imedi /  18 ივნისი 2020, 16:08 / სანდო წყარო

ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი წევრებისთვის ნამდვილად არ იყო მოულოდნელი

ირინა იმერლიშვილი

ირინა იმერლიშვილი

"ჩემი სურვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისა მოსამართლეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა", - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იმერლიშვილის თქმით, მოსამართლეები ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან სასამართლო ბევრი განსხვავებული აზრითა და პოზიციით გამოირჩევა.

" როგორც გახსოვს, მე კენჭს თავის დროზე ზაზა თავაძესთან ერთადაც ვიყრიდი. ვიყავი ერთ-ერთი კანდიდატი. ჩემი სურვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისა სასამართლოს წევრებისთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა მოსამართლე ვართ და ყველამ თავის წარდგინება გააკეთა, კენჭისყრა ფარულია და პლენუმი დაინიშნება. ვაკანსიის გაჩენიდან, ერთი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის წარდგენა. ვფიქრობ, უფრო ადრე მოხდება ეს ყველაფერი. ორი კანდიდატურა ვართ, ერთს ხუთმა მოსამართლემ მოუწერა ხელი წარდგინებაზე, მეორეს - ოთხმა.

მოსამართლეებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, არა ანტაგონისტური, მაგრამ როდესაც განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიციაა - ეს არის ჯანსაღი. ყველა ერთ კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა. ვფიქრობ, ჩვენი სასამართლო ბევრი განსხვავებული აზრით და პოზიციით გამოირჩევა. მოლოდინს თავად მოსამართლეების წარდგინებები გვეუბნება, როგორც წინ კენჭისყრაში და ამ შემთხვევაშიც, არის განსხვავებული აზრი სასამართლოში და არის არჩევანის თავისუფლება სასამართლოში", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი მერაბ ტურავამ და ირინა იმერლიშვილმა გააკეთეს. იმერლიშვილის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე მასთან ერთად გიორგი კვერენჩხილაძემ, თამაზ ცაბუტაშვილმა და თეიმურ ტუღუშმა წარადგინეს.

ყველა სიახლე

მარიჩკა პადალკო

15 ივლისი 2020, 16:55

ტაბლოიდი

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა. ვიდეო

უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა, თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა განაგრძო.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ადგილები ვერ გაიყვეს, დიდი ბრძოლაა შიგნით

ისინი ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის, მეტი მიზანი არ გააჩნიათ. დიდი ბრძოლაა შიგნით, ცდილობენ, ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც გამოდის გარეთ- ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჯო იანგი

15 ივლისი 2020, 16:49

სპორტი

ჯო იანგმა ჩინეთის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში 74 ქულა დააგროვა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა ჯო იანგმა ჩინეთის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში 74 ქულა დააგროვა. „მალკი კინგი“, სადაც იანგი გამოდის, „შანდუნ გოლდენ სტარზთან“ 110:125 დამარცხდა. ამერიკელმა კალათბურთელმა კი, 39-დან 21 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი, 15-დან 14 საჯარიმო გამოიყენა და 48 წუთში 74 ქულა მიითვალა. ჯო იანგმა NBA-ში სახელი „ინდიანა პეისერსში“ თამაშით გაითქვა, სადაც 2015-2018 წლებში გამოდიოდა.

გიორგი ვოლსკი

15 ივლისი 2020, 16:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია და აუცილებელი არ არის სიის პირველ ნომრად დაასახელო

ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია და აუცილებელი არ არის სიის პირველ ნომრად დაასახელო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება.

15 ივლისი 2020, 16:45

საზოგადოება

ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5 ათასამდე წერილობითი საჩივარი შევიდა

ენერგოომბუდსმენმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5 ათასამდე წერილობითი საჩივარი შევიდა. აქედან, წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა და მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის გეგმური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურება და გრაფიკის დაუცველობა სახელდება. გარდა ამისა, პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალანირების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევაც.

15 ივლისი 2020, 16:44

რეგიონი

აშშ-ის ელჩი სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ესტუმრა

სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, II რანგის კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმიური ბრიფინგი ჩაატარა. კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა.

