IMEDI /  29 ივნისი 2020, 15:06 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ხანგოშვილის საქმეზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, გერმანიის მხარე თავს იკავებს კონკრეტული ნაბიჯებისგან და იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

გერმანიის მხარე ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს შემდეგ გადადგამს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, გერმანიას აქვს გარკვეული ინფორმაცია საქმეში რუსეთის შესაძლო კავშირთან, თუმცა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონკრეტული ნაბიჯებისგან თავს შეიკავებენ.

„ინტერპრეტირებას ნუ ვაკეთებთ. გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე, მაგრამ სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს კონკრეტული ნაბიჯებისგან ჩვენ თავს შევიკავებთო. ზუსტად ეს პოზიცია გვაქვს ჩვენც. თავის პარტნიორებთან ერთად, საქართველო ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული“, - განაცხდა გახარიამ.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

ყველა სიახლე

გიგა ბოკერია

07 ივლისი 2020, 12:55

საზოგადოება

გიგა ბოკერია: „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, რეგულაციები, რომელიც ზღუდავს უფლებებს, წარსულს ჩაბარდება

„კანონპროექტში ყველა ავტორიზებული და ლიცენზირებული სუბიექტი წერია და შეიძლება გამოყენება ნებისმიერის მიმართ. ასეც რომ არ იყოს და დაგვიმტკიცონ, ინტერნეტის კონტროლი ნაკლები პრობლემაა, რატომ არ ენდობიან სასამართლოს“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დავით ნარმანია

07 ივლისი 2020, 12:51

ეკონომიკა

დავით ნარმანია: სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან გოცირიძე

07 ივლისი 2020, 12:50

პოლიტიკა

რომან გოცირიძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე: ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური

გამოდის რომ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება პანდემიის საკითხით მანიპულირებს და ხელში იგდებს ისეთ ბერკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას არჩევნების პროცესში უხეშად ჩასარევად. ფაქტობრივად დიქტატურის დამყარება შეუძლიათ ამ კანონით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე განუცხადა.

07 ივლისი 2020, 12:46

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

ლევან კობერიძე

07 ივლისი 2020, 12:39

პოლიტიკა

ლევან კობერიძე: კორონავირუსი 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე გახდა

„კორონავირუსთან მეგობრობა და სიახლოვე გარკვეულწილად შანსების თემას უჩენს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად ასე ადვილად მასთან დამშვიდობება არ უნდათ და არც იმ კანონპროექტებთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მათ განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დაბა ბაკურიანი

07 ივლისი 2020, 12:37

საზოგადოება

ზამთრის სეზონზე ბაკურიანის შეუფერხებელი წყალმომარაგებისთვის ტენდერი ორ პროექტზე გამოცხადდა

ზამთრის საკურორტო სეზონზე ბაკურიანის სასმელი წყლის დებიტის გაზრდისა და დაბის შეუფერხებლად წყალმომარაგებისთვის, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებზე წინადადების მიღება 20 ივლისს, ხოლო ბაკურიანში წყლის სისტემის ოპტიმიზაციის სამუშაოებზე 17 ივლისს სრულდება. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით10 მილიონ ლარამდეა.

07 ივლისი 2020, 12:34

საზოგადოება

თბილისის 28-ე საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამავე ადგილას მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენობა კეთილმოეწყობა და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

07 ივლისი 2020, 12:29

სამართალი

ბათუმში 9 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს ქალი, რომელმაც საკუთარ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. როგორც Imedinews-ს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ენტონი ფაუჩი

07 ივლისი 2020, 12:16

COVID19

ენტონი ფაუჩი: ახალგაზრდებმა არ უნდა იფიქრონ, რომ სერიოზული შედეგების დადგომისგან დაცულნი არიან

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მდგომარეობა კარგი არ არის.

07 ივლისი 2020, 12:12

რეგიონი

კელი დეგნანმა სოფელ ყარაფილაში საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის მთავრობა აგრძელებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მხარდაჭერას. დღეს შიდა ქართლის სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობის დასაწყებად ელჩი კელი დეგნანი და გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მესაკუთრეებს შეუერთდნენ საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსი ამერიკის საელჩო აქვეყნებს. ამ ადგილობრივ ბიზნესს USAID/Georgia და სტარტაპ საქართველო უჭერს მხარს.

07 ივლისი 2020, 12:10

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 400-მდე ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 390 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 196 944-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 024 პაციენტი გარდაიცვალა, 182 200 კი გამოჯანმრთელდა.

გენადი მარგველაშვილი

07 ივლისი 2020, 12:09

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: აბიტურიენტები, საგამოცდო ცენტრებში კოვიდინფექციით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ, აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სერგო რატიანი

07 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

სერგო რატიანი: ამ პირობებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის მიღება საზიანოა

არსებულ პირობებში კანონის მიღება საზიანოა. ფაქტობრივად, ის ეჭვქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციას და რეალურად საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ კანონთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე განუცხადა.

მარკ ცუკერგერგი

07 ივლისი 2020, 11:59

მსოფლიო

მარკ ცუკერბერგს ჰავაიზე კუნძულ კაუაის კოლონიზაციაში ადანაშაულებენ

პლატფორმა Change.org-ზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელ მარკ ცუკერბერგს მოუწოდებენ, რომ ჰავაიზე კუნძულ კაუაის კოლნიზაცია შეწყვიტოს. ერთ კვირაში პეტიციას 500 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

07 ივლისი 2020, 11:59

საზოგადოება

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ

როგორც imedinews-ს კომისიაში განუცხადეს, აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

07 ივლისი 2020, 11:48

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განმარტავს, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი რომელ რეგიონებში გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მარინა ეზუგბაია

07 ივლისი 2020, 11:47

COVID19

მარინა ეზუგბაია: ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს

„ჩვენი ქვეყნის რეგულაციების და მასთან დაკავშირებული ყველა პუნქტის სწორად, ადეკვატურად, დროულად გამოცხადება და შესრულება ალბათ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყნაში ეს პრობლემა არ დადგეს, გავაგრძელოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მასში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. სახელმწიფომ თავისი სწორად გადადგმული ნაბიჯებით შეძლო, ასეთი კონტროლირებადი ყოფილიყო ჩვენთან სიტუაცია.

07 ივლისი 2020, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში 350-მდე ადამიანი დაინფიცირდა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 349 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 28 936-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 503 პაციენტი გარდაიცვალა, 16 907 კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია

07 ივლისი 2020, 11:36

COVID19

მარინა ეზუგბაია: თუ ჩვენ კოვიდთან ასეთ თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, საქართველოსთვის მეორე ტალღა დამღუპველი არ იქნება

მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და უკვე არის ნიშნები - ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი სიტუაცია გამძაფრდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 11:30

COVID19

ბულგარეთში ექიმების შეცდომის შედეგად, კორონავირუსით 19 ფეხბურთელი დაინფიცირდა

ბულგარეთში ექიმების შეცდომის გამო კორონავირუსით 19 ფეხბურთელი დაინფიცირდა. ამის შესახებ Sportstar-ი წერს. შემთხვევა 2 ივლისს ორი გუნდის საშინაო შეხვედრაზე მოხდა. ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს, მარტინ კავდანსკის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.