imedi /  26 ივნისი 2020, 13:01 / სანდო წყარო

სუს-ის უფროსი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გაუზიარეს საკუთარი შეფასებები ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით, უახლესი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სიტუაციაზე.

ქართული მხარე შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის გადაწყვეტილებას და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებს შეეხო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, მათ შორის, COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში.

აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის განსაკუთრებულ როლზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა მისიის მანდატის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელი საჭიროება.

შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს, მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ნინო ლაცაბიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:49

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: ჩემი მთავარი ამოცანა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად შევხედოთ მომავალს, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არ მივცეთ საშუალება არავის, დაგვაბრუნოს წარსულში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:49

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ, - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის

30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე

„მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეგკრიბათ. 2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 17:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ

დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოცნებაა, გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთითა და ცხინვალით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება

ჩვენ გვაქვს ჩვენი „ქართული ოცნება“ - ესაა ოცნება ერთიან საქართველოზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია

ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სამართალი ყველასთან მივა და არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და ჩვენი მიწის გაყიდვას

„ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას. არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორების დაკარგვას, მიწის გაყიდვას, ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის - მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას დავძლევთ; დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და გაერთიანების წლები

ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო, უშუალოდ შევხვდი მოსახლეობას და მათი პრობლემები და გამოწვევები მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ იცოდეს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება

„დღეს, ჩვენ აქ შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი

2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ნიკუშა შენგელაია

27 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის

ვფიქრობ, არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის. აი, ეს არჩევანია და მინდად ვთხოვო ყველას, რომ აუცილებლად მიხვიდეთ არჩევნებზე ოჯახებით, მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრებიდან „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:08

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ქართველი ხალხი არის მობილიზებული დემოკრატიის დასაცავად

ხედავთ, რომ ეს არის გრანდიოზული აქცია. სამი ძირითადი პრინციპი აერთიანებს აქ შეკრებილ მოსახლეობას, ეს არის პროგრესი, ჰუმანიზმი და ევროპული გზა. „ქართული ოცნება“ ამ პირინციპებით არის ხელისუფლებაში და ასეთი გრანდიოზული შეკრება იმას მოწმობს, რომ ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 17:06

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, ვინც მშვიდობიანი განვითარების, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის გარანტიას იძლევა

ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, ვინც მშვიდობიანი განვითარების, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის გარანტიას იძლევა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თუნავამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ყველაზე მეტად მხარდაჭერილი პარტია, რომელსაც 1 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ზურა ხიზანიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 16:57

პოლიტიკა

ზურა ხიზანიშვილი: კახას ყველა გამოსვლა იყო საქმეზე მიმართული და არა ოპონენტებთან პაექრობაზე

„კახის გვერდში რომ ვიდგები, მე მგონი ეს არავის უკვირს, თუმცა, მინდა გავმიჯნო ჩვენი მეგობრობა და რეალურად შევხედო ამ თემას. რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში გულწრფელად ვიტყვი. რომ მეგონა საკმარისი იყო გამარჯვებისთვის, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვართ. მომდევნო 4 წლის პრეზენტაცია, რაც კახამ ჩაატარა, ძალიან დამაკმაყოფილებელი იყო იქ მყოფი ადამიანებისთვის. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მესიამოვნა, მიუხედავად მიღებული შედეგისა, რომ არ გაბრაზდა, ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, არც კრიტიკა წამოსულა მისგან და გააგრძელა საქმეზე საუბარი“,- განაცხადა ზურა ხიზანიშვილმა.

ირაკლი ქარსელაძე

27 ოქტომბერი 2021, 16:55

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე: მთელი საქართველო აქ არის. საქართველო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ანვითარებს იმ გზით, რაც უკავშირდება ადამიანს, მის უფლებებსა და მის საჭიროებებს

პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მოვახერხეთ და 70 კილომეტრი ავტომაგისტრალი ექსპლუატაციაში შევიდა, რის შედეგედაც თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 5-ის ნაცვლად, 4 საათშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ მცირე მაგალითი იმ შედეგებისა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

თემურ თათარაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 16:41

საზოგადოება

თემურ თათარაშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენი ადამიანი მოვიდა

მომღერალ თემურ თათარაშვილის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი და მშვიდი ცხოვრება დაიწყოს საზოგადოებამ.

ლევან დავითაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 16:40

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სტაბილური განვითარება სურთ

გასაკვირი არაა, რომ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა ამდენი ადამიანი, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მილიონამდე ამომრჩეველი, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.