩადებაზე ლაპარაკი სისულელეა, იარაღზე არსებული ბიოლოგიური მასალა რურუას ეკუთვნის

კახა მურადაშილი

კახა მურადაშილი

გიორგი რურუას საქმეზე დღეს იმ სამმართველოს ხელმძღვანელი დაიკითხა, რომელიც რურუას დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა. როგორც კახა მურადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ამოღებული იარაღი სწორედ რურუას ეკუთვნის.

„ჩადებაზე ლაპარაკი სისულელეა. მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მასზე არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის რურუას. არანაირი კამერა გათიშული არ არის, ყველა კამერა იქნა ამოღებული, რაც კი იმ ადგილზე იყო და საქმეს ერთვის. რაც შეხება იმას, რომ მასზე ხელის ანაბეჭდი და მეტალიზაცია არაა, ეს შესაძლოა ზოგ ნივთზე დარჩეს და ზოგზე - არა, ეს არ არის იმპერატიული ხასიათის, რომ მასზე მაინცდამაინც უნდა არსებობდეს თითის ანაბეჭდი“, - აცხადებს მურადაშვილი.

მურადაშვილის ასევე განმარტავს, რომ მისი დაწინაურება რურუას საქმეს არ უკავშირდება. რამდენიმე ხნის წინ მურადაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე დაინიშნა.

„ჩემი დაწინაურება ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ეს რურუას დაკავებასთან არანაირ კავშირში არაა. არაერთ მნიშვნელოვან საქმეში მაქვს მონაწილეობა მიღებული/ ჩემი ხელმძღვანელობით, როგორც მკვლელობები, ასევე ძალიან ბევრი გაუხსნელი საქმე გაიხსნა. შესაძლოა, ჩემმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მე დაწინაურება დავიმსახურე“, - ამბობს მურადაშვილი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი პატიმრობაში დატოვა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

13 ივლისი 2020, 18:11

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: თუ ამ მასშტაბით ვიარეთ ივლისი-აგვისტო, სექტემბერში სკოლებში სწავლის დაწყების პრობლემა არ იქნება

სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადასაწყვეტია საკოორდინაციო საბჭოსი, რომელიც შეაჯერებს სხვადსხვა უწყების რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

13 ივლისი 2020, 18:06

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საერთაშორისო კანონმდებლობა ბევრად მკაცრია, ვიდრე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს

,,მედიის პრობლემატიკის მიმართ გულგრილი არ ვარ და შესაბამისად ინტერესით ვადევნებ თვალს ბოლო დღეებში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს, ბევრი კომენტარი მოვისმინე ამ საკითხზე, მაგრამ სამწუხაროდ, არც ბიზნესის წარმომადგენლებს და არც ოპოზიციონერ დეპუტატებს ცვლილების მიზანსა და საჭიროებაზე არაფერი უთქვამთ, პირიქით ეცადნენ სულ სხვა მიმართულებით წაეყვანათ საკითხის განხილვა. რატომღაც დაავიწყდათ ან განგებ არ უნდათ საკითხის მნიშვნელობასა და შინაარსზე საუბარი და თემის პოლიტიზირება უფრო მომგებიანია მათთვის”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

კორონავირუსი

13 ივლისი 2020, 18:04

COVID19

პაატა იმნაძე ქორწილსა და ქელეხზე: 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი

„ქორწილიც, იუბილეც და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ არის. ამიტომ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

13 ივლისი 2020, 18:04

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამდენი ტრაილერის მძღოლია საქართველოში კორორნავირუსით ინფიცირებული

„მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულადაა გაზრდილი ტესტირება. საზღვარზე შემოსულ ტრაილერების მძღოლებს დაახლოებით 40 000-მდე სწრაფი ტესტი აქვთ მათ ჩატარებული. საეჭვო შემთხვევა და დადებითი პასუხი შემდგომ მოწმდება PCR ტესტით და 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების, სწორედ სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან.

13 ივლისი 2020, 17:58

სპორტი

ივლისის ბაშოზე გულშემატკივარს დასწრების უფლება მისცეს

ივლისის ბაშოზე გულშემატკივარს დასწრების უფლება მისცეს. აღნიშნული გადაწყვეტილება იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ დღეს დილით გამართულ სხდომაზე მიიღო.

