imedi /  02 ივნისი 2017, 13:34 / სანდო წყარო

პროკურატურა დაზარალებულ კომპანიებს უკანონოდ ჩამორთმეულ საფრენ აპარატებს დაუბრუნებს

შეხვედრა დაზარალებულებთან

შეხვედრა დაზარალებულებთან

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიებს - შპს ,FLY ADJARA”-ს და შპს ,,ავიატორს“ - დაუბრუნდებათ 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ დაუფლებული საფრენი აპარატები: ვერტმფრენები და 2 თვითმფრინავი.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია,  რომ შპს ,FLY ADJARA-ს 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა 10 ცალი EXEC162F საფრენი აპარატის კომპლექტი, ხოლო შპს  ავიატორს 2010 წლიდან კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ერთი comp air 8 მოდელის 6-8 ადგილიანი თვითმფრინავი და ერთი comp air 10 მოდელის 7-10-ადგილიანი თვითმფრინავი, ასევე 3 ერთეული EXEC162F საფრენი აპარატი.

"2012 წლის გაზაფხულზე, ეს საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება გადაწყვიტეს. მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ავიატორის“ ანგრებიდან საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 შპს ,FLY ADJARA-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს ,,ავიატორის“ წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული  2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული EXEC162F ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, მათ მიმართ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. 

ყველა სიახლე

22 ივნისი 2024, 13:37

მსოფლიო

უცხოური დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიაში სამი პირი დააკავეს

უცხოური დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიაში სამი პირი დააკავეს. ოპერაცია ფრანკფურტში ჩატარდა.

22 ივნისი 2024, 13:23

მსოფლიო

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ყოფილ მთავრობას სასამართლოში უჩივის

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ყოფილ მთავრობას სასამართლოში უჩივiს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წლის მარტში უკრაინისთვის „მიგ 29“ ტიპის ავიაგამანადგურებლებისა და „კუბის“ ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის კომპონენტების გადაცემა სისხლის სამართლის დანაშაული იყო.

ანტონიო გუტიერეში

22 ივნისი 2024, 13:17

მსოფლიო

ანტონიო გუტიერეში: რუსეთმა გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები უნდა დაიცვას

რუსეთმა გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები უნდა დაიცვას. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ფხენიანს სანქციები უშიშროების საბჭოს მიერ აქვს დაწესებული და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობისას ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, ეს ფაქტორი გაითვალისწინოს.

22 ივნისი 2024, 13:00

კულტურა

თბილისის საკრებულომ მხატვარ ზურაბ გომელაურის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა

თბილისის საკრებულომ მხატვარ ზურაბ გომელაურის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე მხატვრის 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

22 ივნისი 2024, 12:56

საზოგადოება

„სასკოლო საზოგადოების რჩეული მასწავლებლები“ - ღონისძიების ფარგლებში 19 პედაგოგი დაჯილდოვდა

,,სასკოლო საზოგადოების რჩეული მასწავლებლები''. ღონისძიების ფარგლებში 19 პედაგოგი დაჯილდოვდა. ღონისძიება 176-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები.

22 ივნისი 2024, 12:49

კულტურა

სან ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ქალაქ სან ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა.

22 ივნისი 2024, 12:38

მსოფლიო

ნაიჯელ ფარაჯი: უკრაინასთან რუსეთის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული

რუსეთის ომი უკრაინასთან დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. ამის შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, პარტია „რეფორმის“ ლიდერმა ნეიჯელ ფარაჯმა განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყების მიზეზი ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გახდა, რაც პუტინმა საბაბად გამოიყენა და უკრაინაში შეიჭრა.

22 ივნისი 2024, 12:17

მსოფლიო

თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა მარდინისა და დიარ ბაქირის რაიონებში. დაშავებულია 78 ადამიანი. 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ზაალ ანჯაფარიძე

22 ივნისი 2024, 12:12

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე სლოვენიაში ყოფილი ელჩის განცხადებაზე: გადამგდებები არც იმ ბანაკში უყვართ

გადამგდებები არც იმ ბანაკში უყვართ, - ამგვარად ეხმაურება სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩის განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

22 ივნისი 2024, 12:07

საზოგადოება

პირველი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

2024 წლის 1 აგვისტოდან, აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.

22 ივნისი 2024, 12:00

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings“-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელ „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა განსაზღვრა, როგორც სტაბილური

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა.

22 ივნისი 2024, 11:51

ტექნოლოგიები

აღმოსავლეთ ევროპული ჰაკერთა დაჯგუფება, აშშ-ში მოქმედი საავტომობილო გაყიდვებში გამოყენებული კომპიუტერული პროგრამის, CDK-ს კომპანიისგან, მილიონობით დოლარს ითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატების საავტომობილო გაყიდვების სფეროში დანერგილი “CDK” სისტემის შემქნელი კომპანიისგან, ჰაჯერთა დაჯგუფება მილიონობით დოლარს ითხოვს. ბლუმბერგის ცნობით, კომპანია “CDK” აპირებს ჰაკერების მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას.

სოზარ სუბარი

22 ივნისი 2024, 11:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე: უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას

უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას, - განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

22 ივნისი 2024, 11:38

რეგიონი

სოფელ წიწამურის მიმდებარედ, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

22 ივნისი 2024, 11:30

საზოგადოება

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ახალი შენობა დაათვალიერა. იგი სამუშაო პროცესს გაეცნო.

ნოდარ სიმსივე

22 ივნისი 2024, 11:21

სპორტი

ჰამბურგში ქართველი ქომაგები მსვლელობას მოაწყობენ. „ქრონიკა“ გერმანიიდან

„იმედის“ გადამღები ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას გერმანიაში, სადაც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო-ჩეხეთის მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება.

კახა კახიშვილი

22 ივნისი 2024, 11:20

პოლიტიკა

კახა კახიშვილი სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე: ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც მიუკერძოებლად, აპოლიტიკურად აფასებს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის წინსვლას

ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც მიუკერძოებლად, აპოლიტიკურად აფასებს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის წინსვლას, - განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა.

22 ივნისი 2024, 11:18

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო ხუთეულშია - კვლევები მკაფიოდ წარმოაჩენენ თუ რას მიაღწია საქართველომ და რომელ ირაციონალურ ჯურღმულებში არიან ნამუსდაკარგული, უშინაარსო კრიტიკოსები

საქართველოზე უსაფუძვლო, ანგაჟირებული, ნეგატიური პოლიტიკური განცხადებების ფონზე, მორიგი დაწინაურება გვაქვს წონად საერთაშორისო შეფასებებში - სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უკვე მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი

22 ივნისი 2024, 11:12

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს და თურქეთის ფეხბურთელების მონდომება და თამაშის ხარისხი თანაბარი იყო, ჩვენ მეტი საგოლე მომენტი გვქონდა და მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-თურქეთის მატჩს აფასებს. როგორც დეპუტატი ამბობს, ორივე გუნდის თამაში ხარისხობრივად ერთი დონის იყო, თუმცა საქართველოს მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა.

ნანა კაკაბაძე

22 ივნისი 2024, 10:33

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება

სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება, - წერს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.