12 ივნისი 2020, 11:30 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაურმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებსა და მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებებს, ყოველთვის ჯანმრთელები დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში. მეხანძრე-მაშველი არის ნომერი ერთი, რომელსაც ყველა მოქალაქე პატივს სცემს, ყველას უყვარს. ძნელია, მესმის, რთულია, ჩვენც ძალიან განვიცდით, პირდაპირ, გულით მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა ღონისძიებაზე ბატონი თემური ინფორმაციას მაწვდის, ფოტოებით, რა მდგომარეობაც არის და მე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერს ვაყენებ საქმის კურსში. როცა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვთქვათ, დიდი ხანძარია, ან მყვინთავები სიცოცხლის გადარჩენაზე მუშაობენ ყველა განვიცდით და როცა დამთავრდება, ნამდვილად ბედნიერები ვართ. ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. მართლა გულით გეუბნებით, ერთ-ერთი საამაყო, წარმატებული სამსახურია. როდესაც გადავარჩენთ ვინმეს, ამაყი დავდივარ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა სამსახურში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის დროს გაწეული სამსახურისთვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი დააჯილდოვა.

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი დაჯილდოვდა მეორე ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“. მედალი - „მამაცობისთვის“ გადაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს - ანდრე ქუჯაიძესა და ლაშა თვაურს. ასევე დაჯილდოვდნენ მეხანძრე-მაშველები: იოსებ მორჩანოვი, იური ლაშქარაშვილი, გიორგი კვაჭანტირაძე, სერგო მურჯიკნელი, ალექსი მახათაძე ედიშერ მარსაგაშვილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორს, გვანცა ჩადუნელს გადაეცა მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

შს მინისტრის სახელით, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2020, 12:15

ეკონომიკა

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

06 ივლისი 2020, 12:14

საზოგადოება

თელავში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

თელავში, საგამოცდო პროცესი ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, რეგისტრირებული 233 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 224 გამოცხადდა. დაგვიანება ან საგამოცდო პროცესიდან მოხსნის არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

მარია ეიდი როკა

06 ივლისი 2020, 12:12

COVID19

ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს, მარია ეიდი როკას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 12:10

სპორტი

თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება

თბილისში, ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, გასახდელებით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით.

პიტერ სიიარტო;  გიორგი გახარია

06 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

06 ივლისი 2020, 12:03

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 6111 ადამიანი დაინფიცირდა, 135 კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 661ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 687 862-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 125 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 10 296-ს აღწევს. ამასთან, 412 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BIA)

06 ივლისი 2020, 11:58

ეკონომიკა

შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის პოზიციას განმარტავს

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს. ასოციაცია განცხდებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით ასოციაციის პოზიცია ეფუძნება ევროპულ პრაქტიკას, სადაც, ქვეყნების უმრავლესობაში, შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალი შეზღუდულია. შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლთან ერთად, შრომის ინსპექცია ძირითადად აკონტროლებს ისეთი ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცულობას, როგორებიცაა მაგალითად არალეგალური დასაქმება, არასრულწლოვანთა შრომა, სამუშაო დროის ლიმიტები, ორსულთა შრომა, სამუშაო პირობები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და სხვა.

06 ივლისი 2020, 11:56

პოლიტიკა

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „ხორვატიის დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. პანდემიის გამო, ქვეყნში ამორჩეველთა რეკორდულად დაბალი, 46%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

06 ივლისი 2020, 11:55

COVID19

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500-ს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 330 ადამიანს დაუდგინეს, 7 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 28 936 ადამიანს დაუდასტურდა, 491 ინფიცირებული გარდაიცვალა, 16 302 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

06 ივლისი 2020, 11:54

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1.6 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 051 შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 603 055 შემთხვევა დადასტურდა.

06 ივლისი 2020, 11:50

რეგიონი

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.

06 ივლისი 2020, 11:47

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 24 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სოფო კილაძე  რან გიდორი

06 ივლისი 2020, 11:44

პოლიტიკა

სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. მან დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პიტერ სიიარტო საპატრიარქოში

06 ივლისი 2020, 11:35

პოლიტიკა

კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში პიტერ სიიარტო მიიღო

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო საპატრიარქოში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესა და უნეტარეს, ილია მეორეს ხვდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ოფიციალური ვიზიტთ საქართველოში დღეს ჩამოვიდა. პანდემიის შემდეგ ის პირველი მაღალი რანგის სტუმარია.

06 ივლისი 2020, 11:35

COVID19

BBC: როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული მაუწყებელი და მკითხველს ქართველ ეპიდემიოლოგებზე უყვება. „საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.

06 ივლისი 2020, 11:33

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული რჩება

ჩვენს ცენტრში 24 კოვიდინფიცირებული რჩება, გუშინ პაციენტები არც დაგვმატებია და არც გაგვიწერია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათი უმრავლესობა საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქადაა.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც უნგრეთიდან გვაქვს. უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლიკვ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა

06 ივლისი 2020, 11:22

საზოგადოება

ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

06 ივლისი 2020, 11:15

სპორტი

ნიკლას ბენდტნერს პოკერში საერთო ჯამში 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ნიკლას ბენდტნერმა განაცხადა, რომ პოკერში, საერთო ჯამში, 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული. დანიელ თავდამსხმელს სიმართლის თქმა სამშობლოში, ერთ-ერთ რეალითი შოუში სტუმრობისას მოუწია.

მარინა ეზუგბაია

06 ივლისი 2020, 11:15

COVID19

მარინა ეზუგბაია: ორივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია და ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ბოლო 2 კვირაზე მეტია ძირითადად სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ესენი ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.