ხათუნა ზახაშვილი

13 ივლისი 2020, 17:55

COVID19

სეროპრევალენტობის კვლევები 10-მდე მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოდან დაიწყება

„დღეისათვის, სეროპრევალენტული კვლევისთვის სულ მცირე, 10 მუნიპალიტეტი გვაქვს განსაზღვული. ესაა არა დიდი ქალაქები, არამედ - რაიონული ცენტრები თავისი სოფლებით, სადაც ტარდება სპეციალური შერჩევა და მონაწილე მუნიციპალიტეტები, რა თქმა უნდა, ამის შესახებ შეიტყობენ“.

ამირან გამყრელიძე

13 ივლისი 2020, 17:53

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე ინფიცირებულ აბიტურიენტზე: დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტრო მის გამოცდებზე დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს

ინფიცირებული აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი, ის ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას გადის სამედიცინო დაწესებულებაში, ამიტომ ჯერჯერობით ის გამოცდებზე ვერ გავა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სანიტარიული ჭრები

13 ივლისი 2020, 17:50

საზოგადოება

თამარ მეფის გამზირზე ხვალ დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 14 ივლისს, თამარ მეფის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება.

მეჰრიბან ალიევა

13 ივლისი 2020, 17:46

მსოფლიო

მეჰრიბან ალიევა: აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას - ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა

აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

13 ივლისი 2020, 17:41

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს, 22 აგვისტოს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებსა და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

13 ივლისი 2020, 17:40

ეკონომიკა

„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანია „აიგრუპის“ გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაიხედა.

გიგა ბოკერია

13 ივლისი 2020, 17:29

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვები ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა, თუ კი არის საფრთხე იმის, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს ვალდებულება და ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძე

13 ივლისი 2020, 17:29

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ეს არის კანონი, რომლის მიღება საპარლამენტო ფუნქციებს გვერდზე გადადებს

პრაქტიკულად, პარლამენტი ამბობს, რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში საგანგებო ზომებს უთმობს მთავრობას ისე, რომ საპარლამენტო კონტროლზე ამბობს უარს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ „ქრონიკაში“ საზოგადობრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ოსკარ ორტისი

13 ივლისი 2020, 17:27

COVID19

ბოლივიის ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის ეკონომიკის მინისტრი, ოსკარ ორტისი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლივიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს.

გიორგი გამსახურდია

13 ივლისი 2020, 17:20

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპიც ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით დაიწყო

„ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე, ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“.

13 ივლისი 2020, 17:18

ეკონომიკა

ISET : იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 13%-ით გაძვირდა

იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.9 ლარამდე გაძვირდა. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი ივნისში წლიურად 13%-ით გაიზარდა. თუმცა მაისთან შედარებით ფასი 4%-ითაა შემცირებული.

13 ივლისი 2020, 17:09

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

13 ივლისი 2020, 17:09

მსოფლიო

გერმანიის ტყეში პოლიცია მშვილდ-ისრით შეიარაღებულ კაცს ეძებს

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ოპენაუსთან მდებარე ტყეში პოლიციელები ეძებენ უსახლკარო კაცს, რომელიც მშვილდ-ისრითაა შეიარაღებული. სამძებრო სამუშაოებში ათობით ოფიცერია ჩართული და მას ვერტმფრენის დახმარებით ეძებენ.

ცოფი

13 ივლისი 2020, 17:07

საზოგადოება

ვეტერინარი: ცოფით პატრონიანი და უპატრონო ძაღლები თანაბრად ავადდებიან

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ზუსტად 50/50-ზე მოდის, პატრონიანი და უპატრონო ძაღლები ცოფით თანაბრად ავადდებიან, ორივე შემთხვევაში საჭიროა აცრა, - ამის შესახებ ვეტერინარმა, ლაშა ავალიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ბარსელონა

13 ივლისი 2020, 17:06

COVID19

15 ივლისს ბარსელონის მიმართულებით დანიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, 15 ივლისს დანიშნული სპეციალური რეისი ბარსელონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება. ამ რეისს განახორციელებს ავიაკომპანია „Myway Airlines“-ი. რეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება: თბილისი-ბარსელონა - გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00.