15 ივლისი 2020, 16:41

რეგიონი

ბათუმში, აქციაზე მოქალაქეები კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ

ბათუმში, მიმდინარეობს აქცია სადაც მოქალაქეები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მათ ქონება უკანონოდ წაართვეს. აქციის ორგანიზატორია ე.წ. ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონე. დავით ანანიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს. აცხადებს, რომ ქონება წინა ხელისუფლების დროს შანტაჟის გზით უკანონოდ ჩამოართვეს.

მორის როევზი

15 ივლისი 2020, 16:37

კულტურა

შოტლანდიელი მსახიობი მორის როევზი გარდაიცვალა

60-წლიანი კარიერის განმავლობაში მორის როევზმა 100-ზე მეტ ფილმში, სერიალსა და თეატრალურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. მან როლები ისეთ სერიალებში შეასრულა, როგორებიცაა „დოქტორი ვინ“ და „ვარსკვლავური ომები“.

15 ივლისი 2020, 16:36

საზოგადოება

კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევებზე პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა​

საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების სფეროში არსებული მეკობრეობის პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. კანონმდებლების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გაიმართა .

ეიფელის კოშკი

15 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის სრულად გაიხსნა

ეიფელის კოშკის მესამე სართული ვიზიტორებისთვის გაიხსნა, რაც ღირსშესანიშნაობის სრული დატვირთვის ამოქმედებას ნიშნავს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს. ეიფელის კოშკის მესამე სართულზე ასვლას ტურისტები ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად შეძლებენ. პირველი ორი სართული ვიზიტორებისთვის 25 ივნისს, ნაწილობრივ გაიხსნა. გარდა ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე სართულზე ასვლა ხმოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი, ლიფტი კი უსაფრთხოების ზომების გამო არ მუშაობდა.

კორონავირუსი სინჯარა

15 ივლისი 2020, 16:23

COVID19

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ. კრისტიან ურსეს საქართველოში სამუშაო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმდინარე საერთო აქტივობებზე ისაუბრეს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს​ მადლობა გადაუხადა მათ მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

გუგული მაღრაძემ კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ შესრულებული კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდების წარმომადგენლები, ექსპერტები. ასევე, კონფლიქტის ზონებიდან ამ საკითხებზე მომუშავე ინდივიდები და ორგანიზაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლებს.

ირაკლი სესიაშვილი; რან გიდორი

15 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით დაინტერესდა.

კელი დეგნანი

15 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩის, კელი დეგნანის აჭარის რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს.

15 ივლისი 2020, 16:05

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.

გიორგი ვაშაძე

15 ივლისი 2020, 16:04

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის. ამ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ ლიდერი არც უარყოფს და არც ადასტურებს. შესაბამის კითხვაზე ვაშაძემ ასე განაცხადა: „იმის მიხედვით, როგორც ჩამოვყალიბდებით, ისე გავაგრძელებთ ბრძოლას“.

კორონავირუსი ინდოეთი

15 ივლისი 2020, 16:03

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 29 429 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 429 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 936 181-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 582 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 309-ს აღწევს. ამასთან, 600 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დათა ქაჯაია

15 ივლისი 2020, 15:57

სპორტი

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებულია

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. Georgian Digital Championship 2020 - საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში Bmw m235i - ტიპის ავტომობილებით 20-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. რბოლების სერია წრიულ რბოლაში გაიმართა, სადაც თითოეული რბოლის წესები საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების იდენტური იყო. ეტაპის განმავლობაში მონაწილეებმა საერთო ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა სიმულირებულ ავტოდრომზე 12 რბოლასა და 6 ეტაპში იასპარეზეს. საუკეთესო სიმ რეისერის ტიტული რეზო ბობოხიძეს ერგო.

მერაბ ხალვაში
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

15 ივლისი 2020, 15:53

საზოგადოება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორი მერაბ ხალვაში გახდა. მას აკადემიური საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მერაბ ხალვაში ამ უნივერსიტეტის რექტორად მეორედ აირჩიეს. ის უნივერსიტეტს კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს.