imedi /  23 ივნისი 2020, 14:59 / სანდო წყარო

სოფო კილაძე: სახელმწიფო, ოჯახი, სკოლა ერთად უნდა დადგეს, რათა ბავშვთა შორის ჩაგვრა და ბულინგი დასრულდეს

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

საქარტველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახს უსამძიმრებს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, ოჯახს და რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის კომუნიკაციაში ვართ სამართალდამცავ უწყებებთან. ვიცით, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ოჯახს დაეხმარონ, ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვის გარდაცვაკებასთან დაკავშირებით გამოძიება ძალიან სწრაფად, ობიექტურ შედეგს დადებს, რათა მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, რა დაემართა ბავშვს. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ძალადობამ ბავშვებს შორის, ბულინგმა, ჩაგვრამ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო და ძალიან სამწუხაროა, რომ პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება აძლევს ბავშვებს ერთმანეთისადმი ცუდად მიმართვის, დაუნდობლობისა და ჩაგვრის ამ მაგალითს. მგონია, სახელმწიფო, ოჯახი, სკოლა ერთად უნდა დადგეს იმისთვის, რომ ბავშვთა შორის ჩაგვრა და ბულინგი დასრულდეს“, - განაცხადა კილლაძემ.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

სი ძინპინი

06 ივლისი 2020, 13:41

COVID19

AFP: ჩინეთში პროფესორი დააკავეს, რომელიც სი ძინპინს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრიტიკებდა

ჩინეთის ხელისუფლებამ პროფესორი დააკავა, რომელიც ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრიტიკებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP დაკავებულის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 13:40

საზოგადოება

საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საქმიანობა კანონთან შესაბამისად მიმდინარეობს

საპენსიო სააგენტოში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება მიმდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 13:39

საზოგადოება

„რატომ გძინავს? რატომ გღვიძავს?“ - კომპანია „ზუმერი“ აბიტურიენტებს მხარდაჭერას უცხადებს

„არანაირი წუწუნი, არანაირი ჩიჩინი!“ - ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელიც ყველა იმ მავნე სტერეოტიპს და რთულ სიტუაციას აერთიანებს, რაც ყველა დროის ყველა აბიტურიენტს ურთულებდა ისედაც სტრესულ პერიოდს. „გამოცდების ციებ-ცხელება ხომ ყველაზე სტრესული პერიოდია ახალგაზრდების ცხოვრებაში“, ასე თვლიან „ზუმერში“

ანრი ოხანაშვილი

06 ივლისი 2020, 13:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა ოპოზიციის შემოთავაზებისთვის არასაკმარისი იქნებოდა

ცინიკური იმ პარტიების დამოკიდებულებაა, რომლებიც ამ შეთავაზებას არასერიოზულად აღიქვამენ, - ესე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე.

06 ივლისი 2020, 13:34

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სურამში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში 1986 წელს დაბადებული ი.ქ., დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

06 ივლისი 2020, 13:28

COVID19

Fujitsu თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას პანდემიის შემდეგაც მისცემს

იაპონური კომპანის, Fujitsu-ს ხელმძღვანელობა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას პანდემიის შემდეგაც მისცემს. „ჩვენ წარვადგენთ მუშაობის ახალ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლების გაძლიერებას, მათი პროდუქტიულობის ზრდასა და კრეატიული გამოცდილების შეძენას“.

06 ივლისი 2020, 13:26

საზოგადოება

„თიბისის“ მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი

აქ. ახლა, „თიბისის“ მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი.

ზაფარ მირზა

06 ივლისი 2020, 13:21

COVID19

პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრს, ზაფარ მირზას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 13:21

COVID19

100 წლის განმავლობაში პირველად, ავსტრალიის 2 შტატს შორის კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაიკეტა

ბოლოს ასეთი ზომა შტატებს შორის 1919 წელს „ესპანკას“ დროს მოქმედებდა, ახლა კი ის კორონავირუსის გამო გახდა საჭირო. ვიქტორიას შტატის დედაქალაქში ბოლო 24 საათში ინფიცირების 127 შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ქვვეყანაში 8583 ადამიანი დაავადდა.

საკონსტიტუციო სასამართლო

06 ივლისი 2020, 13:21

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებაზე მსჯელობს

საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებაზე მსჯელობს. სახალხო დამცველმა სადაო გახადა ნორმები, რომლებიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.

06 ივლისი 2020, 13:10

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 49 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 49 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 271 ადამიანი გარდაიცვალა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა

06 ივლისი 2020, 13:07

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით წამლობა ტარდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სპეციალიზებული ტექნიკითა და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლების ტერიტორიები დამუშავდა. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს და ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მეფუტკრეებთან კოორდინირებულად იგეგმება.

06 ივლისი 2020, 13:05

საზოგადოება

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდებით, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა

06 ივლისი 2020, 13:04

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ვიზიტორებისთვის ტაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ტაჯ მაჰალის გახსნა ვიზიტორებისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ტაჯ მაჰალის გახსნა დღეისთვის იყო დაგეგმილი.

რომან გოცირიძე

06 ივლისი 2020, 12:58

პოლიტიკა

რომან გოცირიძე დავით ჭაკუაზე: პასუხისმგებლობა, თუ რამე დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეკისრება პირადად მას და ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ

„როცა კითხვა დამისვით, წარმოდგენა არ მქონდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ იყო ასეთი ადამიანი, რომლის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზიები. ქართული სასამართლო როგორი ობიექტურია, ვიცით, თუმცა მას ექნება საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი საქართველოს სასამართლოში“.

რომან გოცირიძე

06 ივლისი 2020, 12:57

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: თუ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ვინმე შეეხოს ამომრჩეველს, 80 მეტრის რადიუსში შეიძლება?

25-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებული შეთავაზება არის ცინიკური. კოდექსში არის ჩანაწერი, რომ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ვინმე შეეხოს ამომრჩეველს, თუ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება, 80 მეტრის რადიუსში შეიძლება? - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე.

06 ივლისი 2020, 12:57

მსოფლიო

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში შავი ჭირის გამო საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადადის და მოუწოდებენ არ ინადირონ და არ მიირთვან ცხოველის ხორცი, რომლებიც შესაძლოა დაავადების გადამტანები გახდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

06 ივლისი 2020, 12:52

COVID19

დღეიდან ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის იხსნება

დღეიდან პარიზში, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის იხსნება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ლუვრის მუზეუმი თითქმის ოთხი თვის განმავლობაში დახურული იყო.

06 ივლისი 2020, 12:48

სამართალი

სურამში მვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

სურამში მომხდარი მვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მოკლული ქალის ცხედარს გორში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. არსებული ინფორმაციით, 30-წლამდე ასაკის ქალი ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა სახლში ღამით მოხდა. მოტივი უცნობია. მეზობლების თქმით, მათ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტზე არაფერი სმენიათ. მოკლულ ქალს 3 შვილი დარჩა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ლევან თარხნიშვილი

06 ივლისი 2020, 12:37

პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი: ყველა მოთამაშე სთავაზობდა ხელისუფლებას გაცილებით დიდ მანძილს, ვიდრე 25-მეტრიანი რადიუსია

ცოტა კომიკურად ჟღერს „ქართული ოცნების შეთავაზება“, რადგან მათ ჰქონდათ საშუალება რეალური რეფორმები განეხორციელებინათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს არც ერთი წინადადება, რაც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე. „ყველა მოთამაშე მათ სთავაზობდა გაცილებით დიდ მანძილს, ვიდრე 25-მეტრიანი რადიუსია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, წესის დაცვა, პირველ რიგში, დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მათ პოლიტიკურ ნებაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ვიცავდით და ახლაც დავიცვათ წესსაც და კანონსაც”, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.